საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა
საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა ერ­თხმად – 96 ხმით, მი­ი­ღო. დო­კუ­მენ­ტი უმ­რავ­ლე­ო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის ერ­თობ­ლი­ვი მხა­რა­დ­ჭე­რით გა­ვი­და.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სუ­ლა­ტა­ცი­ე­ბი პრო­ექ­ტის სე­სი­ა­ზე გა­ტა­ნის წი­ნაც გა­ი­მარ­თა, რომ­ლის შე­დე­გად მხა­რე­ებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბა შეძ­ლეს.

19-პუნ­ქტამ­დე გაზ­რდი­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის ამ­სახ­ვე­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით და­ამ­ტკი­ცა:

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის

ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ

ეყ­რდნო­ბა რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და­სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს;

ხელ­მძღვა­ნე­ლობს რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბით, მათ შო­რის 2008 წლის პლე­ბის­ცი­ტის შე­დე­გე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი ნე­ბით;

ით­ვა­ლის­წი­ნებს რა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის, დე­ო­კუ­პა­ცი­ი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას და ამ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას;

ადას­ტუ­რებს რა სა­ქარ­თვე­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე 2010 წლის 23 ნო­ემ­ბერს სტრატსბურ­გში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აიღო.

გა­მო­ხა­ტავს რა მის­წრა­ფე­ბას ხელი შე­უ­წყონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ას­პა­რეზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მქო­ნე პარტნი­ო­რის, ავ­ტო­რი­ტე­ტის დამ­კვიდ­რე­ბას;

მი­იჩ­ნე­ვეს რა, რომ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სფე­რო­ში ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და მრა­ვალ­მხრი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გია;

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აცხა­დებს ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს:

1. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კურ­სი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ამო­ცა­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე;

2. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კის ამო­ცა­ნე­ბია ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა;

3. ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია. ევ­რო­კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ქარ­თვე­ლო გა­დად­გამს შემ­დგომ ნა­ბი­ჯებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მარ­თვის სის­ტე­მი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უზე­ნა­ე­სო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის, მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. სა­ქარ­თვე­ლო არ გა­წევ­რი­ან­დე­ბა ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, რო­მელ­თა პო­ლი­ტი­კაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აღ­ნიშ­ნულ პრი­ო­რი­ტეტს;

4. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი, უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა, ემ­სა­ხუ­რე­ბა მდგრად დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და არ არის მი­მარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ;

5. სა­ქარ­თვე­ლო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თა­ნა­მიმ­დევ­რულ პო­ლი­ტი­კას ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბუ­ქა­რეს­ტის და შემ­დგომ სა­მი­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად. უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა მო­და­ლო­ბებ­სა და ვა­დებ­ზე;

6. სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად იზი­ა­რებს მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. ამ მი­მარ­თე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო, სა­პო­ლი­ციო და სა­მო­ქა­ლა­ქო ოპე­რა­ცი­ებ­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია;

7. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა იმ პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თა­ნახ­მე­ბის და ვი­ზე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე;

8. ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" და "ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის" ფარ­გლებ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა ოთხი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით: დე­მოკ­რა­ტია და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა, ადა­მი­ან­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში;

9. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლო წარ­მარ­თავს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბით. მის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ოთხი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა:

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში, მათ შო­რის თავ­დაც­ვის სფე­რო­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი პროგ­რა­მის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ნა­ტოს წევ­რო­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა, აგ­რეთ­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კის, ვაჭ­რო­ბის და ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ებ­ში, მათ შო­რის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სა­კი­თხზე;

- დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა;

- ხალ­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, მათ შო­რის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა უვი­ზო რე­ჟი­მის სა­კი­თხებ­ზე.

10. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­თან, რო­გორც მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბით და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე;

11. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან დი­ა­ლოგს წარ­მარ­თავს რო­გორც ჟე­ნე­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ისე ორ­მხრივ ფორ­მატ­ში. ამ დი­ა­ლო­გის მი­ზა­ნია კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა;

12. სა­ქარ­თვე­ლო ხელს შე­უ­წყობს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის და ჰელ­სინ­კის პრი­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად;

13. სა­ქარ­თვე­ლო ხელს შე­უ­წყობს კავ­კა­სი­ა­ში პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგს და ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო­თა ძი­რე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის თან­ხვედ­რი­სათ­ვის. ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ე­ფუძ­ნე­ბა კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას და ტრა­დი­ცი­ებს;

14. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­მხრი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, თურ­ქეთ­თან და სომ­ხეთ­თან. ამ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და ბიზ­ნეს­შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სივ­რცე;

15. ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა შავი და კას­პი­ის ზღვე­ბის აუ­ზე­ბის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის და აზი­ის ქვეყ­ნებ­თან;

16. სა­ქარ­თვე­ლო აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში;

17. სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, აგ­რეთ­ვე სკან­დი­ნა­ვი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, მათ მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის და ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა;

18. სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ან იმ­ფე­ბო­დეს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ან სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, რომ­ლე­ბიც აღი­ა­რე­ბენ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ტა­რებს თა­ნა­მიმ­დევ­რულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ტი­ვის­ცე­მის ურ­ყე­ო­ბა;

19. ეროვ­ნუ­ლი და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რეთ­ვე სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის და "არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის" შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აღ­რმა­ვებს მრა­ვალ­მხრი­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­პის საბ­ჭოს, ევ­რო­კო­მი­სი­ის, სუ­ა­მის, შავი ზღვის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფორ­მა­ტებ­ში".

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის, არა­მედ შიდა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა ერთხმად – 96 ხმით, მიიღო. დოკუმენტი უმრავლეობისა და უმცირესობის ერთობლივი მხარადჭერით გავიდა.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულატაციები პროექტის სესიაზე გატანის წინაც გაიმართა, რომლის შედეგად მხარეებმა პოზიციების შეჯერება შეძლეს.

19-პუნქტამდე გაზრდილი ქვეყნის საგარეო კურსის ამსახველი რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა შემდეგი რედაქციით დაამტკიცა:

"საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის

ძირითადი მიმართულებების შესახებ

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა დასაერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით;

ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებაზე პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას;

ადასტურებს რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრატსბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო.

გამოხატავს რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის, ავტორიტეტის დამკვიდრებას;

მიიჩნევეს რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია;

საქართველოს პარლამენტი აცხადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანიდან გამომდინარე;

2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს;

4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველესყოვლისა, ემსახურება მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;

5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და შემდგომ სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანას წარმოადგენს შეთანხმების მიღწევა მოდალობებსა და ვადებზე;

6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალდებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;

7. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოფს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანახმების და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;

8. ევროკავშირთან თანამშრომლობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;

9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. მის ფარგლებში განიხილება ოთხი ძირითადი მიმართულება:

- თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;

- თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის შეთანხმების მიღწევა თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე;

- დემოკრატიის გაძლიერება;

- ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის საკითხებზე.

10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;

11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

12. საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ჰელსინკის პრიციპების შესაბამისად;

13. საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;

14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე;

15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;

16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებთან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

17. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სკანდინავიის სახელმწიფოებთან, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა;

18. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა;

19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების და "არაღიარების პოლიტიკის" შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ მნიშვნელოვნად გააღრმავებს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში".

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, აღნიშნულ დოკუმენტზე შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში წარმატებების მიღწევისათვის, არამედ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაშიც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა