გასულ თვეს ჯეინ ფონდა "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა. მისი შემხედვარე არავინ იფიქრებდა, რომ ცნობილი მსახიობი 75 წლისაა. მსახიობი ყოველთვის იყო აქტიური ფიზიკური დატვირთვის მომხრე. ახლა კი ჯეინ ფონდამ DVD დისკებზე მოხუცებისთვის აერობიკის რამდენიმე გაკვეთილის ნაკრები გამოუშვა.
ჯეინი უკვე დიდი ხანია უძღვება აერობიკის სატელევიზიო გაკვეთილებს, რომლებიც ხანშიშესული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მსახიობი ასაკოვან ადამიანებს იოგაში სწორად ვარჯიშს და წონის შენარჩუნებას ასწავლის.
მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.