საფრანგეთში, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პარიზის მოდის კვირეული მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სუპერმოდელ კეიტ მოსის სამოსმა პოდიუმზე წარმოდგენილი კოლექციებიც კი დაჩრდილა - მოსი წვეულებაზე თითქმის შიშველი მივიდა.
39 წლის ვარსკვლავს მხოლოდ შავი პიჯაკი და ალმასებით გაწყობილი გამჭირვალე კოლგოტი ეცვა. კეიტის გამოჩენამ ყოვლისმნახველი ფოტოგრაფებიც კი დააბნია. სუპერმოდელი ფოტოგრაფების წინაშე მომღიმარი სახით პოზირებდა - რამდენიმე კადრში კოლგოტის ქვეშ კეიტის შიშველი უკანალიც ჩანს.
კეიტი ზედმეტად ვულგარულად და უგემოვნოდ გამოიყურებოდა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.