ჯეიმს ფრანკოს Playboy-ს დამფუძნებლის როლის შესრულება შესთავაზეს

ჯეიმს ფრანკოს Playboy-ს დამფუძნებლის როლის შესრულება შესთავაზეს

ჯეიმს ფრანკოს ფილმში "ლავლეისი" ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის როლის შესრულება შესთავაზეს.

ფილმი პორნო ვარსკვლავ ლინდა ლავლეისის (ნამდვილი სახელი და გვარია ლინდა სიუზნ ბორმანი) ბიოგრაფიას მოგვითხრობს.

ფილმის მთავარი თემა ლინდას და მისი მეუღლე ჩაკ ტრეინორის ურთიერთობაა. სწორედ ჩაკმა აიძულა ლავლეისი, მონაწილეობა მიეღო რამდენიმე პორნოფილმში.

ფილმში, ლინდა ლავლეისის როლს ამანდა სეიფრიდი შეასრულებს. თავდაპირველად, ჩაკის როლს ჯეიმს ფრანკოს სთავაზობდნენ, მაგრამ შემდეგ ამ როლზე პიტერ სერსგარდი დაამტკიცეს. ახლა ჯეიმს ფრანკოს ჰეფნერის როლის შესრულებას სთავაზობენ. სავარაუდოდ, ჯეიმსი ამ ეპიზოდური როლის შესასრულებლად გადასაღებ მოედანზე მხოლოდ ერთ დღეს გაატარებს.

ფილმ "ლავლეისში" ასევე მონაწილეობენ: შერონ სტოუნი, კრის ჰოტი, რობერტ პატრიკი, ჯუნო ტემპლი და ჰენკ აზარია.

ფილმი "ლავლეისი" კინოგაქირავებაში 2012 წელს გამოვა. 

მომზადებულია Variety-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება