მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტები, რომლებიც არც მოგკლავთ და არც მოგარჩენთ"
"მედიკამენტები, რომლებიც არც მოგკლავთ და არც მოგარჩენთ"

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯან­მრთე­ლი სამ­ყა­როს"თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ფუტ­კა­რა­ძე ამ­ბობს, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ბევ­რია ისე­თი წა­მა­ლი, რო­მე­ლიც არ მოგ­კლავს, მაგ­რამ ვერც მო­გარ­ჩენს:

- ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თით­ქმის აღარ მოწ­მდე­ბო­და, ამი­ტომ გა­სა­გე­ბია მო­სახ­ლე­ო­ბის გუ­ლის­წყრო­მა იმის გამო, რომ ჩვენ­თან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ძალ­ზე ძვი­რი და, ამას­თა­ნა­ვე, და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნია. შე­იძ­ლე­ბა წა­მალ­ში გა­და­ი­ხა­დოთ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თან­ხა, მაგ­რამ მის მი­ღე­ბას შე­დე­გი არ მოჰ­ყვეს. ხში­რად ამას ექიმს აბ­რა­ლე­ბენ, მაგ­რამ მარ­ტო ექი­მი არა­ფერ შუ­ა­შია. საქ­მე ის არის, რომ წამ­ლის შექ­მნა დიდ ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ორი­გი­ნა­ლი წამ­ლის შე­საქ­მნე­ლად და და­სა­ნერ­გა­ვად 10-15 წე­ლია სა­ჭი­რო, მაგ­რამ არ­სე­ბობს წამ­ლის მე­ო­რე სა­ხე­ო­ბაც - ე.წ. გე­ნე­რი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­სი­თა და რი­გით, ორი­გი­ნა­ლი წამ­ლის ასლი უნდა იყოს. მისი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბაც ორი­გი­ნალს უნდა ემ­თხვე­ო­დეს. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ მათ და­სა­ხე­ლე­ბა­შია, იმი­ტომ, რომ გე­ნე­რიკს, წე­სით, ორი­გი­ნა­ლის სა­ხე­ლი არ უნდა ერ­ქვას. მა­გა­ლი­თად, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი წა­მა­ლია ბა­ი­ე­რის ას­პი­რი­ნი, რო­მელ­საც გერ­მა­ნია აწარ­მო­ებს, მაგ­რამ მისი გე­ნე­რი­კი არის სა­ლი­ცი­ლის მჟა­ვა, რო­მე­ლიც უნ­გრეთ­ში იწარ­მო­ე­ბა. ანუ, არის ორი­გი­ნა­ლი წა­მა­ლი და გე­ნე­რი­კი, რო­მე­ლიც მისი ასლი უნდა იყოს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­მარ­თა­ვენ ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას, რის გა­მოც ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი გე­ნე­რი­კებ­ში ისე აქ­ტი­უ­რი არ არის, რო­გორც ორი­გი­ნალ­ში, ამი­ტომ ის ორი­გი­ნა­ლი­ვით ეფექ­ტი­ა­ნი ვერც იქ­ნე­ბა და არც არის.

- ესე იგი, ე.წ. გე­ნე­რი­კიც შე­იძ­ლე­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. გარ­და ამი­სა, გე­ნე­რი­კებ­ში ხში­რად და­მა­ტე­ბუ­ლია ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც წა­მალს გე­მო­სა და ფერს აძ­ლევს. ამა­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან როცა წა­მალ­ში სხვა ნივ­თი­ე­რე­ბაა შე­რე­უ­ლი, შე­და­რე­ბით გვი­ან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში, ორ­გა­ნიზ­მიც უფრო გვი­ან შე­ი­წოვს და ეფექ­ტიც მცი­რეა. გე­ნე­რი­კე­ბის ფასი კი არის ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბა არ არის ისე­თი, რო­გო­რიც უნდა იყოს. არა­და, ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ამ მხრივ ლი­დე­რო­ბას არა­ვის უთ­მობს. აშშ-ის სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში ორი­გი­ნა­ლი წამ­ლე­ბის წილი 90 პრო­ცენ­ტია, ხოლო გე­ნე­რი­კე­ბი­სა - 10 პრო­ცენ­ტი. ჩვენს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში კი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის 95 პრო­ცენ­ტი გე­ნე­რი­კია და მხო­ლოდ 5 პრო­ცენ­ტია ორი­გი­ნა­ლი. იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია არ შე­მო­ვი­დეს, კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ბოლო წლებ­ში გე­ნე­რი­კე­ბი შე­მო­დის ჩი­ნე­თი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან... გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­დან. ამას­თა­ნა­ვე, შე­მო­დის მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც, თუმ­ცა იქაც მზად­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის. ხში­რად ეს წამ­ლე­ბი და­ფა­სო­ე­ბუ­ლია ფი­ლი­ა­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ცნო­ბილ ფირ­მებს სხვა ქვეყ­ნებ­ში აქვთ გახ­სნი­ლი. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია: ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წა­ვი­დეს, ვთქვათ, უკ­რა­ი­ნა­ში, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში ან აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ჩან­თე­ბით შე­მო­ი­ტა­ნოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ისე, რომ პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა.

- წამ­ლის შე­მო­ტა­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია?

- დიახ ასეა, იმი­ტომ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბა­ზა­რი სა­თა­ნა­დოდ არ კონ­ტროლ­დე­ბა. დიდი პრობ­ლე­მაა ის, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ძვი­რია, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათი ხა­რის­ხიც. არა­ვინ იცის, რო­გო­რი წამ­ლე­ბი შე­მო­დის, რო­გო­რია მათი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, რო­გორ მოქ­მე­დებს პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ა.შ... წამ­ლის სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­საც ეს ევა­ლე­ბო­და, გა­ა­უქ­მეს და სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შე­უ­ერ­თეს. ამი­ტომ მე­დი­კა­მენ­ტებს ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, ბოლო წლებ­ში უკვე არა­ვინ ამოწ­მებს. კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნი­სას იმ­პორ­ტი­ო­რი აღარ გა­დის რე­გის­ტრა­ცი­ას და მხო­ლოდ სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. ამას­თა­ნა­ვე, თუკი აქამ­დე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა პირ­და­პირ მწარ­მო­ებ­ლი­სა­გან ხდე­ბო­და, ახლა უკვე წამ­ლის უშუ­ა­ლოდ ბა­ზარ­ზე შე­ძე­ნა და შე­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. ამას მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­და­რე­ბით გა­ი­ა­ფე­ბა კი მოჰ­ყვა, მაგ­რამ უხა­რის­ხო და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბი შე­მო­დის. ერთი სი­ტყვით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კონ­ტრო­ლი ჩვენ­თან დიდი პრობ­ლე­მაა. კარ­გია, თუ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვლე­ბა. ამის იმედს იძ­ლე­ვა ის, რომ იან­ვარ­ში მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც წამ­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­თი კონ­ტრო­ლი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვაც რომ გა­მოვ­ლინ­დეს, ეს გაფრ­თხი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის, ვი­საც ისე­თი წამ­ლე­ბი შე­მო­აქვს, რომ­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც და ხა­რის­ხიც სა­ეჭ­ვოა.

- რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვთქვათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბულ წამ­ლებ­ზეც, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, რომ ეს არის უცხო­უ­რი წამ­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გე­ბი.

- რო­გორც გი­თხა­რით, ახა­ლი წამ­ლის შექ­მნა ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია და დი­დძა­ლი ფული სჭირ­დე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კი შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ უცხო­ე­თი­დან შე­მო­დის მა­სა­ლა, რო­მელ­საც აქ აფა­სო­ე­ბენ. ეს უცხო­უ­რი წა­მა­ლია, მაგ­რამ თა­ვის ანა­ლოგ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი. რო­გორც გი­თხა­რით, ჩვენ­თან ორი­გი­ნა­ლი წამ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ზე­რუ­ლია, ქარ­თუ­ლი წამ­ლე­ბი კი ძი­რი­თა­დად გე­ნე­რი­კე­ბია, რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ მზად­დე­ბა.

- ალ­ბათ, ძნე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი წამ­ლის შე­ძე­ნა ჯო­ბია და რომ­ლის - არა.

- დიახ, ძნე­ლია აქ რა­ი­მე რჩე­ვის მი­ცე­მა, რად­გან წა­მა­ლი არ არის სურ­სა­თი, რომ მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბით გა­არ­ჩიო. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, არის ის, რომ ორი­გი­ნა­ლი წა­მა­ლი შე­ვი­ძი­ნოთ და გა­მოშ­ვე­ბის ვა­დას და­ვაკ­ვირ­დეთ, თუმ­ცა, შე­ფუთ­ვაც უკვე ყვე­ლამ ის­წავ­ლა და ამის მი­ხედ­ვით ვერც წამ­ლის ქი­მი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბას გან­სა­ზღვრავ და ვერც მის ხა­რისხს. ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს. შორი მან­ძი­ლი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა თუ სხვა უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რის გამო წა­მალს ხში­რად ეფექ­ტი ეკარ­გე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ის მომ­წამ­ვლე­ლი არ იყოს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, არც მოგ­კლავს და არც მო­გარ­ჩენს.

ცნო­ბი­სათ­ვის

2010 წლის ზა­ფხულ­ში "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ"ჩა­ა­ტა­რა ქარ­თუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, ანუ "გე­ნე­რი­კე­ბის"ფასი მათი ორი­გი­ნა­ლე­ბის იდენ­ტუ­რი იყო, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში - უფრო ძვი­რიც კი. ესე იგი, ასლი, ანუ გე­ნე­რი­კი, ორი­გი­ნალ­ზე ძვი­რი ღირ­და. ბევ­რი წა­მა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იწარ­მო­ე­ბო­და, რად­გან მათი უმე­ტე­სო­ბა, რო­გორც მზა პრო­დუქ­ტი, ინ­დო­ე­თი­დან და ჩი­ნე­თი­დან შე­მოჰ­ქონ­დათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მათ უბ­რა­ლოდ აფა­სო­ებ­დნენ. და­უ­ფა­სო­ე­ბე­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტის მხრივ "ავერსს"ყვე­ლა­ზე დიდი წილი ეკა­ვა, თუმ­ცა ამ ბიზ­ნეს­ში სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის კი ინ­დო­ე­თი ლი­დე­რობ­და, მას მოჰ­ყვე­ბო­და ჩი­ნე­თი, მე­სა­მე და მე­ო­თხე ად­გი­ლე­ბი კი გერ­მა­ნია და იტა­ლი­ამ გა­ი­ნა­წი­ლეს, თუმ­ცა მათი წილი ამ ბიზ­ნეს­ში შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო - კერ­ძოდ, 4,7% და 4,1%.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მედიკამენტები, რომლებიც არც მოგკლავთ და არც მოგარჩენთ"

"მედიკამენტები, რომლებიც არც მოგკლავთ და არც მოგარჩენთ"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს"თავმჯდომარე ზურაბ ფუტკარაძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე ბევრია ისეთი წამალი, რომელიც არ მოგკლავს, მაგრამ ვერც მოგარჩენს:

- ბოლო წლებში საქართველოში მედიკამენტები თითქმის აღარ მოწმდებოდა, ამიტომ გასაგებია მოსახლეობის გულისწყრომა იმის გამო, რომ ჩვენთან მედიკამენტები ძალზე ძვირი და, ამასთანავე, დაბალხარისხიანია. შეიძლება წამალში გადაიხადოთ საკმაოდ მაღალი თანხა, მაგრამ მის მიღებას შედეგი არ მოჰყვეს. ხშირად ამას ექიმს აბრალებენ, მაგრამ მარტო ექიმი არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წამლის შექმნა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ორიგინალი წამლის შესაქმნელად და დასანერგავად 10-15 წელია საჭირო, მაგრამ არსებობს წამლის მეორე სახეობაც - ე.წ. გენერიკები, რომლებიც წესითა და რიგით, ორიგინალი წამლის ასლი უნდა იყოს. მისი ქიმიური შემადგენლობაც ორიგინალს უნდა ემთხვეოდეს. განსხვავება მხოლოდ მათ დასახელებაშია, იმიტომ, რომ გენერიკს, წესით, ორიგინალის სახელი არ უნდა ერქვას. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილი წამალია ბაიერის ასპირინი, რომელსაც გერმანია აწარმოებს, მაგრამ მისი გენერიკი არის სალიცილის მჟავა, რომელიც უნგრეთში იწარმოება. ანუ, არის ორიგინალი წამალი და გენერიკი, რომელიც მისი ასლი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში მიმართავენ ფალსიფიკაციას, რის გამოც ქიმიური ელემენტები გენერიკებში ისე აქტიური არ არის, როგორც ორიგინალში, ამიტომ ის ორიგინალივით ეფექტიანი ვერც იქნება და არც არის.

- ესე იგი, ე.წ. გენერიკიც შეიძლება ფალსიფიცირებული იყოს?

- სამწუხაროდ, ასეა. გარდა ამისა, გენერიკებში ხშირად დამატებულია ნივთიერება, რომელიც წამალს გემოსა და ფერს აძლევს. ამასაც მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა წამალში სხვა ნივთიერებაა შერეული, შედარებით გვიან შედის რეაქციაში, ორგანიზმიც უფრო გვიან შეიწოვს და ეფექტიც მცირეა. გენერიკების ფასი კი არის ნაკლები, მაგრამ მოქმედება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არადა, ქართული ბაზარი ამ მხრივ ლიდერობას არავის უთმობს. აშშ-ის სააფთიაქო ქსელში ორიგინალი წამლების წილი 90 პროცენტია, ხოლო გენერიკებისა - 10 პროცენტი. ჩვენს სააფთიაქო ქსელში კი მედიკამენტების 95 პროცენტი გენერიკია და მხოლოდ 5 პროცენტია ორიგინალი. იმისათვის, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირებული პროდუქცია არ შემოვიდეს, კონტროლი აუცილებელია. ბოლო წლებში გენერიკები შემოდის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან... განვითარებადი ქვეყნებიდან. ამასთანავე, შემოდის მოწინავე ქვეყნებიდანაც, თუმცა იქაც მზადდება მედიკამენტები განვითარებადი ქვეყნებისათვის. ხშირად ეს წამლები დაფასოებულია ფილიალებში, რომლებიც ცნობილ ფირმებს სხვა ქვეყნებში აქვთ გახსნილი. მედიკამენტების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში ძალიან გამარტივებულია: ადამიანს შეუძლია წავიდეს, ვთქვათ, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში ან აზერბაიჯანში და ჩანთებით შემოიტანოს მედიკამენტები ისე, რომ პრობლემა არ შეექმნება.

- წამლის შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია?

- დიახ ასეა, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზარი სათანადოდ არ კონტროლდება. დიდი პრობლემაა ის, რომ მედიკამენტები ძვირია, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა მათი ხარისხიც. არავინ იცის, როგორი წამლები შემოდის, როგორია მათი შენახვის პირობები, როგორ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და ა.შ... წამლის სააგენტო, რომელსაც ეს ევალებოდა, გააუქმეს და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს შეუერთეს. ამიტომ მედიკამენტებს ისე, როგორც საჭიროა, ბოლო წლებში უკვე არავინ ამოწმებს. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მაღალი სანდოობის მქონე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში რეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთანავე, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის უშუალოდ ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება. ამას მედიკამენტების შედარებით გაიაფება კი მოჰყვა, მაგრამ უხარისხო და ფალსიფიცირებული წამლები შემოდის. ერთი სიტყვით, მედიკამენტების კონტროლი ჩვენთან დიდი პრობლემაა. კარგია, თუ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ამის იმედს იძლევა ის, რომ იანვარში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც წამლების შერჩევითი კონტროლი უნდა განხორციელდეს. ფალსიფიკაციის რამდენიმე შემთხვევაც რომ გამოვლინდეს, ეს გაფრთხილება იქნება ყველასათვის, ვისაც ისეთი წამლები შემოაქვს, რომლის ეფექტიანობაც და ხარისხიც საეჭვოა.

- რამდენიმე სიტყვა ვთქვათ საქართველოში დამზადებულ წამლებზეც, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის უცხოური წამლების ქართული ანალოგები.

- როგორც გითხარით, ახალი წამლის შექმნა ძალიან რთული პროცესია და დიდძალი ფული სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტების შესახებ კი შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოეთიდან შემოდის მასალა, რომელსაც აქ აფასოებენ. ეს უცხოური წამალია, მაგრამ თავის ანალოგთან შედარებით ნაკლებად ეფექტიანი. როგორც გითხარით, ჩვენთან ორიგინალი წამლების რაოდენობა მიზერულია, ქართული წამლები კი ძირითადად გენერიკებია, რეალურად საქართველოში არანაირი მედიკამენტი არ მზადდება.

- ალბათ, ძნელია მოსახლეობას ვურჩიოთ, რომელი წამლის შეძენა ჯობია და რომლის - არა.

- დიახ, ძნელია აქ რაიმე რჩევის მიცემა, რადგან წამალი არ არის სურსათი, რომ მისი ვარგისიანობა ვიზუალური ნიშნებით გაარჩიო. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ ორიგინალი წამალი შევიძინოთ და გამოშვების ვადას დავაკვირდეთ, თუმცა, შეფუთვაც უკვე ყველამ ისწავლა და ამის მიხედვით ვერც წამლის ქიმიურ შემადგენლობას განსაზღვრავ და ვერც მის ხარისხს. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. შორი მანძილიდან ტრანსპორტირების, კლიმატური პირობებისა თუ სხვა უამრავი ფაქტორის გამო წამალს ხშირად ეფექტი ეკარგება. შეიძლება ის მომწამვლელი არ იყოს ადამიანისათვის, მაგრამ როგორც ამბობენ, არც მოგკლავს და არც მოგარჩენს.

ცნობისათვის

2010 წლის ზაფხულში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ"ჩაატარა ქართული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქართული წარმოების მედიკამენტების, ანუ "გენერიკების"ფასი მათი ორიგინალების იდენტური იყო, რამდენიმე შემთხვევაში - უფრო ძვირიც კი. ესე იგი, ასლი, ანუ გენერიკი, ორიგინალზე ძვირი ღირდა. ბევრი წამალი საქართველოში არ იწარმოებოდა, რადგან მათი უმეტესობა, როგორც მზა პროდუქტი, ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოჰქონდათ, საქართველოში კი მათ უბრალოდ აფასოებდნენ. დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის მხრივ "ავერსს"ყველაზე დიდი წილი ეკავა, თუმცა ამ ბიზნესში სხვა ადგილობრივი მწარმოებლებიც იყვნენ ჩართული. მედიკამენტების იმპორტიორ ქვეყნებს შორის კი ინდოეთი ლიდერობდა, მას მოჰყვებოდა ჩინეთი, მესამე და მეოთხე ადგილები კი გერმანია და იტალიამ გაინაწილეს, თუმცა მათი წილი ამ ბიზნესში შედარებით მოკრძალებული იყო - კერძოდ, 4,7% და 4,1%.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"