სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურმან დუმბაძე: "თუ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობას გავემიჯნები!"
მურმან დუმბაძე: "თუ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობას გავემიჯნები!"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, დე­პუ­ტატ­მა მურ­მან დუმ­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ რო­გორც ადრე, ახ­ლაც მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის კი არა, აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის აღ­დგე­ნის წი­ნა­აღ­მდე­გია, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად გად­მოს­ცე­მენ მის სათ­ქმელს.

"თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი არ უნდა იყოს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა ბა­თუმ­ში, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­დე­გი არ უნდა იყოს მე­ჩე­თი. ამას ვამ­ბობ­დი ადრე და ამას ვამ­ბობ ახ­ლაც. თუ დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას­თან და­დებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­შიც ჩა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა ბა­თუმ­ში, მე ამ მთავ­რო­ბას გა­ვე­მიჯ­ნე­ბი. იგი­ვე პო­ზი­ცი­ას და­ვი­ჭერ­დი, რა პო­ზი­ცი­აც მე­ჭი­რა სა­ნამ არ ვი­ყა­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ მომ­ხდა­რა. მე­ჩე­თი შენ­დე­ბო­და, მე­ჩე­თი შენ­დე­ბა და მე­ჩე­თი აშენ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც, მაგ­რამ ამას აა­შე­ნებს ქარ­თვე­ლი, ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შე­წყო­ბით, თუ ამის ხელ­შე­წყო­ბა დას­ჭირ­დე­ბათ მათ. ასე გა­უ­გე­ბა­რია ამის თქმა?" - აცხა­დებს მურ­მან დუმ­ბა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ერ­დო­ღა­ნის პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის, მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის და "აზი­ზი­ეს მე­ჩეთ­თან" არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გა­და­წყდა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­ნა­ცხა­დე­ბით თურ­ქულ მხა­რეს­თან შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რომ ბა­თუმ­ში არ აშენ­დე­ბა აზი­ზე­ის მე­ჩე­თი, თუმ­ცა შე­ირ­ჩე­ვა ად­გი­ლი და აშენ­დე­ბა მე­ჩე­თი, რაც აჭა­რა­ში მუ­სულ­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­რავ­ლით აიხ­სნე­ბა.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მურმან დუმბაძე: "თუ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობას გავემიჯნები!"

მურმან დუმბაძე: "თუ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობას გავემიჯნები!"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, დეპუტატმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ როგორც ადრე, ახლაც მეჩეთის აშენების კი არა, აზიზიეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგია, ჟურნალისტები კი დამახინჯებულად გადმოსცემენ მის სათქმელს.

"თურქეთ-საქართველოს პოლიტიკური შედეგი არ უნდა იყოს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში, ანუ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების შედეგი არ უნდა იყოს მეჩეთი. ამას ვამბობდი ადრე და ამას ვამბობ ახლაც. თუ დღევანდელი მთავრობა თურქეთის მთავრობასთან დადებს ხელშეკრულებას, რომელშიც ჩაწერილი იქნება მეჩეთის მშენებლობა ბათუმში, მე ამ მთავრობას გავემიჯნები. იგივე პოზიციას დავიჭერდი, რა პოზიციაც მეჭირა სანამ არ ვიყავი ხელისუფლებაში. არავითარი ცვლილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა. მეჩეთი შენდებოდა, მეჩეთი შენდება და მეჩეთი აშენდება მომავალშიც, მაგრამ ამას ააშენებს ქართველი, ქართველი მუსლიმანები საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, თუ ამის ხელშეწყობა დასჭირდებათ მათ. ასე გაუგებარია ამის თქმა?" - აცხადებს მურმან დუმბაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერდოღანის პირველივე შეხვედრაზე ქართული ტაძრების, მეჩეთის მშენებლობის და "აზიზიეს მეჩეთთან" არსებული პრობლემა გადაწყდა. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის განაცხადებით თურქულ მხარესთან შედგა შეთანხმება, რომ ბათუმში არ აშენდება აზიზეის მეჩეთი, თუმცა შეირჩევა ადგილი და აშენდება მეჩეთი, რაც აჭარაში მუსულმანი მოსახლეობის სიმრავლით აიხსნება.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა