მსახიობების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წარმოებული ღვინო Miraval-ი გამოსვლიდან 5 საათში მთლიანად გაიყიდა.
წყვილი 2008 წლიდან საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ვენახებს ფლობს, წელს კი ვარსკვლავებმა მეღვინეობას მიჰყვეს ხელი. ვარუდობდნენ, რომ წყვილი ღვინისთვის სახელის დასარქმევად საკუთარ ვარსკვლავურ სახელებს გამოიყენებდა, მაგრამ მათ საკუთარ ნაწარმს Miraval-ი დაარქვეს. სწორედ ასე ჰქვია მათ სასახლესაც, რომლის ტერიტორიაზეც ვენახი იზრდება.
ვარსკვლავები ბიზნესს ცნობილ ფრანგ მეღვინესთან, მარკ პერისთან ერთად უძღვებიან. ღვინო გაყიდვაში 15 მარტს ჩაეშვება. მაგრამ ჯოლიმ და პიტმა 6 000 ბოთლის წინასწარი გაყიდვა გადაწყვიტეს. მთლიანი პარტია 5 საათში გაიყიდა.
მოზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.