პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი მოშიმშილე ექიმების გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს
სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი მოშიმშილე ექიმების გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახა ჩიხ­რა­ძე მო­შიმ­ში­ლე ექი­მე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს.

რო­გორც ჩიხ­რა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მო­შიმ­ში­ლე ექი­მე­ბი­დან ორს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყდა, ერთი მათ­გა­ნი სა­დის­პეტ­ჩე­რო­ში შე­იჭ­რა, რა­მაც სა­დის­პეტ­ჩე­როს მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთი ექი­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას კი ვადა გა­უ­ვი­და და ცენ­ტრმა მას­თან მუ­შა­ო­ბა აღარ გა­აგ­რძე­ლა.

"მინ­და, რომ და­ვამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. თუ სა­სა­მარ­თლო ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ რომ აღ­დგე­ნილ­ნი იყ­ვნენ, რა თქმა უნდა, აღ­დგე­ბი­ან და თუ სა­სა­მარ­თლო ჩათ­ვლის, რომ არ არის სა­ჭი­რო მათი სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნა, არ აღ­დგე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­რა­ძემ.

თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ეზო­ში სას­წრა­ფოს ოთხი ექი­მი შიმ­ში­ლობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ერთ-ერ­თმა მო­შიმ­ში­ლე ექიმ­მა ციცი კა­ში­ამ გან­მარ­ტა, გუ­შინ თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა კახა ჩიხ­რა­ძემ ოთხი ექი­მი ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რა­საც ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ექი­მე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნას მათი მხრი­დან ჩიხ­რა­ძის კრი­ტი­კას უკავ­ში­რე­ბენ.

"ერთი თვის მან­ძილ­ზე ჩვენ სას­წრა­ფო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კახა ჩიხ­რა­ძეს ვე­და­ვე­ბო­დით, ვა­მახ­ვი­ლებ­დით ყუ­რა­დღე­ბას მის არას­წორ მე­ნე­ჯმენტზე და არას­წორ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე მი­ვუ­თი­თებ­დით. სწო­რედ ამის გამო გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა მან სამ­სა­ხუ­რი­დან", - აღ­ნიშ­ნა ციცი კა­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ცენ­ტრის დი­რექ­ტორს კად­რებ­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ექი­მებს აკონ­ტრო­ლე­ბენ. ამას­თან კა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კახა ჩიხ­რა­ძეს კერ­ძო ბიზ­ნე­სი გა­აჩ­ნია და იგი რე­ფე­რა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი­ცაა. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ჩიხ­რა­ძეს თბილ­სი­სი მე­რია და უშუ­ა­ლოდ მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვა მფარ­ვე­ლობს.

მო­შიმ­ში­ლე ექი­მე­ბი სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნას და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­თხო­ვას მო­ი­თხო­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი მოშიმშილე ექიმების გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი მოშიმშილე ექიმების გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი კახა ჩიხრაძე მოშიმშილე ექიმების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს.

როგორც ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოშიმშილე ექიმებიდან ორს ხელშეკრულება შეუწყდა, ერთი მათგანი სადისპეტჩეროში შეიჭრა, რამაც სადისპეტჩეროს მუშაობის შეფერხება გამოიწვია, ერთი ექიმის ხელშეკრულებას კი ვადა გაუვიდა და ცენტრმა მასთან მუშაობა აღარ გააგრძელა.

"მინდა, რომ დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს ჩვეულებრივად. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ რომ აღდგენილნი იყვნენ, რა თქმა უნდა, აღდგებიან და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არის საჭირო მათი სამსახურში აღდგენა, არ აღდგებიან", - განაცხადა ჩიხრაძემ.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეზოში სასწრაფოს ოთხი ექიმი შიმშილობს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მოშიმშილე ექიმმა ციცი კაშიამ განმარტა, გუშინ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა ჩიხრაძემ ოთხი ექიმი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ისინი აპროტესტებენ. ექიმები სამსახურიდან დათხოვნას მათი მხრიდან ჩიხრაძის კრიტიკას უკავშირებენ.

"ერთი თვის მანძილზე ჩვენ სასწრაფოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კახა ჩიხრაძეს ვედავებოდით, ვამახვილებდით ყურადღებას მის არასწორ მენეჯმენტზე და არასწორ ჰოსპიტალიზაციაზე მივუთითებდით. სწორედ ამის გამო გაგვათავისუფლა მან სამსახურიდან", - აღნიშნა ციცი კაშიამ.

მისივე თქმით, ცენტრის დირექტორს კადრებში ძალოვანი სტრუქტურებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ჰყავს დასაქმებულები, რომლებიც ექიმებს აკონტროლებენ. ამასთან კაშიას ინფორმაციით, კახა ჩიხრაძეს კერძო ბიზნესი გააჩნია და იგი რეფერალური დახმარების ცენტრის დირექტორიცაა. მისივე მტკიცებით, ჩიხრაძეს თბილსისი მერია და უშუალოდ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა მფარველობს.

მოშიმშილე ექიმები სამსახურში აღდგენას და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დათხოვას მოითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"