სარფში დაავადებული კარტოფილი დააკავეს

სარფში დაავადებული კარტოფილი დააკავეს

დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი სარფის საბაჟოზე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , 6 მარტს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან 49 900 კგ კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, სანიტარული, ფიტო-სანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მავნებლის, Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს და საკარანტინო მიკროორგანიზმიsRalstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე მიუთითეს. საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის ნიმუშებში, საკარანტინო მავნებლი Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბო დაადასტურა.

საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"