პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლანეტის ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმროები
პლანეტის ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმროები

ჟურ­ნალ­მა Forbes-მა პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი საქმრო­ე­ბი ჟურ­ნალ­მა დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ან­თა შო­რის შე­არ­ჩია. ორი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში მათი ფო­ტო­ე­ბიც კი არ მო­ი­პო­ვე­ბა.

1. სიის ლი­დე­რი წარ­მო­შო­ბით კო­ლუმ­ბი­ე­ლი, 36 წლის ალე­ხან­დრო სან­ტო-დო­მინ­გო და­ვი­ლაა. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­რე ლუ­დის კომ­პა­ნი­ის SABMiller-ის ნა­ხე­ვარს ფლობს. გარ­და ამი­სა, აქვს სა­კუ­თა­რი კუნ­ძუ­ლი კა­რი­ბის ზღვა­ში. მისი ქო­ნე­ბა 11.7 მლრდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

2. 45 წლის ხა­ვი­ერ ნე­ი­ლი საფ­რან­გე­თი­და­ნაა. მისი ქო­ნე­ბა 6.6 მლრდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ან­თა სი­ა­ში 179-ე ად­გილ­ზეა. მას ერთ-ერთ სექს-შოპ­ში წილი აქვს, რის გა­მოც ცოტა ხნით ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მაც მო­უ­წია. მას სუ­ტე­ნი­ო­რო­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს. ხა­ვი­ე­რი Iliad-ის აქ­ცი­ა­თა სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს ფლობს.

3. 30 წლის ამე­რი­კე­ლი სკოტ დუნ­კა­ნი პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ან­თა რე­ი­ტინ­გში 239-ე ად­გილ­ზეა. ქო­ნე­ბა 5.1 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. მას მა­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით Enterprise Products Partners-ის წილი ერგო.

4. 48 წლის ამე­რი­კე­ლი ტორ პე­ტერ­სო­ნი 2.3 მლრდ დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია. ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი დი­უ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო.

5. 30 წლის ბრა­ზი­ლი­ელ­მა ედუ­არ­დო სა­ვე­რინ­მა 2,2 მლრდ დო­ლა­რის შოვ­ნა შეძ­ლო. ის Facebook-ის 5%-იან წილს ფლობ­და, თუმ­ცა ახლა ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ყი­და. 2011 წელს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვა. ახლა სინ­გა­პურ­ში ცხოვ­რობს. ხში­რად სტუმ­რობს ღა­მის კლუბ Filter.

6. ნი­კო­ლას ბერგრი­უ­ე­ნის გაც­ნო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ის 51 წლი­საა. კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია Berggruen Holdings-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტია. ქო­ნე­ბა 2 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. მას ერთ ქა­ლაქ­ში და­სახ­ლე­ბულს ვერ ნა­ხავთ. გა­მუდ­მე­ბით მოგ­ზა­უ­რობს და უპი­რა­ტე­სო­ბას სას­ტუმ­რო­ებ­ში ცხოვ­რე­ბას ანი­ჭებს.

7. 46 წლის რი­ჩარდ ლი ჰონგ-კონ­გი­და­ნაა. აზი­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის შვი­ლია. მისი ქო­ნე­ბა 1.9 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. 1991 წელს მა­მას ფული ესეს­ხა და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო - აა­მუ­შა­ვა სა­ტე­ლი­ტუ­რი ქსე­ლი StarTV. 1996 წელს ბიზ­ნე­სი 950 მლნ დო­ლა­რად გა­ყი­და და ჩა­დე­ბულ თან­ხა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მეტი მო­გე­ბა ნახა.

8. 41 წლის ტედი საგი ის­რა­ე­ლი­და­ნაა. ფული Playtech-ით იშო­ვა. ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სა­ი­ტე­ბის­თვის პროგ­რა­მებს წერს. მის ან­გა­რიშ­ზე 1.8 მლრდ დო­ლა­რი ინა­ხე­ბა. ის­რა­ელ­ში მას ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი აქვს, თუმ­ცა ამ სახ­ლის­თვის დი­ა­სახ­ლი­სი ვერა და ვერ უპო­ვია.

9. რე­ი­ტინ­გში მოხ­ვდა 36 წლის ია­პო­ნე­ლი იო­ში­კა­ზუ ტა­ნა­კა, რო­მელ­მაც კომ­პა­ნია Gree და­არ­სა. ის 1.8 მლრდ დო­ლარს ფლობს.

10. გერ­მა­ნე­ლი ალ­ბერტ ფონ ტურნ უნდ ტაქ­სის ქო­ნე­ბა 1.5 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. ის ერო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მი­წათ­მფლო­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, მისი გვა­რი თა­ვა­დუ­რია. მი­ლი­არ­დე­ლი მარ­ტო­ხე­ლა 29 წლი­საა და გა­ტა­ცე­ბუ­ლია სარ­ბო­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით.

11. ჯეკ დორ­სი 36 წლი­საა. მან რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია, მათ შო­რის Twitter და Square და­ა­არ­სა. მისი ქო­ნე­ბა 1.1 მლრდ დო­ლა­რია.

12. რე­ი­ტინგს 46 წლის სტლი­ოს ხაჯი-იო­ა­ნუ ას­რუ­ლებს. ის ბრი­ტა­ნუ­ლი ავი­ა­გა­დამ­ტა­ნი კომ­პა­ნია EasyJet-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ქო­ნე­ბა 1.05 მლრდ დო­ლარს შე­ად­გენს. მას რა­ინ­დის წო­დე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

პლანეტის ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმროები

პლანეტის ყველაზე მდიდარი და სასურველი საქმროები

ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი და მარტოხელა მამაკაცების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყველაზე სასურველი საქმროები ჟურნალმა დედამიწის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის შეარჩია. ორი მათგანის ცხოვრება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ინტერნეტში მათი ფოტოებიც კი არ მოიპოვება.

1. სიის ლიდერი წარმოშობით კოლუმბიელი, 36 წლის ალეხანდრო სანტო-დომინგო დავილაა. დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტი და მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდის კომპანიის SABMiller-ის ნახევარს ფლობს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი კუნძული კარიბის ზღვაში. მისი ქონება 11.7 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

2. 45 წლის ხავიერ ნეილი საფრანგეთიდანაა. მისი ქონება 6.6 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 179-ე ადგილზეა. მას ერთ-ერთ სექს-შოპში წილი აქვს, რის გამოც ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდომაც მოუწია. მას სუტენიორობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა საბოლოოდ ბრალდება მოუხსნეს. ხავიერი Iliad-ის აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს.

3. 30 წლის ამერიკელი სკოტ დუნკანი პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგში 239-ე ადგილზეა. ქონება 5.1 მლრდ დოლარს შეადგენს. მას მამისგან მემკვიდრეობით Enterprise Products Partners-ის წილი ერგო.

4. 48 წლის ამერიკელი ტორ პეტერსონი 2.3 მლრდ დოლარის მფლობელია. ის შვეიცარიაში ცხოვრობს. უმაღლესი განათლება კი დიუკის უნივერსიტეტში მიიღო.

5. 30 წლის ბრაზილიელმა ედუარდო სავერინმა 2,2 მლრდ დოლარის შოვნა შეძლო. ის Facebook-ის 5%-იან წილს ფლობდა, თუმცა ახლა ნახევარი უკვე გაყიდა. 2011 წელს ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ახლა სინგაპურში ცხოვრობს. ხშირად სტუმრობს ღამის კლუბ Filter.

6. ნიკოლას ბერგრიუენის გაცნობა საკმაოდ რთულია. ის 51 წლისაა. კერძო საინვესტიციო კომპანია Berggruen Holdings-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ქონება 2 მლრდ დოლარს შეადგენს. მას ერთ ქალაქში დასახლებულს ვერ ნახავთ. გამუდმებით მოგზაურობს და უპირატესობას სასტუმროებში ცხოვრებას ანიჭებს.

7. 46 წლის რიჩარდ ლი ჰონგ-კონგიდანაა. აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილია. მისი ქონება 1.9 მლრდ დოლარს შეადგენს. 1991 წელს მამას ფული ესესხა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო - აამუშავა სატელიტური ქსელი StarTV. 1996 წელს ბიზნესი 950 მლნ დოლარად გაყიდა და ჩადებულ თანხაზე რამდენჯერმე მეტი მოგება ნახა.

8. 41 წლის ტედი საგი ისრაელიდანაა. ფული Playtech-ით იშოვა. ეს არის კომპანია, რომელიც აზარტული თამაშების საიტებისთვის პროგრამებს წერს. მის ანგარიშზე 1.8 მლრდ დოლარი ინახება. ისრაელში მას ყველაზე ძვირადღირებული სახლი აქვს, თუმცა ამ სახლისთვის დიასახლისი ვერა და ვერ უპოვია.

9. რეიტინგში მოხვდა 36 წლის იაპონელი იოშიკაზუ ტანაკა, რომელმაც კომპანია Gree დაარსა. ის 1.8 მლრდ დოლარს ფლობს.

10. გერმანელი ალბერტ ფონ ტურნ უნდ ტაქსის ქონება 1.5 მლრდ დოლარს შეადგენს. ის ეროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელია. გარდა ამისა, მისი გვარი თავადურია. მილიარდელი მარტოხელა 29 წლისაა და გატაცებულია სარბოლო ავტომობილებით.

11. ჯეკ დორსი 36 წლისაა. მან რამდენიმე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის Twitter და Square დააარსა. მისი ქონება 1.1 მლრდ დოლარია.

12. რეიტინგს 46 წლის სტლიოს ხაჯი-იოანუ ასრულებს. ის ბრიტანული ავიაგადამტანი კომპანია EasyJet-ის დამფუძნებელია. ქონება 1.05 მლრდ დოლარს შეადგენს. მას რაინდის წოდება აქვს მინიჭებული.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს