პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კოჟორიძე - გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს
 კახა კოჟორიძე - გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მიერ გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე კო­ჟო­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ან უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის სა­ჭი­როა საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბის ორი მე­სა­მე­დი.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ცხრა წევ­რმა, ორი მე­სა­მე­დი კი არის ათი წევ­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ არ ჰქონ­დათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. აქ არა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის დარ­ღვე­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, არა­მედ, შე­საძ­ლოა ეს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს", - აღ­ნიშ­ნა სა­ი­ას თავ­მჯდო­მა­რემ.

შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რმა ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჯგუ­ფი ორ სარ­ჩელს ამ­ზა­დებს. კი­დევ ერთ სარ­ჩელს ამ­ზა­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის ერთი სარ­ჩე­ლი არის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ერთი სარ­ჩე­ლი კი, რო­გორც სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რი გი­ორ­გი ჩარ­თო­ლა­ნი აცხა­დებს, შე­ე­ხე­ბა მის მი­მართ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფას.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილს, ის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასა­ჩივ­რებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კახა კოჟორიძე - გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს

 კახა კოჟორიძე - გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს.

როგორც ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის დაწყებამდე კოჟორიძემ განუცხადა, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭიროა საბჭოს წევრთა რაოდენობის ორი მესამედი.

"გადაწყვეტილება მიიღო ცხრა წევრმა, ორი მესამედი კი არის ათი წევრი. აქედან გამომდინარე, მათ არ ჰქონდათ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. აქ არა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაზე შეიძლება საუბარი, არამედ, შესაძლოა ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს", - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

შეხვედრის დაწყებამდე საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ჯგუფი ორ სარჩელს ამზადებს. კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

საინიციატივო ჯგუფის ერთი სარჩელი არის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, ერთი სარჩელი კი, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი ჩართოლანი აცხადებს, შეეხება მის მიმართ სამეურვეო საბჭოს წევრის შეურაცხყოფას.

რაც შეეხება გიორგი ბარათაშვილს, ის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები