მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ბარამიძე - "ვენეციის კომისიის პროექტი მთლიანობაში დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის ძირითად პრინციპებს"
ალექსანდრე ბარამიძე - "ვენეციის კომისიის პროექტი მთლიანობაში დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის ძირითად პრინციპებს"

დას­კვნის ავ­ტო­რე­ბი შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ახა­ლი წევ­რე­ბის არ­ჩე­ვას მათ ად­გილ­ზე, ვინც არა მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის, არა­მედ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის მეშ­ვე­ო­ბით აირ­ჩი­ეს , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის პრო­ექ­ტი მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად ასა­ხავს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს. ბა­რა­მი­ძე, რო­მე­ლიც ვე­ნე­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, იმე­დოვ­ნებს, რომ დას­კვნის პრო­ექ­ტი არ­სე­ბუ­ლი სა­ხით დამ­ტკიც­დე­ბა.

"დას­კვნა­ში და­დე­ბი­თად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა, რომ პრე­ზი­დენტს, რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, არ ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, და­ნიშ­ნოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში; ასე­ვე და­დე­ბი­თად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტმა არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან კი არ აირ­ჩი­ოს, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან; რომ მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი აირ­ჩი­ონ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით და მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის მიერ და არა კონ­ფე­რენ­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის მიერ, რო­გორც ამას მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში ასე­ვე მხარ­და­ჭე­რი­ლია სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზებ­ში ტე­ლე­კა­მე­რე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, თუმ­ცა დას­კვნის ავ­ტო­რებს გარ­კვე­უ­ლი, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ნიშ­ვნე­ბი აქვთ რამ­დე­ნი­მე წე­სის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დას­კვნის ავ­ტო­რე­ბი შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ახა­ლი წევ­რე­ბის არ­ჩე­ვას მათ ად­გილ­ზე, ვინც არა მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის, არა­მედ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის მეშ­ვე­ო­ბით აირ­ჩი­ეს.

"ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეფექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რა­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე მო­ე­ლის", - აღ­ნიშ­ნა ბა­რა­მი­ძემ.

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში დღეს "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე იმ­სე­ლეს. ვე­ნე­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე, დე­პუ­ტა­ტე­ბი თინა ხი­და­შე­ლი და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ალექსანდრე ბარამიძე - "ვენეციის კომისიის პროექტი მთლიანობაში დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის ძირითად პრინციპებს"

ალექსანდრე ბარამიძე - "ვენეციის კომისიის პროექტი მთლიანობაში დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის ძირითად პრინციპებს"

დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევას მათ ადგილზე, ვინც არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მეშვეობით აირჩიეს , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი მთლიანობაში ძალიან დადებითად ასახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ძირითად პრინციპებს. ბარამიძე, რომელიც ვენეციაში იმყოფება, იმედოვნებს, რომ დასკვნის პროექტი არსებული სახით დამტკიცდება.

"დასკვნაში დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ჰქონდეს უფლება, დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; ასევე დადებითად არის შეფასებული წინადადება, რომ პარლამენტმა არამოსამართლე წევრები თავისი შემადგენლობიდან კი არ აირჩიოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან; რომ მოსამართლე წევრები აირჩიონ ფარული კენჭისყრით და მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მთლიანობაში ასევე მხარდაჭერილია სასამართლო დარბაზებში ტელეკამერების შეტანის შესაძლებლობაც, თუმცა დასკვნის ავტორებს გარკვეული, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვთ რამდენიმე წესის მიმართ", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევას მათ ადგილზე, ვინც არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მეშვეობით აირჩიეს.

"ეს ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის, რასაც ქართული საზოგადოება ასე მოელის", - აღნიშნა ბარამიძემ.

ვენეციის კომისიაში დღეს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე იმსელეს. ვენეციაში საქართველოდან იმყოფებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, დეპუტატები თინა ხიდაშელი და აკაკი მინაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა