სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანიკო ხაზარაძე - ”მე და ნიკა ლომიძე ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით”
ნანიკო ხაზარაძე - ”მე და ნიკა ლომიძე ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით”

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის 9 წლის შვი­ლი - ლილუ ნუ­ცუ­ბი­ძე წყნა­რი და ჭკვი­ა­ნი გო­გო­ნაა. უყ­ვარს შო­პინ­გი, დე­დას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა და ოც­ნე­ბობს, ნიუ-იორკში წა­ვი­დეს, სა­დაც მა­მი­კო ელო­დე­ბა.

- მე­ო­თხე კლა­სის მოს­წავ­ლე ვარ და შუ­მა­ნის სა­ხე­ლო­ბის ევ­რო­პულ სას­წავ­ლე­ბელ­ში დავ­დი­ვარ. სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ხატ­ვის, სიმ­ღე­რის გაკ­ვე­თი­ლი და დას­ვე­ნე­ბა­ზე სირ­ბი­ლი მომ­წონს, საგ­ნე­ბი­დან კი - ქარ­თუ­ლი. გე­დებს, აბ­სტრაქ­ტულ რა­ღა­ცებს ვხა­ტავ და მგო­ნი, ლა­მა­ზი გა­მომ­დის. ინ­გლი­სურ­სა და ფრან­გულ­საც ვსწავ­ლობთ, რო­მე­ლიც ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ ლა­მა­ზი ენაა. როცა გა­ვიზ­რდე­ბი, მინ­და მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე. სა­კუ­თა­რი თავი დიდ სცე­ნა­ზე წარ­მო­მიდ­გე­ნია. ადრე ტან­ვარ­ჯიშ­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ აღარ მომ­წონს - "მწე­ლავ­დნენ" და ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, კუნ­თე­ბი მტკი­ო­და.

- რეკ­ლა­მებ­ში რომ გი­ღე­ბენ, მოგ­წონს?

- კი, ძა­ლი­ან მომ­წონს. მიყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც. გა­და­ღე­ბი­სას რა­საც მა­ვა­ლე­ბენ, ზოგ­ჯერ იო­ლად გა­მომ­დის, ზოგ­ჯერ - არა. სხვა­თა შო­რის, მე, ჩემს ერთ კლა­სელს და მის ძმას რო­კჯ­გუ­ფი გვაქვს - Black Spirit ანუ "შავი სული". მე მათი დი­ზა­ი­ნე­რი ვარ და ჩაც­მის სტილს ვურ­ჩევ ხოლ­მე. თა­ვი­დან და­სარ­ტყამ ინ­სტრუ­მენტზე ვუკ­რავ­დი, მაგ­რამ კარ­გად არ გა­მომ­დი­ო­და; პი­ა­ნი­ნო­ზე უკეთ ვუკ­რავ. მომ­ღე­რა­ლი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან და­ბა­ლი ხმა მაქვს. ჰოდა, რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, დი­ზა­ი­ნე­რი იყა­ვიო, სი­ხა­რუ­ლის­გან ცას ვე­წიე.

ამას წი­ნათ გუ­და­ურ­ში, შეკ­რე­ბა­ზე რომ ვი­ყა­ვი, თხი­ლა­მუ­რე­ბით შე­ჯიბ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე - ტრა­სა 18 წამ­ში გა­ვი­ა­რე. ასე­ვე, "მის შეკ­რე­ბაც" გავ­ხდი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მომ­ცეს და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- ლილუ, რო­მე­ლი­მე სა­ბავ­შვო ფილმში ხომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- არა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, ფილმში გა­და­მი­ღონ. სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვას­რუ­ლებ­დი ბე­ჯი­თი, მაგ­რამ ცელ­ქი ბავ­შვის როლს. ძა­ლი­ან ცელ­ქი ვარ და როცა ნა­ნი­კო მაფრ­თხი­ლებს, - სკო­ლა­ში მო­საც­მე­ლი არ და­ის­ვა­როო, სწო­რედ მა­შინ მეს­ვრე­ბა. მინ­და, ბევ­რი ფული მქონ­დეს.

- რაში და­ხარ­ჯავ­დი?

- ნიუ-იორ­კის ბი­ლეთს ვი­ყიდ­დი!

ნა­ნი­კო:

- ცოტა ხნის წინ მე და ლი­ლუმ აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რეთ და ვიზა არ მოგ­ვცეს. იქ წას­ვლა, მას მერე ოც­ნე­ბად ექცა. ამას წი­ნათ, სკო­ლა­ში ასე­თი თე­მის და­წე­რა და­ა­ვა­ლეს: "რას გა­ვა­კე­თებ­დი პრე­ზი­დენ­ტი რომ ვიყო". ლი­ლუმ და­წე­რა, - ნიუ-იორკში წა­ვი­დო­დიო...

ლილუ:

- კი­დევ ერთი თემა იყო: "რა მოგ­წონს ან არ მოგ­წონს შენს ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნა­ში". მე დავ­წე­რე, - მომ­წონს ოჯა­ხი და მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი-მეთ­ქი. ტან­საც­მელს მე და დედა ერ­თად ვარ­ჩევთ ხოლ­მე. თუ რა­ი­მე ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, არ ვამ­ბობ, რომ მინ­და...

ნა­ნი­კო:

- ეს არ ვი­ცო­დი! რა საყ­ვა­რე­ლი ხარ. რისი ყიდ­ვა გინ­დო­და ბო­ლოს? ხომ იცი, უნდა მი­თხრა და თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გი­ყი­დი.

ლილუ:

- ვიცი, მაგ­რამ როცა ძვი­რი ღირს, მრცხვე­ნია ხოლ­მე იმის თქმა, რომ მინ­და...

ნა­ნი­კო:

- სა­ერ­თოდ, ასე­თი მორ­ცხვია. არა­ფერს მთხოვს, მხო­ლოდ კა­ლამ­ზე თუ მე­ტყვის: მი­ყი­დე-მი­ყე­დეო.

ლილუ:

- რა ვქნა, სულ მე­კარ­გე­ბა, თავს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ (იცი­ნის).

- ლილუ ვის ჰგავს?

ნა­ნი­კო:

- სხვა­თა შო­რის, გა­რეგ­ნო­ბი­თაც და ხა­სი­ა­თი­თაც, მა­მას უფრო მე­ტად ჰგავს.

ლილუ:

- ჩემი მა­მი­კო ამე­რი­კა­შია და იქი­დან სა­ჩუქ­რებს მიგ­ზავ­ნის ხოლ­მე. ახალ წელს ფული გა­მო­მიგ­ზავ­ნა და ყუ­ლა­ბა­ში ჩავ­ყა­რე. ნა­ნი­კო ყუ­ლა­ბას ჯერ არ მახ­სნე­ვი­ნებს. არა­და, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნი და­მიგ­როვ­და. ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს ბა­ბუა ცხოვ­რობს. მას­თან ყო­ველ­დღე მივ­დი­ვარ და ისიც რა­ღა­ცებს მჩუქ­ნის.

ნა­ნი­კო:

- დე­დი­კო, ყუ­ლა­ბა ყო­ველ წუთს რომ არ შე­გე­მოწ­მე­ბი­ნა, იმი­ტო­მაც "დავ­სკო­ჩე" და ვიდ­რე არ გა­ივ­სე­ბა, არ გავ­ხსნით.

ლილუ:

- ჩვენ კატა გვყავს, სფინ­ქსი, რო­მელ­საც ბიჭი ჰქვია. დედა ამ­ბობს, - ზამ­შის კანი აქ­ვსო. ვიდ­რე მე გავჩნდე­ბო­დი, სახ­ლში ასე­თი­ვე კატა ჰყო­ლია, ოღონდ უფრო წყნა­რი და კარ­გი ხა­სი­ა­თის (იცი­ნის). თურ­მე, ღვი­ნოს სვამ­და, მერე სა­პირ­ფა­რე­შო­ში მი­დი­ო­და და უნი­ტაზ­ზე ადი­ო­და... მე­ო­რე გიჟი კა­ტაც გვყავ­და, ის მაღ­ვი­ძა­რას მა­გივ­რო­ბას გვი­წევ­და - ლო­გინ­ზე ამოგ­ვიხ­ტე­ბო­და და თა­თებს სა­ხე­ში გვი­ტყა­პუ­ნებ­და მა­ნამ, ვიდ­რე არ გაგ­ვაღ­ვი­ძებ­და. ბიჭი წყნა­რია. სახ­ლში რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, ასან­თის კო­ლო­ფის ზო­მის იყო, ახლა კი გა­ი­ზარ­და და გა­სუქ­და.

- ლილუ, დე­დი­კოს­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე მე­ტად სად გიყ­ვარს სი­ა­რუ­ლი?

- ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ვართ - კა­ფე­ებ­ში, მე­გობ­რებ­თან სტუმ­რად, სამ­სა­ხურ­ში, სა­მოგ­ზა­უ­როდ და ა.შ. ერთხელ, დი­ლით ცუ­დად ვი­ყა­ვი, სკო­ლა გა­ვაც­დი­ნე და ნა­ნი­კომ სამ­სა­ხურ­ში წა­მიყ­ვა­ნა. იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვ­და - მას მა­შინ 10 ლარი ჰქონ­და ხელ­ფა­სი, ახლა კი დი­რექ­ტო­რი გამ­ხდა­რა (იცი­ნის).

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბაც არ მოგ­წონს?

- არა. დე­დი­კოს ხალ­ხი რომ ცნობს, ეს მომ­წონს, მაგ­რამ არ მინ­და, თა­ვა­დაც პო­პუ­ლა­რუ­ლი ვიყო. როცა გა­ვიზ­რდე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ამის სურ­ვი­ლიც გა­მიჩ­ნდეს. ისე, ძა­ლი­ან პრან­ჭია ვარ.

ნა­ნი­კო:

- სხვა­თა შო­რის, უკვე გე­მოვ­ნე­ბი­ან და გან­სხვა­ვე­ბულ მუ­სი­კას უს­მენს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს.

ლილუ:

- ჩემს კლა­სე­ლებს სხვა­ნა­ი­რი მუ­სი­კა მოს­წონთ, მე კი არ მინ­და, ვინ­მეს მივ­ბა­ძო, ჩემი გე­მოვ­ნე­ბა მაქვს. ამას წი­ნათ ერთი ჩემი კლა­სე­ლი ამ­ბობ­და - ეს მაქვს, ის მაქ­ვსო. სხვე­ბი­ვით, მეც ვი­ფიქ­რე, იტყუ­ე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ მხარ­ში მა­ინც ამო­ვუ­დე­ქი, შე­მე­ცო­და, მთელ­მა კლას­მა რომ შე­უ­ტია. მერე მას­თან სახ­ლში სტუმ­რად მი­ვე­დი და ვნა­ხე, თურ­მე არ იტყუ­ე­ბო­და... სკო­ლა კარ­გია, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, სწავ­ლა არ მიყ­ვარს. ზოგ­ჯერ ძი­ლის წინ, წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ.

ნა­ნი­კო:

- კარ­გია, რომ აღი­ა­რე, სწავ­ლა არ მიყ­ვარ­სო. ხომ იცი, ამ ჟურ­ნალს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო წა­ი­კი­თხავს და სა­ჯა­როდ პი­რო­ბა უნდა ჩა­მო­გარ­თვა, რომ გა­მოს­წორ­დე­ბი და თეა მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ნიშ­ვნას აღარ მოგ­ცემს.

ლილუ:

- კარ­გი, პი­რო­ბას ვდებ, რომ უკეთ ვი­მე­ცა­დი­ნებ და ჩემი დამ­რი­გე­ბე­ლი - თეა ტუ­რაშ­ვი­ლი შე­ნიშ­ვნას აღა­რას­დროს მომ­ცემს.

- ლილუ, ნა­ნი­კო მკაც­რია?

- ზოგ­ჯერ სიმ­კაც­რეს იჩენს, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნად.

- დე­დას­თან ერ­თად, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ხარ ნამ­ყო­ფი?

- თურ­ქეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, კერ­ძოდ - ან­ტა­ლი­ა­ში, ბერ­ლინ­სა და ჟე­ნე­ვა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად ბერ­ლი­ნი მო­მე­წო­ნა, და­ბა­დე­ბის დღე იქ გა­და­ვი­ხა­დე: მა­გარ გა­სარ­თობ ცენ­ტრში ვი­ყა­ვით, კი­ნო­შიც შე­ვი­ა­რეთ, უგემ­რი­ე­ლე­სი ნა­ყი­ნე­ბი მი­ვირ­თვით და კარ­გად გა­ვერ­თეთ. ნა­ნი­კომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე რო­ლე­რი მა­ჩუ­ქა, სა­ა­ხალ­წლოდ კი - კომ­პი­უ­ტე­რი. კარ­გი დე­დი­კო მყავს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბერ­ლინ­ში მუ­ზე­უმ­შიც ვი­ყა­ვით, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ვნა­ხე - უზარ­მა­ზა­რი მა­მონ­ტი, თან - ნამ­დვი­ლი, კორ­პუს­ზე დიდი ფე­ხე­ბი ჰქონ­და. მე მისი ფრჩხი­ლის­ხე­ლა ვი­ყა­ვი და გული გა­მის­კდა. დი­ნო­ზავ­რის ძვლე­ბიც ვნა­ხეთ და სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭოგ­რი­ტით მათ­ზე ფილ­მსაც ვუ­ყუ­რეთ. თვითმფრი­ნა­ვით ფრე­ნაც მო­მე­წო­ნა; მინ­დო­და, კი­დევ ათას­ჯერ ჩავ­მჯდა­რი­ყა­ვი...

- და­ბო­ლოს, ნა­ნი­კო, მინ­და გკი­თხო: ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, რო­გორ გრძნობ თავს "მა­ესტრო­ზე"?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად. მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვარ და ვფიქ­რობ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო. გა­მი­ხარ­და, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც იქ დავ­ტო­ვე და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ისევ "მა­ესტრო­ზე" რომ დამ­ხვდნენ. ნიკა ლო­მი­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რია. ჩვენ უბ­რა­ლოდ, ასა­კი და გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვე­მა­ტა, თო­რემ ისევ ისე­თე­ბი ვართ, რო­გო­რე­ბიც წლე­ბის წინ ვი­ყა­ვით.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნანიკო ხაზარაძე - ”მე და ნიკა ლომიძე ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით”

ნანიკო ხაზარაძე - ”მე და ნიკა ლომიძე ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით”

ნანიკო ხაზარაძის 9 წლის შვილი - ლილუ ნუცუბიძე წყნარი და ჭკვიანი გოგონაა. უყვარს შოპინგი, დედასთან და მეგობრებთან ერთად გართობა და ოცნებობს, ნიუ-იორკში წავიდეს, სადაც მამიკო ელოდება.

- მეოთხე კლასის მოსწავლე ვარ და შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში დავდივარ. სკოლაში ყველაზე მეტად ხატვის, სიმღერის გაკვეთილი და დასვენებაზე სირბილი მომწონს, საგნებიდან კი - ქართული. გედებს, აბსტრაქტულ რაღაცებს ვხატავ და მგონი, ლამაზი გამომდის. ინგლისურსა და ფრანგულსაც ვსწავლობთ, რომელიც ცოტა რთულია, მაგრამ ლამაზი ენაა. როცა გავიზრდები, მინდა მსახიობი გავხდე. საკუთარი თავი დიდ სცენაზე წარმომიდგენია. ადრე ტანვარჯიშზე დავდიოდი, მაგრამ აღარ მომწონს - "მწელავდნენ" და ვარჯიშის შემდეგ, კუნთები მტკიოდა.

- რეკლამებში რომ გიღებენ, მოგწონს?

- კი, ძალიან მომწონს. მიყვარს ფოტოების გადაღებაც. გადაღებისას რასაც მავალებენ, ზოგჯერ იოლად გამომდის, ზოგჯერ - არა. სხვათა შორის, მე, ჩემს ერთ კლასელს და მის ძმას როკჯგუფი გვაქვს - Black Spirit ანუ "შავი სული". მე მათი დიზაინერი ვარ და ჩაცმის სტილს ვურჩევ ხოლმე. თავიდან დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, მაგრამ კარგად არ გამომდიოდა; პიანინოზე უკეთ ვუკრავ. მომღერალი ვერ ვიქნებოდი, რადგან დაბალი ხმა მაქვს. ჰოდა, რომ შემომთავაზეს, დიზაინერი იყავიო, სიხარულისგან ცას ვეწიე.

ამას წინათ გუდაურში, შეკრებაზე რომ ვიყავი, თხილამურებით შეჯიბრებაში პირველი ადგილი დავიკავე - ტრასა 18 წამში გავიარე. ასევე, "მის შეკრებაც" გავხდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ხმა მომცეს და ძალიან გამიხარდა.

- ლილუ, რომელიმე საბავშვო ფილმში ხომ არ მონაწილეობ?

- არა, მაგრამ ძალიან მინდა, ფილმში გადამიღონ. სიამოვნებით შევასრულებდი ბეჯითი, მაგრამ ცელქი ბავშვის როლს. ძალიან ცელქი ვარ და როცა ნანიკო მაფრთხილებს, - სკოლაში მოსაცმელი არ დაისვაროო, სწორედ მაშინ მესვრება. მინდა, ბევრი ფული მქონდეს.

- რაში დახარჯავდი?

- ნიუ-იორკის ბილეთს ვიყიდდი!

ნანიკო:

- ცოტა ხნის წინ მე და ლილუმ აშშ-ის საელჩოში გასაუბრება გავიარეთ და ვიზა არ მოგვცეს. იქ წასვლა, მას მერე ოცნებად ექცა. ამას წინათ, სკოლაში ასეთი თემის დაწერა დაავალეს: "რას გავაკეთებდი პრეზიდენტი რომ ვიყო". ლილუმ დაწერა, - ნიუ-იორკში წავიდოდიო...

ლილუ:

- კიდევ ერთი თემა იყო: "რა მოგწონს ან არ მოგწონს შენს ქალაქსა და ქვეყანაში". მე დავწერე, - მომწონს ოჯახი და მაღაზიებში სიარული-მეთქი. ტანსაცმელს მე და დედა ერთად ვარჩევთ ხოლმე. თუ რაიმე ძალიან ძვირი ღირს, არ ვამბობ, რომ მინდა...

ნანიკო:

- ეს არ ვიცოდი! რა საყვარელი ხარ. რისი ყიდვა გინდოდა ბოლოს? ხომ იცი, უნდა მითხრა და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად გიყიდი.

ლილუ:

- ვიცი, მაგრამ როცა ძვირი ღირს, მრცხვენია ხოლმე იმის თქმა, რომ მინდა...

ნანიკო:

- საერთოდ, ასეთი მორცხვია. არაფერს მთხოვს, მხოლოდ კალამზე თუ მეტყვის: მიყიდე-მიყედეო.

ლილუ:

- რა ვქნა, სულ მეკარგება, თავს ვერ ვაკონტროლებ (იცინის).

- ლილუ ვის ჰგავს?

ნანიკო:

- სხვათა შორის, გარეგნობითაც და ხასიათითაც, მამას უფრო მეტად ჰგავს.

ლილუ:

- ჩემი მამიკო ამერიკაშია და იქიდან საჩუქრებს მიგზავნის ხოლმე. ახალ წელს ფული გამომიგზავნა და ყულაბაში ჩავყარე. ნანიკო ყულაბას ჯერ არ მახსნევინებს. არადა, ძალიან მაინტერესებს, რამდენი დამიგროვდა. ჩვენს სახლთან ახლოს ბაბუა ცხოვრობს. მასთან ყოველდღე მივდივარ და ისიც რაღაცებს მჩუქნის.

ნანიკო:

- დედიკო, ყულაბა ყოველ წუთს რომ არ შეგემოწმებინა, იმიტომაც "დავსკოჩე" და ვიდრე არ გაივსება, არ გავხსნით.

ლილუ:

- ჩვენ კატა გვყავს, სფინქსი, რომელსაც ბიჭი ჰქვია. დედა ამბობს, - ზამშის კანი აქვსო. ვიდრე მე გავჩნდებოდი, სახლში ასეთივე კატა ჰყოლია, ოღონდ უფრო წყნარი და კარგი ხასიათის (იცინის). თურმე, ღვინოს სვამდა, მერე საპირფარეშოში მიდიოდა და უნიტაზზე ადიოდა... მეორე გიჟი კატაც გვყავდა, ის მაღვიძარას მაგივრობას გვიწევდა - ლოგინზე ამოგვიხტებოდა და თათებს სახეში გვიტყაპუნებდა მანამ, ვიდრე არ გაგვაღვიძებდა. ბიჭი წყნარია. სახლში რომ მოვიყვანეთ, ასანთის კოლოფის ზომის იყო, ახლა კი გაიზარდა და გასუქდა.

- ლილუ, დედიკოსთან ერთად, ყველაზე მეტად სად გიყვარს სიარული?

- ყველგან ერთად დავდივართ - კაფეებში, მეგობრებთან სტუმრად, სამსახურში, სამოგზაუროდ და ა.შ. ერთხელ, დილით ცუდად ვიყავი, სკოლა გავაცდინე და ნანიკომ სამსახურში წამიყვანა. იქ ბევრი ადამიანი გავიცანი. ერთ-ერთი მათგანი ბავშვობიდან მახსოვდა - მას მაშინ 10 ლარი ჰქონდა ხელფასი, ახლა კი დირექტორი გამხდარა (იცინის).

- ჟურნალისტობაც არ მოგწონს?

- არა. დედიკოს ხალხი რომ ცნობს, ეს მომწონს, მაგრამ არ მინდა, თავადაც პოპულარული ვიყო. როცა გავიზრდები, შეიძლება ამის სურვილიც გამიჩნდეს. ისე, ძალიან პრანჭია ვარ.

ნანიკო:

- სხვათა შორის, უკვე გემოვნებიან და განსხვავებულ მუსიკას უსმენს, რაც ძალიან მომწონს.

ლილუ:

- ჩემს კლასელებს სხვანაირი მუსიკა მოსწონთ, მე კი არ მინდა, ვინმეს მივბაძო, ჩემი გემოვნება მაქვს. ამას წინათ ერთი ჩემი კლასელი ამბობდა - ეს მაქვს, ის მაქვსო. სხვებივით, მეც ვიფიქრე, იტყუება-მეთქი, მაგრამ მხარში მაინც ამოვუდექი, შემეცოდა, მთელმა კლასმა რომ შეუტია. მერე მასთან სახლში სტუმრად მივედი და ვნახე, თურმე არ იტყუებოდა... სკოლა კარგია, მაგრამ უნდა ვაღიარო, სწავლა არ მიყვარს. ზოგჯერ ძილის წინ, წიგნებს ვკითხულობ.

ნანიკო:

- კარგია, რომ აღიარე, სწავლა არ მიყვარსო. ხომ იცი, ამ ჟურნალს მთელი საქართველო წაიკითხავს და საჯაროდ პირობა უნდა ჩამოგართვა, რომ გამოსწორდები და თეა მასწავლებელი შენიშვნას აღარ მოგცემს.

ლილუ:

- კარგი, პირობას ვდებ, რომ უკეთ ვიმეცადინებ და ჩემი დამრიგებელი - თეა ტურაშვილი შენიშვნას აღარასდროს მომცემს.

- ლილუ, ნანიკო მკაცრია?

- ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენს, მაგრამ სამართლიანად.

- დედასთან ერთად, რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი?

- თურქეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში, კერძოდ - ანტალიაში, ბერლინსა და ჟენევაში. ყველაზე მეტად ბერლინი მომეწონა, დაბადების დღე იქ გადავიხადე: მაგარ გასართობ ცენტრში ვიყავით, კინოშიც შევიარეთ, უგემრიელესი ნაყინები მივირთვით და კარგად გავერთეთ. ნანიკომ დაბადების დღეზე როლერი მაჩუქა, საახალწლოდ კი - კომპიუტერი. კარგი დედიკო მყავს, ძალიან მიყვარს. ბერლინში მუზეუმშიც ვიყავით, სადაც ბევრი საინტერესო რამ ვნახე - უზარმაზარი მამონტი, თან - ნამდვილი, კორპუსზე დიდი ფეხები ჰქონდა. მე მისი ფრჩხილისხელა ვიყავი და გული გამისკდა. დინოზავრის ძვლებიც ვნახეთ და სპეციალური ჭოგრიტით მათზე ფილმსაც ვუყურეთ. თვითმფრინავით ფრენაც მომეწონა; მინდოდა, კიდევ ათასჯერ ჩავმჯდარიყავი...

- დაბოლოს, ნანიკო, მინდა გკითხო: ამდენი წლის შემდეგ, როგორ გრძნობ თავს "მაესტროზე"?

- შესანიშნავად. მართლა ძალიან კარგად ვარ და ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გამიხარდა, ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც იქ დავტოვე და ძალიან მიყვარს, ისევ "მაესტროზე" რომ დამხვდნენ. ნიკა ლომიძე არაჩვეულებრივი პარტნიორია. ჩვენ უბრალოდ, ასაკი და გამოცდილება მოგვემატა, თორემ ისევ ისეთები ვართ, როგორებიც წლების წინ ვიყავით.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება