ცნობილმა რუსმა მოდელმა, ირინა შეიკმა ოჯახის საიდუმლო გასცა. კრიშტიანუ რონალდუს საყვარელმა ჟურნალ DT-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მისი ბებია მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
სუპერმოდელის ბებია, გალინა შაიხისლამოვა, ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა.
"ბებიაჩემი საოცარი ქალია. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ის მხოლოდ 20 წლის იყო. მიუხედავად ასეთი პატარა ასაკისა, ის გმირი გახდა და ძალიან ბევრი ორდენი მიიღო", - განაცხადა შეიკმა.
ირინა ძალიან ამაყობს ბებიით, რომელიც მისთვის სამაგალითოა.
"ბებიაჩემი შემდეგი დევიზით ცხოვრობს - "თუ იმუშავებ, ყველაფერი შესაძლებელია". ჩემთვის ის მართლაც სამაგალითოა", - აღნიშნა მოდელმა.
მომზადებულია DT-ს მიხედვით.