პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არვიდას საბონისი საქართველოში პირველ სტუმრობას იხსენებს - "პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა"
არვიდას საბონისი საქართველოში პირველ სტუმრობას იხსენებს - "პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა"

ლიტ­ვის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა არ­ვი­დას სა­ბო­ნის­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ბავ­შვო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სტუმ­რო­ბა გა­იხ­სე­ნა.

"14-15 წლი­სა ვიქ­ნე­ბო­დი, როცა ლიტ­ვე­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში სა­თა­მა­შოდ ჩა­მო­ვე­დი. არ გვქონ­და კვე­ბის ტა­ლო­ნე­ბი, არა­და მატ­ჩის შემ­დეგ მთე­ლი გუნ­დი მო­ში­ვე­ბუ­ლი იყო. იოლი წარ­მო­სად­გე­ნია, ორ მეტრს აცი­ლე­ბუ­ლი ჭა­ბუ­კე­ბი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დით.

სხვა გზა არ იყო, გა­დავ­წყვი­ტეთ სამ გუნ­დად გავ­ყო­ფი­ლი­ყა­ვით და სა­შო­ვარ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ჩემი გუნ­დი უახ­ლო­ეს ბი­ნას მი­ად­გა, პირ­ვე­ლი­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვე­დით, პირ­ვე­ლი­ვე სარ­თულ­ზე, პირ­ვე­ლი­ვე ბი­ნის კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნეთ. ოჯა­ხის უფ­როს­მა შეგ­ვი­პა­ტი­ჟა, მის­მა მე­უღ­ლემ ჩვე­ნი ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, სას­წრა­ფოდ კვერ­ცხი შეგ­ვიწ­ვა, სუფ­რა გა­ა­წყო... გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის გარ­და არ­ყი­თაც გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ. პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ დავ­ლიე ჭაჭა... ძა­ლი­ან ცოტა.

დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ჩვენ­მა მას­პინ­ძლებ­მა საჭ­მე­ლე­ბით ცე­ლო­ფა­ნის პარ­კე­ბი გაგ­ვივ­სეს და ისე გა­მოგ­ვის­ტუმ­რეს. კულ­მი­ნა­ცია მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და - ჩვენს მსგავ­სად გუნ­დის ორი გა­ნა­ყო­ფიც სავ­სე პარ­კე­ბით მო­ვი­და", - აღ­ნიშ­ნა სა­ბო­ნის­მა.

4 მარტს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ლე­ვან ყი­ფი­ან­მა სა­მი­ნის­ტრო­ში არ­ვი­დას სა­ბო­ნის­სა და ლიტ­ვის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს პა­უ­ლი­უს მო­ტე­ი­უ­ნა­ისს უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბე­სიკ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი მე­რაბ რა­ტიშ­ვი­ლი და­ეს­წრნენ.

ყი­ფი­ან­მა და სა­ბო­ნის­მა ლიტ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს. სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ირ­კვა, რომ მზად­დე­ბა პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­მუ­შავ­დე­ბა ლიტ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის 5-წლი­ა­ნი გეგ­მა.

არვიდას საბონისი საქართველოში პირველ სტუმრობას იხსენებს - "პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა"

არვიდას საბონისი საქართველოში პირველ სტუმრობას იხსენებს - "პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა"

ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არვიდას საბონისმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბავშვობაში საქართველოში პირველი სტუმრობა გაიხსენა.

"14-15 წლისა ვიქნებოდი, როცა ლიტველებთან ერთად თბილისში სათამაშოდ ჩამოვედი. არ გვქონდა კვების ტალონები, არადა მატჩის შემდეგ მთელი გუნდი მოშივებული იყო. იოლი წარმოსადგენია, ორ მეტრს აცილებული ჭაბუკები რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

სხვა გზა არ იყო, გადავწყვიტეთ სამ გუნდად გავყოფილიყავით და საშოვარზე წავსულიყავით. ჩემი გუნდი უახლოეს ბინას მიადგა, პირველივე სადარბაზოში შევედით, პირველივე სართულზე, პირველივე ბინის კარზე დავაკაკუნეთ. ოჯახის უფროსმა შეგვიპატიჟა, მისმა მეუღლემ ჩვენი ამბავი რომ გაიგო, სასწრაფოდ კვერცხი შეგვიწვა, სუფრა გააწყო... გემრიელი კერძების გარდა არყითაც გაგვიმასპინძლდნენ. პირველად სწორედ მაშინ დავლიე ჭაჭა... ძალიან ცოტა.

დამშვიდობებისას ჩვენმა მასპინძლებმა საჭმელებით ცელოფანის პარკები გაგვივსეს და ისე გამოგვისტუმრეს. კულმინაცია მეტად საინტერესო გამოვიდა - ჩვენს მსგავსად გუნდის ორი განაყოფიც სავსე პარკებით მოვიდა", - აღნიშნა საბონისმა.

4 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში არვიდას საბონისსა და ლიტვის კალათბურთის ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს პაულიუს მოტეიუნაისს უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი დაესწრნენ.

ყიფიანმა და საბონისმა ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შესახებ ისაუბრეს. სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მზადდება პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5-წლიანი გეგმა.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"