მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა"
"ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნო­დარ ჩა­ჩუა 27 თე­ბერ­ვალს, სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტი იქ მომ­ხდარ კუ­ლუ­ა­რულ ამ­ბებს გვი­ამ­ბობს. ინ­ტერ­ვიუ კი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მისი გა­და­ბი­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ...

- ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და "მე-9 არხზე" მუ­შა­ო­ბა, რო­დე­საც უც­ნო­ბი პი­რე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და მთხო­ვეს, შევ­ხვედ­რო­დი. უარი რომ ვუ­თხა­რი, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე დამ­ხვდნენ მან­ქა­ნით და მი­თხრეს, რომ მათ­თან მე­თა­ნამ­შრომ­ლა, ანუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის თუ ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­სა­ხებ მა­კომ­პრო­მა­ტე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი უნდა მი­მე­წო­დე­ბი­ნა. მათ­თვის არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხია, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვუ­ამ­ბე. შემ­დეგ მათ­გან ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი ამო­ვი­ცა­ნი, თუმ­ცა მისი ვი­ნა­ო­ბის სა­ჯა­როდ გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა არ მაქვს, რად­გან საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს. ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ჩემი ბინა გა­ტე­ხეს, ყვე­ლა­ფე­რი ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბი­სა და ფუ­ლის­თვის ხელი არ უხ­ლი­ათ, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იყო წა­ღე­ბუ­ლი. ეს ორი საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბამ ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რა. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფერს გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და სი­მარ­თლეს შე­ვი­ტყობ.

- ახ­ლა­ხან კვლავ მოხ­ვდი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდი სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად.

- ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ა­კაშ­ვილ­თან გვი­წევს შეხ­ვედ­რა, პირ­ველ კი­თხვას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" სვამს. ახ­ლაც ასე მოხ­და... შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ჩაით გაგ­ვი­მას­პინ­ძლდა, შემ­დეგ კი ძა­ლი­ან ბევ­რი ილა­პა­რა­კა, მაგ­რამ არა იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ვკი­თხეთ... ის ერთი თე­მი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლის ოს­ტა­ტია, თა­ნაც ისე, რომ კონ­კრე­ტულ კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რა­ვად კი არა, შე­იძ­ლე­ბა გაკ­ვრი­თაც არა­ფე­რი თქვას. ახ­ლაც, 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ილა­პა­რა­კა, რაც თვი­თონ სურ­და. ამ შეხ­ვედ­რა­ზე აი­პა­დით ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი და ვიდ­რე ის სა­უბ­რობ­და, მე ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს პრე­ზი­დენ­ტის ამ გა­მოს­ვლა­ზე. რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ "ლი­ბერ­თი ბან­კი" და "თი­ბი­სი ბან­კი" რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ იყი­დაო, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში "ლი­ბერ­თი ბან­კის" პრე­ზი­დენ­ტმა ლადო გურ­გე­ნი­ძემ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და არც იგეგ­მე­ბაო. მეც არც ვა­ციე, არც ვა­ცხე­ლე და მა­შინ­ვე ვუჩ­ვე­ნე გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რა­საც არ მო­ე­ლო­და, თუმ­ცა მა­ინც და­იძ­ვრი­ნა თავი და თქვა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მო­მა­წო­და, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით ვიცი, "თი­ბი­სი ბან­კი" იყი­დე­ბაო, თუმ­ცა როცა "თი­ბი­სი ბან­კმაც" უარ­ყო ეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­ა­კაშ­ვილს სა­ბო­დი­შოდ გა­უხ­და საქ­მე.

ამის შემ­დეგ ვკი­თხე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლის, ივა­ნა მე­ლა­ის მა­მის, სვი­ა­ტოს­ლავ მე­ლა­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნამ ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და და რო­მე­ლიც თბი­ლის­შია და­კა­ვე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ მას პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის (მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა კი, ალ­ბათ, ივა­ნას მა­მო­ბაა). რო­დე­საც ვუ­თხა­რი, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ა­ნი­ჭეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სვი­ა­ტოს­ლავ მე­ლა­ის-მეთ­ქი, მკი­თხა, ეგ ვინ არი­სო? მეც ვუ­თხა­რი, ვინც იყო და ძა­ლი­ან ზო­გა­დი პა­სუ­ხი გამ­ცა - ამ სა­კითხს გან­ვი­ხი­ლა­ვო.

- რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­სა­სურ­ველ კი­თხვებს უს­ვამთ, რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს?

- საკ­მა­ოდ იმ­პულ­სუ­რი პი­როვ­ნე­ბაა. რომ არ მო­ე­ლი, მა­შინ იფეთ­ქებს და მა­ლე­ვე წყნარ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ცდი­ლობს, მწვა­ვე შე­კი­თხვებს მშვი­დი სა­ხით უპა­სუ­ხოს.

- მა­ყუ­რე­ბელს ისე­თი გან­ცდა დარ­ჩა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა დრო­ზე ადრე და­ტო­ვა შეხ­ვედ­რა...

- რო­დე­საც "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მარ ილუ­რი­ძემ ჰკი­თხა, ითა­ნამ­შრომ­ლებთ თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თა­ნო, სა­ა­კაშ­ვი­ლი აშ­კა­რად გაბ­რაზ­და და თქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იყო და მა­შინ­ვე და­ტო­ვა დარ­ბა­ზი. ეს ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა არა­ვის ამოგ­ვი­ღია, ბო­ლოს ისევ მე ვი­ხუმ­რე, ეგრე არ დარ­ჩეთ-მეთ­ქი. ავ­დე­ქით და წა­მო­ვე­დით...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა"

"ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა"

ტელეკომპანია "მე-9 არხის" ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა 27 თებერვალს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ჟურნალისტი იქ მომხდარ კულუარულ ამბებს გვიამბობს. ინტერვიუ კი წინა ხელისუფლების მიერ მისი გადაბირების მცდელობაზე საუბრით დავიწყეთ...

- ახალი დაწყებული მქონდა "მე-9 არხზე" მუშაობა, როდესაც უცნობი პირები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, შევხვედროდი. უარი რომ ვუთხარი, მელიქიშვილის გამზირზე დამხვდნენ მანქანით და მითხრეს, რომ მათთან მეთანამშრომლა, ანუ "ქართული ოცნების" წევრების თუ ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა. მათთვის არაფერი მიპასუხია, მაგრამ ეს ამბავი ტელევიზიის ხელმძღვანელობას ვუამბე. შემდეგ მათგან ერთ-ერთი ადამიანი ამოვიცანი, თუმცა მისი ვინაობის საჯაროდ გამხელის უფლება არ მაქვს, რადგან საქმეს პროკურატურა იძიებს. ამ ამბიდან ძალიან მალე ჩემი ბინა გატეხეს, ყველაფერი ამოტრიალებული იყო, თუმცა ძვირფასეულობისა და ფულისთვის ხელი არ უხლიათ, საერთოდ არაფერი იყო წაღებული. ეს ორი საქმე გამოძიებამ ერთმანეთს დაუკავშირა. იმედი მაქვს, ყველაფერს გამოიძიებენ და სიმართლეს შევიტყობ.

- ახლახან კვლავ მოხვდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდი სხვა ჟურნალისტებთან ერთად.

- ყოველთვის, როდესაც ჟურნალისტებს სააკაშვილთან გვიწევს შეხვედრა, პირველ კითხვას ტელეკომპანია "რუსთავი 2" სვამს. ახლაც ასე მოხდა... შეხვედრის დაწყებამდე ჩაით გაგვიმასპინძლდა, შემდეგ კი ძალიან ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არა იმ საკითხებზე, რაც ჟურნალისტების უმრავლესობამ ვკითხეთ... ის ერთი თემიდან მეორეზე გადასვლის ოსტატია, თანაც ისე, რომ კონკრეტულ კითხვაზე ამომწურავად კი არა, შეიძლება გაკვრითაც არაფერი თქვას. ახლაც, 2 საათის განმავლობაში ის ილაპარაკა, რაც თვითონ სურდა. ამ შეხვედრაზე აიპადით ვიყავი მისული და ვიდრე ის საუბრობდა, მე ინტერნეტში ვკითხულობდი საზოგადოების აზრს პრეზიდენტის ამ გამოსვლაზე. როდესაც განაცხადა, რომ "ლიბერთი ბანკი" და "თიბისი ბანკი" რუსულმა კომპანიამ იყიდაო, რამდენიმე წუთში "ლიბერთი ბანკის" პრეზიდენტმა ლადო გურგენიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და არც იგეგმებაო. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და მაშინვე ვუჩვენე გურგენიძის განცხადება, რასაც არ მოელოდა, თუმცა მაინც დაიძვრინა თავი და თქვა, ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მომაწოდა, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, "თიბისი ბანკი" იყიდებაო, თუმცა როცა "თიბისი ბანკმაც" უარყო ეს ინფორმაცია, სააკაშვილს საბოდიშოდ გაუხდა საქმე.

ამის შემდეგ ვკითხე საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერლის, ივანა მელაის მამის, სვიატოსლავ მელაის შესახებ, რომელზეც უკრაინამ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა და რომელიც თბილისშია დაკავებული. ცოტა ხნის წინ მას პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს წინაშე გაწეული დამსახურებისთვის (მისი დამსახურება კი, ალბათ, ივანას მამობაა). როდესაც ვუთხარი, რა დამსახურებისთვის მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა სვიატოსლავ მელაის-მეთქი, მკითხა, ეგ ვინ არისო? მეც ვუთხარი, ვინც იყო და ძალიან ზოგადი პასუხი გამცა - ამ საკითხს განვიხილავო.

- როდესაც მიხეილ სააკაშვილს არასასურველ კითხვებს უსვამთ, როგორი რეაქცია აქვს?

- საკმაოდ იმპულსური პიროვნებაა. რომ არ მოელი, მაშინ იფეთქებს და მალევე წყნარდება. სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ ცდილობს, მწვავე შეკითხვებს მშვიდი სახით უპასუხოს.

- მაყურებელს ისეთი განცდა დარჩა, რომ სააკაშვილმა დროზე ადრე დატოვა შეხვედრა...

- როდესაც "მაესტროს" ჟურნალისტმა თამარ ილურიძემ ჰკითხა, ითანამშრომლებთ თუ არა პროკურატურასთანო, სააკაშვილი აშკარად გაბრაზდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზული იყო და მაშინვე დატოვა დარბაზი. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. 2 წუთის განმავლობაში ხმა არავის ამოგვიღია, ბოლოს ისევ მე ვიხუმრე, ეგრე არ დარჩეთ-მეთქი. ავდექით და წამოვედით...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები