საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიო ყიფშიძის "სლიმ" სამოსი და საყვარელი აქსესუარები
გიო ყიფშიძის "სლიმ" სამოსი და საყვარელი აქსესუარები

გიო ყიფ­ში­ძე ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად იც­ვამს და სიმ­პა­თი­უ­რა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მას კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი უფრო მოს­წონს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი აქ­სე­სუ­ა­რით ალა­მა­ზებს. გიო ამ­ჯე­რად სა­კუ­თარ იმიჯ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­ში რაც მომ­წონს, ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რი ღირს. მე რომ სა­კუ­თარ თავს ასე­თი ტან­საც­მლის ყიდ­ვის უფ­ლე­ბა მივ­ცე, ჩემს შვი­ლებს რა­ღა­ცე­ბი უნდა მო­ვაკ­ლო, ეს კი ნამ­დვი­ლად არ მინ­და. ჩემ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე ოჯა­ხია, მერე - ჩაც­მა-და­ხურ­ვა. უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი რომ მქონ­დეს, ალ­ბათ სხვა­ნა­ი­რად ჩა­ვიც­ვამ­დი. ბრენ­დებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ. მთა­ვა­რია, სა­მო­სი მიხ­დე­ბო­დეს და მო­ვირ­გო. ქსო­ვი­ლის "სლიმ" შარ­ვლე­ბი "მე­ვა­სე­ბა", პი­ჯაკს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა, ოღონდ - კოს­ტი­უ­მიც აუ­ცი­ლებ­ლად ვიწ­რო და ტან­ზე მომ­დგა­რი უნდა იყოს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­გა­რია, თუ ერთ ღილ­ზე იკვრე­ბა. პე­რან­გე­ბიც ასე­თი მომ­წონს. ქუ­დე­ბი მიყ­ვარს და ბევ­რნა­ი­რიც მაქვს. ზო­გა­დად, კლა­სი­კუ­რად ჩაც­მა მიყ­ვარს, ოღონდ - ყვე­ლა­ფე­რი ტან­ზე კარ­გად მომ­დგა­რი უნდა მქონ­დეს. ფარ­თხუ­ნა შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ შარ­ვა­ლი ჩა­ვიც­ვა, ისიც - იშ­ვი­ა­თად...

- რო­გო­რი ფეხ­საც­მე­ლი მოგ­წონთ?

- მთა­ვა­რია, შავი იყოს. როცა პი­ჯა­კი მაც­ვია, ფეხ­საც­მე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად, ოდ­ნავ წვე­ტი­ა­ნი უნდა იყოს. ე.წ. "გა­მა­და­ვე­ბი" - ანუ "ბა­ტინ­კე­ბიც" "მე­ვა­სე­ბა". ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი შე­იძ­ლე­ბა შა­ვიც იყოს და ყვი­თე­ლიც - კლა­სი­კუ­რი, ამე­რი­კუ­ლი.

- გას­ტროლ­ზე ყოფ­ნი­სას სა­შო­პინ­გოდ თუ იც­ლით ხოლ­მე?

- შარ­შან გას­ტროლ­ზე ნიუ-იორკში წა­ვე­დით. იქ ყოფ­ნი­სას მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი ფული მჭირ­დე­ბო­და იმ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ძე­ნად, რაც მო­მე­წო­ნა. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, რა თქმა უნდა, წა­ღე­ბუ­ლი მქონ­და და ბევ­რი კარ­გი რამ ვი­ყი­დე. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე სათ­ვა­ლე, ფეხ­საც­მე­ლი, კედი, მა­ი­სუ­რი, მაგ­რამ მე­ტის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი მქონ­და. სა­ერ­თოდ, შო­პინ­გი ისე­თი რამ არის, რაც უფრო ბევ­რს "ჭამ", მით უფრო მსუ­ნა­გი ხდე­ბი.

- ვიცი, რომ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მოგ­წონთ...

- კარგ აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე ვგიჟ­დე­ბი. ბევ­რი ყელ­სა­ბა­მი და სა­მა­ჯუ­რი მაქვს. სამ­კა­უ­ლებს ანიც მი­კე­თებს. რაც უნდა გეც­ვას, თუ მა­გა­რი აქ­სე­სუ­ა­რი გი­კე­თია - ქა­მა­რი იქ­ნე­ბა, სათ­ვა­ლე თუ სხვა რამ, უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი.

- თქვენს გარ­დე­რობ­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რა არის?

- ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თხელ ვი­ყი­დე ათას­დო­ლა­რი­ა­ნი პი­ჯა­კი და ზუს­ტად ვიცი, რომ ასეთ სი­სუ­ლე­ლეს აღა­რას­დროს ჩა­ვი­დენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი კოს­ტი­უ­მი იყო, მა­ინც ვფიქ­რობ, რომ სუ­ლე­ლი­ვით მო­ვი­ქე­ცი.

- რო­გო­რი პი­ჯა­კი იყო?

- ხა­ვერ­დის შავი პი­ჯა­კი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ერთი ღი­ლით იკვრე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, შე­ძე­ნი­დან ცოტა ხან­ში­ვე გა­ფუჭ­და - რა­ღა­ცას გა­მო­ვე­დე, ჯი­ბეს­თან გა­მე­ხა და მორ­ჩა. ახ­ლაც ვბრაზ­დე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე და ვამ­ბობ: ეს რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე-მეთ­ქი?! მახ­სოვს, პე­კინ­ზე, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე. რომ და­ვი­ნა­ხე, გავ­გიჟ­დი და გა­და­ვი­რიე, ისე მო­მე­წო­ნა, ჰოდა, ჩემს თავს ვუ­თხა­რი: არ­ტისტს ერთი მა­გა­რი პი­ჯა­კი ხომ უნდა ჰქონ­დეს-მეთ­ქი? მერე კი და­ვე­ტა­კე და ვი­ყი­დე... სხვა­თა შო­რის, ტა­ტუ­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლიც ვარ. მკლავ­ზე ჯვა­რი მაქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი და კი­დევ მინ­და, მარ­ცხე­ნა ხელ­ზე 38 ასო და­ვი­ხა­ტო.

- და­ბო­ლოს, თუ ვარ­ჯი­შობთ ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად?

- რაღა და­გი­მა­ლო და, როცა ვვარ­ჯი­შობ­დი, მშვე­ნი­ე­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, მას მერე კი, რაც მი­ვა­ტო­ვე, ცოტა არ იყოს, "ჩა­ვი­ჩუ­ტე". როცა სახ­ლში რე­მონტს და­ვას­რუ­ლებთ, ისევ გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი და ვარ­ჯიშს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­წყებ...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გიო ყიფშიძის "სლიმ" სამოსი და საყვარელი აქსესუარები

გიო ყიფშიძის "სლიმ" სამოსი და საყვარელი აქსესუარები

გიო ყიფშიძე ყოველთვის გემოვნებიანად იცვამს და სიმპათიურადაც გამოიყურება. მას კლასიკური სამოსი უფრო მოსწონს, რომელსაც სხვადასხვაგვარი აქსესუარით ალამაზებს. გიო ამჯერად საკუთარ იმიჯზე გვესაუბრება.

- თბილისის მაღაზიებში რაც მომწონს, ყველაფერი ძვირი ღირს. მე რომ საკუთარ თავს ასეთი ტანსაცმლის ყიდვის უფლება მივცე, ჩემს შვილებს რაღაცები უნდა მოვაკლო, ეს კი ნამდვილად არ მინდა. ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახია, მერე - ჩაცმა-დახურვა. უფრო მეტი შემოსავალი რომ მქონდეს, ალბათ სხვანაირად ჩავიცვამდი. ბრენდებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, სამოსი მიხდებოდეს და მოვირგო. ქსოვილის "სლიმ" შარვლები "მევასება", პიჯაკს ძალიან უხდება, ოღონდ - კოსტიუმიც აუცილებლად ვიწრო და ტანზე მომდგარი უნდა იყოს. განსაკუთრებით მაგარია, თუ ერთ ღილზე იკვრება. პერანგებიც ასეთი მომწონს. ქუდები მიყვარს და ბევრნაირიც მაქვს. ზოგადად, კლასიკურად ჩაცმა მიყვარს, ოღონდ - ყველაფერი ტანზე კარგად მომდგარი უნდა მქონდეს. ფართხუნა შეიძლება, მხოლოდ შარვალი ჩავიცვა, ისიც - იშვიათად...

- როგორი ფეხსაცმელი მოგწონთ?

- მთავარია, შავი იყოს. როცა პიჯაკი მაცვია, ფეხსაცმელი აუცილებლად, ოდნავ წვეტიანი უნდა იყოს. ე.წ. "გამადავები" - ანუ "ბატინკებიც" "მევასება". ასეთი ფეხსაცმელი შეიძლება შავიც იყოს და ყვითელიც - კლასიკური, ამერიკული.

- გასტროლზე ყოფნისას საშოპინგოდ თუ იცლით ხოლმე?

- შარშან გასტროლზე ნიუ-იორკში წავედით. იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ფული მჭირდებოდა იმ ყველაფრის შესაძენად, რაც მომეწონა. გარკვეული თანხა, რა თქმა უნდა, წაღებული მქონდა და ბევრი კარგი რამ ვიყიდე. მაგალითად, რამდენიმე სათვალე, ფეხსაცმელი, კედი, მაისური, მაგრამ მეტის შეძენის სურვილი მქონდა. საერთოდ, შოპინგი ისეთი რამ არის, რაც უფრო ბევრს "ჭამ", მით უფრო მსუნაგი ხდები.

- ვიცი, რომ აქსესუარები მოგწონთ...

- კარგ აქსესუარებზე ვგიჟდები. ბევრი ყელსაბამი და სამაჯური მაქვს. სამკაულებს ანიც მიკეთებს. რაც უნდა გეცვას, თუ მაგარი აქსესუარი გიკეთია - ქამარი იქნება, სათვალე თუ სხვა რამ, უფრო ეფექტურად გამოიყურები.

- თქვენს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული რა არის?

- ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყიდე ათასდოლარიანი პიჯაკი და ზუსტად ვიცი, რომ ასეთ სისულელეს აღარასდროს ჩავიდენ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან მაგარი კოსტიუმი იყო, მაინც ვფიქრობ, რომ სულელივით მოვიქეცი.

- როგორი პიჯაკი იყო?

- ხავერდის შავი პიჯაკი გახლდათ, რომელიც ერთი ღილით იკვრებოდა. სხვათა შორის, შეძენიდან ცოტა ხანშივე გაფუჭდა - რაღაცას გამოვედე, ჯიბესთან გამეხა და მორჩა. ახლაც ვბრაზდები საკუთარ თავზე და ვამბობ: ეს როგორ მოვახერხე-მეთქი?! მახსოვს, პეკინზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე. რომ დავინახე, გავგიჟდი და გადავირიე, ისე მომეწონა, ჰოდა, ჩემს თავს ვუთხარი: არტისტს ერთი მაგარი პიჯაკი ხომ უნდა ჰქონდეს-მეთქი? მერე კი დავეტაკე და ვიყიდე... სხვათა შორის, ტატუების მოყვარულიც ვარ. მკლავზე ჯვარი მაქვს ამოსვირინგებული და კიდევ მინდა, მარცხენა ხელზე 38 ასო დავიხატო.

- დაბოლოს, თუ ვარჯიშობთ ფორმის შესანარჩუნებლად?

- რაღა დაგიმალო და, როცა ვვარჯიშობდი, მშვენიერად გამოვიყურებოდი, მას მერე კი, რაც მივატოვე, ცოტა არ იყოს, "ჩავიჩუტე". როცა სახლში რემონტს დავასრულებთ, ისევ გავაქტიურდები და ვარჯიშს აუცილებლად დავიწყებ...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება