2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული 24 ოჯახი, რომელიც თელავში, ახმეტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, ისევ ფართის საკუთრებაში გადაცემას ელოდება. როგორც დევნილები აცხადებენ, წინა ხელისუფლებისგან მიღებული დაპირება საცხოვრებლის დაკანონებაზე, ხელისუფლების ცვლილების გამო გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
"წინა ხელისუფლების დროს გვპირდებოდნენ, რომ საცხოვრებელი ფართი უნდა გადმოსულიყო ჩვენს საკუთრებაში, ხელისუფლება შეიცვალა და ფართის გადმოცემის პროცესიც შეჩერდა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან მოსულები, ხელშეკრულების ფორმები დაგვიტოვეს და დაგვპირდნენ ორ თვეში საცხოვრებელი სახლების გადმოცემას. იმის შემდეგ სამი თვე გავიდა", - ამბობს დევნილი მაია მეტრეველი.
სრული ვერსია