პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავა - "ლელა კატოს გმირს თავისებურ ხასიათს შესძენს და ვფიქრობ, მაყურებელიც მალე შეიყვარებს"
კოტე თოლორდავა - "ლელა კატოს გმირს თავისებურ ხასიათს შესძენს და ვფიქრობ, მაყურებელიც მალე შეიყვარებს"

წლე­ბია, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მა­შობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა კი სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო. სა­ხა­სი­ა­თო ხმის ტემ­ბრით, მა­ნე­რით, ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბით, მსა­ხი­ობ­მა კოტე თო­ლორ­და­ვამ ბევ­რი გო­გოს­თვის სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ტი­პა­ჟი შექ­მნა. სე­რი­ა­ლის ახა­ლი სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- კოტე, სე­რი­ალ­ში ახა­ლი ცოლი გყავს. ამ ამ­ბავს რო­გორ ეგუ­ე­ბი?

- ჰო, ახა­ლი კატო მყავს. გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ვი­წყეთ, მაგ­რამ მე და ლელა მე­ბუ­რიშ­ვილს სა­ერ­თო სცე­ნა ჯერ არ გვქო­ნია. ჩვენ­თვის ეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა არ არის. ერ­თად სპექ­ტაკლში - "გი­უ­ლიჰ" გვაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. ლელა კარ­გი პარტნი­ო­რია, ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. რო­გორც ვიცი, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის სე­რი­ე­ბი ეთერ­ში 9 მარ­ტი­დან უნდა გა­ვი­დეს.

- ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის წას­ვლამ გული არ დაგ­წყვი­ტა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

- შენი აზ­რით, მთა­ვა­რი გმი­რის წას­ვლას მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორ მი­ი­ღებს? ასე­თი ცვლი­ლე­ბა ხში­რად არ მოს­წონთ, არ მე­თან­ხმე­ბი?

- არ ვიცი. ლე­ლას თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს. ის ისე­თი­ვე კატო არ იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ნი­ნომ შექ­მნა. ლელა გმირს თა­ვი­სე­ბურ ხა­სი­ათს შეს­ძენს და ვფიქ­რობ, მა­ყუ­რე­ბე­ლიც მალე შე­იყ­ვა­რებს.

- წლე­ბია, თე­ატ­რში თა­მა­შობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სე­რი­ა­ლი­დან გა­გიც­ნო. ამის გამო გული არ გწყდე­ბა?

- თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სცე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბას, მა­ყუ­რე­ბელ­თან ცო­ცხალ ურ­თი­ერ­თო­ბას სხვა გან­ცდე­ბი მო­აქვს, მაგ­რამ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყოფ­ნა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს, კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბაც შე­მიყ­ვარ­და.

- ვიცი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, ყო­ველ­დღე რე­პე­ტი­ცია გაქვს, ხან - გა­და­ღე­ბე­ბი, ფილ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა... წიგ­ნე­ბის წა­სა­კი­თხად დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ახერ­ხებ?

- რას ჰქვია, ვა­ხერ­ხებ? ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­თხვა ისე­დაც მი­წევს. როცა პი­ე­სას ვეც­ნო­ბი, ვინ­ტე­რეს­დე­ბი დრა­მა­ტურ­გის ცხოვ­რე­ბით, შე­მოქ­მე­დე­ბით... არ დავ­მა­ლავ, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, სქელ­ტა­ნი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ წა­მი­კი­თხავს. ამა­ში სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ.

- რო­მე­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა გი­ზი­დავს?

- ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე, დე­ტექ­ტი­ვებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ამ ჟან­რის ძა­ლი­ან ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა მაქვს წა­კი­თხუ­ლი.

- წიგ­ნის კი­თხვი­სას დრო­ის შეგ­რძნე­ბა და­გი­კარ­გავს?

- რო­გორ არ და­მი­კარ­გავს. ზო­გა­დად, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. როცა წა­კი­თხუ­ლი ძლი­ერ ემო­ცი­ას იწ­ვევს, ტან­ზე ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი იწყე­ბენ "სი­ა­რულს", მო­ცო­ცა­ვენ, მო­ცო­ცა­ვენ და დიდი ჟრი­ა­მუ­ლი აქვთ. უჰ! ეს კარ­გი გან­ცდაა. წიგ­ნის მუ­ღა­მიც ამა­შია.

- მე­გობ­რად რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟს აირ­ჩევ?

- ერთს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ჩემ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ბევრ პერ­სო­ნაჟს გა­ვიც­ნობ­დი. დავ­მე­გობ­რდე­ბო­დით თუ არა, ეს სხვა საქ­მეა. ვერ ვი­ტყვი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს (ბევ­რი ნაც­ნო­ბი მყავს). მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც მე­გობ­რე­ბად ვთვლი, იცი­ან და მათ­თან ერ­თად მეც ვიცი, რომ ერ­თმა­ნე­თის იმე­დი ყო­ველ­თვის უნდა გვქონ­დეს.

- მარკ ტვე­ნი ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ასე ახა­სი­ა­თებ­და: "ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­თხო­ვებს ქოლ­გას კარგ ამინ­დში და წა­გარ­თმევს მა­შინ, როცა წვიმს". რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავ­და მას მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს ვიც­ნობ, მათ პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით არ დავ­ყოფ­დი.

- მარკ ტვე­ნი ბან­კი­რებს გუ­ლის­ხმობ­და.

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არა მხო­ლოდ ბან­კში, ცხოვ­რე­ბა­შიც ხში­რად გვხვდე­ბი­ან.

- სირ­ბილ­ში გა­უს­წა­რი მორ­ბე­ნალს, რო­მე­ლიც მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­მელ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ?

- პირ­ველს.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ?

- ასე არ იქ­ნე­ბა? მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფს თუ გა­ვუს­წა­რი, პირ­ვე­ლი არ ვიქ­ნე­ბი?

- კოტე, მგო­ნი, და­ი­ბე­ნი, და­ფიქ­რდი.

- არ დავ­ბნე­ულ­ვარ, რაზე უნდა დავ­ფიქ­რდე?

- მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფს რომ გა­უს­წა­რი, მის წინ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მარ­თა­ლი ხარ, ეს რა უკუღ­მარ­თი კი­თხვა იყო. მე­ო­რე პო­ზი­ცი­ას და­ვი­კა­ვებ.

- ამ ცნო­ბილ მო­დე­ლი­ერ­თან ერთ-ერთ მო­დე­ლად გა­ლა­კტი­ო­ნის მუ­ზას - მერი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მერი შერ­ვა­ში­ძე კოკო შა­ნელ­თან მუ­შა­ობ­და.

- ვინ იყო დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი?

- მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი.

- და­ას­რუ­ლე ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი უნდა იყოს ქმა­რი, მამა და..."

- "...ჯა­რის­კა­ცი". ეს ჩემი აზ­რია. არ ვიცი, მუ­სო­ლი­ნი რო­გორ ფიქ­რობ­და.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, შენი აზრი მი­სას და­ემ­თხვა. პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი ვიცი.

- საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის ლექ­სი არას­დროს წა­გი­კი­თხავს?

- ლექ­სი არას­დროს წა­მი­კი­თხავს, ზღაპ­რე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი კი ხში­რად მი­ამ­ბია. მა­გა­ლი­თად, გორ­კის ერთ მო­თხრო­ბას გა­ვიხ­სე­ნებ. ეს არის ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც წყვდი­ად­ში მო­ყო­ლილ ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბა, გულს იღებს და სი­ნათ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზას სა­კუ­თა­რი გუ­ლით უნა­თებს.

- "მე დაბ­რუ­ნე­ბით ტკი­ვი­ლებს წავ­შლი,/ ოღონდ მოს­ვლამ­დის, ოღონდ ბო­ლომ­დის,/ რო­გორც გა­ზა­ფხულს ელი­ან მთა­ში, -/ შენი ლა­მა­ზი გული მე­ლო­დეს./ შევყრი მე­გობ­რებს მა­ღალ მაყ­რი­ონს,/ ორ­ღო­ბე­ებ­ში გას­რო­ლას დო­ღის,/ ზე­ცის ჩა­მოხ­სნას, მთე­ბის შერ­ყე­ვას ჯილ­დოდ მო­ვუ­ტან ბრწყინ­ვა­ლე ლო­დინს".... ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

- მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი.

- ამ სას­მელს ბერ­ძე­ნი ჰი­პოკ­რა­ტე მე­დი­კა­მენ­ტის სა­ხით, არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­და. რო­მელ სას­მელ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ბორ­ჯო­მი არ იქ­ნე­ბო­და.

- ჰი­პოკ­რა­ტეს ბორ­ჯო­მის შე­სა­ხებ რამე ეცო­დი­ნე­ბო­და?

- უი! ჰი­პოკ­რა­ტე თქვი? აზრი გა­მე­ფან­ტა, კარ­გად ვერ მო­გის­მი­ნე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ღვი­ნო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

- გა­მო­ი­ცა­ნი. ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- ერ­თმა­ნეთ­თან "შე­ნო­ბით" ვართ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. უპი­რა­ტე­სო­ბას მა­გარ სას­მე­ლებს ვა­ნი­ჭებ. ალ­ბათ, ეს გე­ნე­ტი­კუ­რიც არის. მა­მა­ჩე­მი მე­ზღვა­უ­რია, გე­მის კა­პი­ტა­ნი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ვის­კის კო­ლექ­ცი­ას აგ­რო­ვებ­და. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან უამ­რა­ვი ბოთ­ლი ჰქონ­და ჩა­მო­ტა­ნი­ლი. მის კო­ლექ­ცი­ას შე­ვუჩ­ნდი, ვის­კი სხვა ბოთ­ლში გად­მომ­ქონ­და და მის ნაც­ვლად ჩაის ფოთ­ლე­ბით შე­ფე­რილ წყალს ვას­ხამ­დი.

- მა­მამ ეს ამა­ვი რომ გა­ი­გო, არ ეწყი­ნა?

- ძა­ლი­ან ეწყი­ნა.

- რას უწო­დე­ბენ და­უძ­ვე­ლებ­ლად გა­მოშ­ვე­ბულ ღვი­ნოს?

- ვერ გე­ტყვი.

- ორ­დი­ნა­რულს. "მო­მე­ცით ცა­რი­ე­ლი გა­ლე­რეა და მე გა­ვავ­სებ მას". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- მო­დი­ლი­ა­ნი ხომ არა? საფ­რან­გეთ­ში, მის საფ­ლავ­ზე ნამ­ყო­ფი ვარ.

- ეს მხატ­ვა­რი მო­დი­ლი­ა­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე იყო, წარ­მო­შო­ბით ეს­პა­ნე­თი­დან.

- პაბ­ლო პი­კა­სო.

- რისი ში­შია პე­ლა­დო­ფო­ბია?

- არ ვიცი.

- მე­ლო­ტი ხალ­ხის.

- რა­ღაც ში­შე­ბი მეც მაქვს, მაგ­რამ არ ვუღ­რმავ­დე­ბი.

- რას უწო­დე­ბენ იმ გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­ე­როს, მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან?

- კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩებს. სწო­რად ვამ­ბობ?

- დიახ. ვინ იყო სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II-მდე?

- და­ვით V დევ­და­რი­ა­ნი.

- თურ­ქეთ­ში მდე­ბა­რე რო­მე­ლი ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე თორ­თუ­მის­წყლის ნა­პირ­ზე?

- ოშკი.

- ამ ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი თბი­ლი­სის მო­ე­და­ნია. თბი­ლის­შიც არ­სე­ბობს იმ ქა­ლა­ქის სა­ხე­ლო­ბის მო­ე­და­ნი. და­ა­სა­ხე­ლე, რო­მელ მო­ე­დან­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბა.

- ერთხელ, ჩერ­ჩილს ჰკი­თხეს: "რით გან­სხვავ­დე­ბა სტა­ლი­ნი ჰიტ­ლე­რის­გან?" მისი პა­სუ­ხი ერ­თსი­ტყვი­ა­ნი იყო.

- ერ­თსი­ტყვი­ა­ნი?

- ეს სი­ტყვა 9 ასოს­გან შედ­გე­ბა და მათ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს უკავ­შირ­დე­ბა.

- (ფიქ­რობს) ულ­ვა­შე­ბით.

- რო­მელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა სამ­ხრე­თი ოსე­თი და აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად, რუ­სე­თის შემ­დეგ?

- ნი­კა­რა­გუ­ამ და ნა­უ­რუმ.

- ქა­მე­ლე­ონს ენა უფრო გრძე­ლი აქვს თუ სხე­უ­ლი?

- ალ­ბათ ენა, ისე არ მკი­თხავ­დი.

- რა მე­ტა­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა"?

- ბრინ­ჯა­ოს­გან, არა?

- ცდე­ბი.

- სპი­ლენ­ძის­გან იქ­ნე­ბა.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის მდი­ნა­რე მტკვრის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნაკ­ვე­თი?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე სპი­ნო­ზას ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "თუ გინ­დათ, ცხოვ­რე­ბამ გა­გი­ღი­მოთ, აჩუ­ქეთ მა­ნამ­დე მას თქვე­ნი კარ­გი..."

- "...თქვე­ნი კარ­გი გან­წყო­ბა".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

კოტე თოლორდავა - "ლელა კატოს გმირს თავისებურ ხასიათს შესძენს და ვფიქრობ, მაყურებელიც მალე შეიყვარებს"

კოტე თოლორდავა - "ლელა კატოს გმირს თავისებურ ხასიათს შესძენს და ვფიქრობ, მაყურებელიც მალე შეიყვარებს"

წლებია, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე თამაშობს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. სახასიათო ხმის ტემბრით, მანერით, ყოვლისშემძლეობით, მსახიობმა კოტე თოლორდავამ ბევრი გოგოსთვის სასურველი მამაკაცის ტიპაჟი შექმნა. სერიალის ახალი სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო.

პრეამბულის მაგიერ

- კოტე, სერიალში ახალი ცოლი გყავს. ამ ამბავს როგორ ეგუები?

- ჰო, ახალი კატო მყავს. გადაღებები უკვე დავიწყეთ, მაგრამ მე და ლელა მებურიშვილს საერთო სცენა ჯერ არ გვქონია. ჩვენთვის ეს პირველი შეხვედრა არ არის. ერთად სპექტაკლში - "გიულიჰ" გვაქვს ნათამაშები. ლელა კარგი პარტნიორია, ნიჭიერი გოგოა. როგორც ვიცი, "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის სერიები ეთერში 9 მარტიდან უნდა გავიდეს.

- ნინო გაჩეჩილაძის წასვლამ გული არ დაგწყვიტა?

- რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შეთამაშებულები ვიყავით.

- შენი აზრით, მთავარი გმირის წასვლას მაყურებელი როგორ მიიღებს? ასეთი ცვლილება ხშირად არ მოსწონთ, არ მეთანხმები?

- არ ვიცი. ლელას თავისი ხიბლი აქვს. ის ისეთივე კატო არ იქნება, როგორიც ნინომ შექმნა. ლელა გმირს თავისებურ ხასიათს შესძენს და ვფიქრობ, მაყურებელიც მალე შეიყვარებს.

- წლებია, თეატრში თამაშობ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სერიალიდან გაგიცნო. ამის გამო გული არ გწყდება?

- თეატრი ძალიან მიყვარს, სცენაზე მუშაობას, მაყურებელთან ცოცხალ ურთიერთობას სხვა განცდები მოაქვს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ყოფნასაც თავისებური ხიბლი აქვს, კამერის წინ მუშაობაც შემიყვარდა.

- ვიცი, ძალიან დაკავებული ხარ, ყოველდღე რეპეტიცია გაქვს, ხან - გადაღებები, ფილმების გახმოვანება... წიგნების წასაკითხად დროის გამონახვას ახერხებ?

- რას ჰქვია, ვახერხებ? ეს აუცილებელია. საბედნიეროდ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, კითხვა ისედაც მიწევს. როცა პიესას ვეცნობი, ვინტერესდები დრამატურგის ცხოვრებით, შემოქმედებით... არ დავმალავ, ბოლო რამდენიმე თვეა, სქელტანიანი მხატვრული ლიტერატურა არ წამიკითხავს. ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ.

- რომელი ჟანრის ლიტერატურა გიზიდავს?

- ბავშვობიდან დღემდე, დეტექტივებზე ვგიჟდები. ამ ჟანრის ძალიან ბევრი ლიტერატურა მაქვს წაკითხული.

- წიგნის კითხვისას დროის შეგრძნება დაგიკარგავს?

- როგორ არ დამიკარგავს. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ. როცა წაკითხული ძლიერ ემოციას იწვევს, ტანზე ჭიანჭველები იწყებენ "სიარულს", მოცოცავენ, მოცოცავენ და დიდი ჟრიამული აქვთ. უჰ! ეს კარგი განცდაა. წიგნის მუღამიც ამაშია.

- მეგობრად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს აირჩევ?

- ერთს ვერ დავასახელებ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბევრ პერსონაჟს გავიცნობდი. დავმეგობრდებოდით თუ არა, ეს სხვა საქმეა. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს (ბევრი ნაცნობი მყავს). მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მეგობრებად ვთვლი, იციან და მათთან ერთად მეც ვიცი, რომ ერთმანეთის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს.

- მარკ ტვენი ამ პროფესიის წარმომადგენლებს ასე ახასიათებდა: "ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს". რომელი პროფესიის ადამიანები ჰყავდა მას მხედველობაში?

- ასეთი კატეგორიის ადამიანებს ვიცნობ, მათ პროფესიის მიხედვით არ დავყოფდი.

- მარკ ტვენი ბანკირებს გულისხმობდა.

- ასეთი ადამიანები არა მხოლოდ ბანკში, ცხოვრებაშიც ხშირად გვხვდებიან.

- სირბილში გაუსწარი მორბენალს, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. რომელ პოზიციას დაიკავებ?

- პირველს.

- დარწმუნებული ხარ?

- ასე არ იქნება? მეორე პოზიციაზე მყოფს თუ გავუსწარი, პირველი არ ვიქნები?

- კოტე, მგონი, დაიბენი, დაფიქრდი.

- არ დავბნეულვარ, რაზე უნდა დავფიქრდე?

- მეორე პოზიციაზე მყოფს რომ გაუსწარი, მის წინ...

- (მაწყვეტინებს) მართალი ხარ, ეს რა უკუღმართი კითხვა იყო. მეორე პოზიციას დავიკავებ.

- ამ ცნობილ მოდელიერთან ერთ-ერთ მოდელად გალაკტიონის მუზას - მერი...

- (მაწყვეტინებს) მერი შერვაშიძე კოკო შანელთან მუშაობდა.

- ვინ იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?

- მარგარეტ ტეტჩერი.

- დაასრულე ბენიტო მუსოლინის ცნობილი ფრაზა: "ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს ქმარი, მამა და..."

- "...ჯარისკაცი". ეს ჩემი აზრია. არ ვიცი, მუსოლინი როგორ ფიქრობდა.

- ამ შემთხვევაში, შენი აზრი მისას დაემთხვა. პოეზია გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ზეპირად ბევრი ლექსი ვიცი.

- საყვარელი ქალისთვის ლექსი არასდროს წაგიკითხავს?

- ლექსი არასდროს წამიკითხავს, ზღაპრები და მოთხრობები კი ხშირად მიამბია. მაგალითად, გორკის ერთ მოთხრობას გავიხსენებ. ეს არის ადამიანზე, რომელიც წყვდიადში მოყოლილ ხალხს ეხმარება, გულს იღებს და სინათლისკენ მიმავალ გზას საკუთარი გულით უნათებს.

- "მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,/ ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,/ როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -/ შენი ლამაზი გული მელოდეს./ შევყრი მეგობრებს მაღალ მაყრიონს,/ ორღობეებში გასროლას დოღის,/ ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს".... ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მირზა გელოვანი.

- ამ სასმელს ბერძენი ჰიპოკრატე მედიკამენტის სახით, არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რომელ სასმელზეა ლაპარაკი?

- ბორჯომი არ იქნებოდა.

- ჰიპოკრატეს ბორჯომის შესახებ რამე ეცოდინებოდა?

- უი! ჰიპოკრატე თქვი? აზრი გამეფანტა, კარგად ვერ მოგისმინე. არ არის გამორიცხული, ღვინო გამოეყენებინა.

- გამოიცანი. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ერთმანეთთან "შენობით" ვართ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. უპირატესობას მაგარ სასმელებს ვანიჭებ. ალბათ, ეს გენეტიკურიც არის. მამაჩემი მეზღვაურია, გემის კაპიტანი. წლების მანძილზე ვისკის კოლექციას აგროვებდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ბოთლი ჰქონდა ჩამოტანილი. მის კოლექციას შევუჩნდი, ვისკი სხვა ბოთლში გადმომქონდა და მის ნაცვლად ჩაის ფოთლებით შეფერილ წყალს ვასხამდი.

- მამამ ეს ამავი რომ გაიგო, არ ეწყინა?

- ძალიან ეწყინა.

- რას უწოდებენ დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს?

- ვერ გეტყვი.

- ორდინარულს. "მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას". რომელი ცნობილი მხატვარია ამ სიტყვების ავტორი?

- მოდილიანი ხომ არა? საფრანგეთში, მის საფლავზე ნამყოფი ვარ.

- ეს მხატვარი მოდილიანის თანამედროვე იყო, წარმოშობით ესპანეთიდან.

- პაბლო პიკასო.

- რისი შიშია პელადოფობია?

- არ ვიცი.

- მელოტი ხალხის.

- რაღაც შიშები მეც მაქვს, მაგრამ არ ვუღრმავდები.

- რას უწოდებენ იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც გაეროს, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში ეხმარებიან?

- კეთილი ნების ელჩებს. სწორად ვამბობ?

- დიახ. ვინ იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-მდე?

- დავით V დევდარიანი.

- თურქეთში მდებარე რომელი ქართული ტაძარი მდებარეობს მდინარე თორთუმისწყლის ნაპირზე?

- ოშკი.

- ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედანი თბილისის მოედანია. თბილისშიც არსებობს იმ ქალაქის სახელობის მოედანი. დაასახელე, რომელ მოედანზეა ლაპარაკი?

- ზაარბრიუკენის მოედანი იქნება.

- ერთხელ, ჩერჩილს ჰკითხეს: "რით განსხვავდება სტალინი ჰიტლერისგან?" მისი პასუხი ერთსიტყვიანი იყო.

- ერთსიტყვიანი?

- ეს სიტყვა 9 ასოსგან შედგება და მათ ვიზუალურ მხარეს უკავშირდება.

- (ფიქრობს) ულვაშებით.

- რომელმა სახელმწიფომ აღიარა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რუსეთის შემდეგ?

- ნიკარაგუამ და ნაურუმ.

- ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- ალბათ ენა, ისე არ მკითხავდი.

- რა მეტალისგან არის დამზადებული "თავისუფლების ქანდაკება"?

- ბრინჯაოსგან, არა?

- ცდები.

- სპილენძისგან იქნება.

- რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მდინარე მტკვრის ყველაზე დიდი მონაკვეთი?

- აზერბაიჯანის.

- დაბოლოს, დაასრულე სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ, ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."

- "...თქვენი კარგი განწყობა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება