პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელის აზრით ვენეციის კომისიის დასკვნა ლოგიკურია
თინა ხიდაშელის აზრით ვენეციის კომისიის დასკვნა ლოგიკურია

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან და კა­ნონპ­რო­ექ­ტის დე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ფორ­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს , - ასე აფა­სებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ დას­კვნას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან ცალ­სა­ხად ით­ქვა, რომ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და, დე­მოკ­რა­ტი­ას­თან არ არის თავ­სე­ბა­დი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან.

"დას­კვნა­ში პო­ზი­ტი­უ­რად და პროგ­რე­სუ­ლად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს მიერ არის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. კო­მი­სია იზი­ა­რებს არა მხო­ლოდ ცვლი­ლე­ბებს, არა­მედ მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს და დღეს მათი მი­ღე­ბის აუ­ცი­ლე­ბო­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დას­კვნა ყო­ფი­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან იმის ნაც­ვლად, რომ სა­სა­მარ­თოს თავ­მჯდო­მა­რემ წა­რად­გი­ნოს საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა კონ­ფე­რენ­ცია, არა­მედ აღამსრუ­ლე­ბე­ა­ლი კო­მი­ტე­ტი ირ­ჩევს, ჩევნ ვთა­ვა­ზობთ მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­უ­ზღუ­და­ვი კენ­ჭისყ­რის უფ­ლე­ბას, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი ფა­რუ­ლად ტარ­დე­ბა და ყვე­ლას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­ჩე­ულ იქ­ნას.

ასე­ვე, პროგ­რე­სის და დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი ჩვენს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სხვა დე­ბუ­ლე­ბე­ბიც. ამას­თა­ნა­ვე, წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც საბ­ჭოს წევ­რე­ბის მან­და­ტის შე­წყვე­ტას ეხე­ბა, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია და­ე­თან­ხმა ჩვენს გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლის დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბის ახა­ლი წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბას იმ პი­რებ­თან მი­მა­რე­ბა­ში, ვინც და­ნიშ­ნუ­ლი არი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საბ­ჭოს მიერ", - აცხა­დებს ხი­და­შე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში, დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, დას­კვნა ლო­გი­კუ­რი და ნა­თე­ლია, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კი მი­სა­ღე­ბი და ადეკ­ვა­ტუ­რი.

ხი­და­შე­ლი იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღეა მუ­შა­ობს. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თინა ხიდაშელის აზრით ვენეციის კომისიის დასკვნა ლოგიკურია

თინა ხიდაშელის აზრით ვენეციის კომისიის დასკვნა ლოგიკურია

ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია ჩვენს შეხედულებებთან და კანონპროექტის დებულებებთან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას ითვალისწინებს , - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ვენეციის კომისიის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნას.

მისივე განმარტებით, მაღალი ტრიბუნიდან ცალსახად ითქვა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.

"დასკვნაში პოზიტიურად და პროგრესულად არის შეფასებული ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. კომისია იზიარებს არა მხოლოდ ცვლილებებს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებს და დღეს მათი მიღების აუცილებობას. შეუძლებელია განსხვავებული დასკვნა ყოფილიყო, ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ სასამართოს თავმჯდომარემ წარადგინოს საბჭოს წევრები, რომელთაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არა კონფერენცია, არამედ აღამსრულებეალი კომიტეტი ირჩევს, ჩევნ ვთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეუზღუდავი კენჭისყრის უფლებას, როდესაც არჩევნები ფარულად ტარდება და ყველას აქვს შესაძლებლობა არჩეულ იქნას.

ასევე, პროგრესის და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ჩვენს მიერ შეთავაზებული სხვა დებულებებიც. ამასთანავე, წინააღმდეგობრივ დებულებაზე, რომელიც საბჭოს წევრების მანდატის შეწყვეტას ეხება, ვენეციის კომისია დაეთანხმა ჩვენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დემოკრატიული მოდელის დღევანდელობასთან დაახლოებას და, შესაბამისად, არჩევნების ახალი წესის გამოყენებას იმ პირებთან მიმარებაში, ვინც დანიშნული არიან ადმინისტრაციული საბჭოს მიერ", - აცხადებს ხიდაშელი.

აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატის განმარტებით, დასკვნა ლოგიკური და ნათელია, რეკომენდაციები კი მისაღები და ადეკვატური.

ხიდაშელი იტალიაში, ვენეციის კომისიაში ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად რამდენიმე დღეა მუშაობს. ის საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა