პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა
ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა

ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბი 28-ით გა­ი­ზარ­და. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა - 25, თბი­ლის­ში აღი­რი­ცხა.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას უკვე 111 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მათ­გან 101 თბი­ლის­ში გა­მოვ­ლინ­და. და­ა­ვა­დე­ბულ­თა­გან 59 ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იყო.

გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა 20-29 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე მო­დის და 58-ს შე­ად­გენს. შემ­დე­გი გავ­რცე­ლე­ბის ჯგუ­ფი 30 წელს ზე­მოთ ასა­კის პი­რე­ბი არი­ან, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბის 22 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან შე­ი­ნიშ­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შემ­დგო­მი 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ მოხ­დე­ბა და წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად 2008 წელს ჩაშ­ლილ წი­თე­ლას იმუ­ნი­ზა­ცი­ას ასა­ხე­ლე­ბენ.

გა­სულ წელს სულ ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას 31 შემ­თხვე­ვა იყო აღ­რი­ცხუ­ლი. ზო­გა­დად ბოლო წლებ­ში კი წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40-60 ერ­თე­ულს არ აღე­მა­ტე­ბო­და.

შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის გამო და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 6 თვი­დან 30 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის, ასე­ვე 1-7 წლამ­დე პა­ტა­რე­ბის უფა­სო სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წი­თე­ლას და­ა­ვა­დე­ბას ცხე­ლე­ბა, მე-4-5 დღეს კი გა­მო­ნა­ყა­რი ახა­სი­ა­თებს. გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბამ შე­საძ­ლოა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

წი­თე­ლას გა­და­ტა­ნის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბა­ზე მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტი უყა­ლიბ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა

ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა

ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა - 25, თბილისში აღირიცხა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საქართველოში წითელას უკვე 111 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 101 თბილისში გამოვლინდა. დაავადებულთაგან 59 ჰოსპიტალიზირებული იყო.

გამოვლენილ შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 58-ს შეადგენს. შემდეგი გავრცელების ჯგუფი 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან, სადაც დაავადების 22 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება და წელს საქართველოში წითელას ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს ჩაშლილ წითელას იმუნიზაციას ასახელებენ.

გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.

შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

წითელას დაავადებას ცხელება, მე-4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა, ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს.

წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია