ჰოლივუდის ვარსკვლავის დემი მურის ცხოვრებაში დეპრესია, ალკოჰოლი და სარეაბილიტაციო ცენტრებში სიარული წარსულს ჩაბარდა.
დემი ქმრის დაბრუნებას 16 თვის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა. ახლა კი ყველასთვის მოულოდნელად, დემი სასამართლოში გამოცხადდა და მასთან განქორწინება ოფიციალურად მოითხოვა.
"დემისთვის ეშტონ კატჩერთან განშორება რთული გადასატანი აღმოჩნდა. თუმცა ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს, ჯანმრთელობას უფრთხილდება და საკუთარი ცხოვრების მოწყობას გეგმავს", - წერს ამერიკული გაზეთი New York Post.
ბოლო დროს დემის ხშირად ხედავენ გლამურულ ღონისძიებებზე, შოპინგზე, უფრთხილდება ჯანმრთელობას, აღარ სვამს და როგორც მეგობრები ამბობენ, წონაშიც მოიმატა.
მომზადებულია New York Post-ის მიხედვით.