ჟანრი ლოლაშვილი: "ჩვენ ჩაგვრეცხეს, თვითონ ტივტივებენ!"

ჟანრი ლოლაშვილი: "ჩვენ ჩაგვრეცხეს, თვითონ ტივტივებენ!"

ვინც რუსთაველის თეატრის მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს იცნობს, აღიარებს, რომ ისეთივე საინტერესო მხატვარი და კულინარია, როგორიც - ხელოვანი. ბატონი ჟანრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც ხელოვანის თვალით აფასებს.

- ნათქვამია, პოლიტიკა სახელმწიფო მართვის ხელოვნებააო. თუ ასეა, აიყვანე პოლიტიკა ხელოვნებამდე! მთავრობა ადამიანის ორგანიზმივით უნდა იყოს, მაგრამ ქართველებს ერთობის განცდა მოშლილი გვაქვს. არ ვიცით ჩვენი კულტურის გარეთ გატანა, გათითოკაცებული ვართ, ამიტომაც არა და არ მოეღო ბოლო ჩვენს პრობლემებს, რომლებსაც ხშირად თვითონვე დავიტეხთ ხოლმე საკუთარ თავზე. მგონია, რომ საქართველო მაზოხისტების ქვეყანაა. მხოლოდ გვემას, ყვირილსა და ჩხუბს ვხედავთ ტელეეკრანზე.

ჩვენი ერთადერთი მამოძრავებელი ძალა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, მოკრძალება უნდა იყოს. ეს თვისებები თუ არ აქვს ადამიანს, საშინელებებს ჩაიდენს. ამის მოწმე მთელი საქართველო გავხდით.

- სააკაშვილმა ინტელიგენციას "ჩარეცხილები" გიწოდათ. წინა ხელისუფლება თეატრშიც არ დადიოდა...

- მთავრობას რა ხელი აქვს თეატრთან და სპექტაკლთან, დაეტიოს თავის კანში! დიახ, სააკაშვილმა "ჩარეცხილები" გვიწოდა. ჩვენ "ჩაგვრეცხეს", თვითონ კი ტივტივებენ, ხოლო რაც ტივტივებს, ყველამ კარგად ვიცით...

მართალია, ისე ვერ იცხოვრებ, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა და ფიროსმანმა იცხოვრეს, მაგრამ მომხვეჭელობა, წაგლეჯა, უღირსი საქციელი ადამიანს აღსასრულის დღეს ხომ მოეკითხება?! არ გირჩევნია, ქრისტიანულად და ადამიანურად იცხოვრო და სირცხვილი თავიდან აიშორო?! მაგრამ ამ უნახავებმა როგორც იცხოვრეს, კარგად ვნახეთ. ჩაუვარდათ ფული ხელში და გაგიჟდნენ.

- რეჟისორ ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებულ "ცხელი ძაღლის" მეოთხე, ე.წ. აკრძალულ სეზონში, რომლის ფირიც წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისას გაანადგურა, მთავარ როლს თამაშობთ...

- წარმოიდგინეთ, 75-საათიანი სამუშაო ფირი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში ვიღებდით და მასზე 400 კაცი მუშაობდა, ერთ წუთში წაშალეს. ესაა კაცობა?! აი, რა არის ავი ზრახვა! რა გაეწყობა, სიმართლის გაგება არ სურთ. კიდევ კარგი, ზაზა ურუშაძეს ჰქონდა ფირის ასლი გადანახული, თორემ "ცხელი ძაღლი 4" არ იარსებებდა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება