პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიას სამხედრო ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ჯერ მონახულებული"
ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიას სამხედრო ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ჯერ მონახულებული"

დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის პრე­მია არა­სო­დეს გა­მო­მი­წე­რია, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში აცხა­დებს. წე­რი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თეა თუთ­ბე­რი­ძემ მო­ა­წო­და, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს ჩემ­თვის სა­პა­ტიმ­რო­ში მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და იმ ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს, მათ შო­რის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნია უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იგი მე და ჩემს ოჯახს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ღიად გვდებ­და ბრალს გა­ურ­კვე­ვე­ლი უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის შექ­მნა­ში და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა­ში. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია იყო ტყუ­ი­ლი და მიზ­ნად ისა­ხავ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბას. სწო­რედ ასე­თი­ვე უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ 2009 წლი­დან 2012 წლამ­დე ქარ­თულ ჯარ­ში არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა ჯა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბი­სათ­ვის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ხე­დუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან, რო­გორც მი­ნი­მუმ უსინ­დი­სო­ბაა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ვი­ნა­ი­დან მე და ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო პირს, კა­ნო­ნი გვიკ­რძა­ლავს თუნ­დაც იმ დაც­ვი­სა და თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ებ­ზე სა­უ­ბარს, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას, ქა­ლა­ქებ­სა და თი­თო­ე­ულ ჯა­რის­კაცს მა­ტებს უდი­დეს ძა­ლას და ნე­ბის­მი­ე­რი აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის უფრო და­ცუ­ლი, ვიდ­რე იგი 2008 წლამ­დე იყო.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იყო ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა იმი­სათ­ვის, რომ რო­გორც ჯა­რის­კა­ცებს, ასე­ვე, ოფიც­რებს შექ­მნო­დათ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი, ვი­ნა­ი­დან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­და­რა­ჯო­ზე იდ­გნენ. მე მუ­დამ მათ­თან ვი­ყა­ვი და არ­მია იყო ჩემი ოჯა­ხი. სწო­რედ მათ­თან ერ­თად ვი­ზი­ა­რებ­დი ნე­ბის­მი­ერ სი­ხა­რულ­სა და მწუ­ხა­რე­ბას. ჩემი სი­ა­მა­ყეა და შვი­ლი­ვით მიყ­ვარს ის სამ­ხედ­რო აკა­დე­მია და კა­დეტ­თა სკო­ლა, რო­მე­ლიც ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში აშენ­და და მას ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა ყო­ფილ საბ­ჭო­თა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ზო­გი­ერ­თი დღე­ვან­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი აკა­დე­მი­ის და კა­დეტ­თა სკო­ლის ხილ­ვის დროს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ (ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი). ვა­მა­ყობ, რომ ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი პრეს­ტი­ჟუ­ლი. 2009-2012 წლებს უკავ­შირ­დე­ბა სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რისი შე­დე­გიც გახ­ლავთ თვით­მა­ვა­ლი რე­აქ­ტი­უ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი შაშ­ხა­ნა G5, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი, ნაღმტყორ­ცნე­ბი, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მსუ­ბუ­ქი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი დიდ­გო­რი, ქვე­ი­თი საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა ლა­ზი­კა და სხვა.

გარ­და ამი­სა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით არა­სო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის პრე­მია არ გა­მო­მი­წე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, სა­მუ­შაო ოთახს და მათ კე­თილ­მო­წყო­ბას, მე მეს­მის დღე­ვან­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, რო­მე­ლიც ვერ იგებს, თუ რა­ტომ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო, რად­გან და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ დღე­ვან­დე­ლი მი­ნის­ტრი სა­მუ­შაო ოთახ­ში ატა­რებს დღე­ში მაქ­სი­მუმ 5 სა­ათს და ასე­ვე და­ნამ­დვი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ 6 თვის მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯერ ნა­ხე­ვა­რიც კი არ აქვს ნა­ნა­ხი იმ ბრი­გა­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

მი­უ­ხე­და­ვად ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დარ­ჩა არა­ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვ­და მოგ­ვა­რე­ბას და ჩვენ ვხე­დავთ, რომ ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ნაც­ვლად დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­რის­კა­ცის პრობ­ლე­მებს იყე­ნებს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რის­თვის", - ნათ­ქვა­მია ბაჩო ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის პრობ­ლე­მებს იყე­ნებს სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას წე­რი­ლი ცი­ხი­დან

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიას სამხედრო ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ჯერ მონახულებული"

ბაჩო ახალაია - "ირაკლი ალასანიას სამხედრო ბრიგადების ნახევარიც კი არ აქვს ჯერ მონახულებული"

დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით საკუთარი თავისთვის პრემია არასოდეს გამომიწერია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს. წერილი "ინტერპრესნიუსს" თეა თუთბერიძემ მოაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ჩემთვის საპატიმროში მედიის საშუალებით ცნობილი გახდა იმ ბრალდებების შესახებ, რაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი ალასანიამ და ირაკლი სესიაშვილმა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ირაკლი ალასანია უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოირჩევა. იგი მე და ჩემს ოჯახს არჩევნებამდე, ღიად გვდებდა ბრალს გაურკვეველი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში და "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში მათი გამოყენებით ქვეყანაში არეულობის ორგანიზების მცდელობაში. დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ინფორმაცია იყო ტყუილი და მიზნად ისახავდა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. სწორედ ასეთივე უპასუხისმგებლო განცხადებად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი განცხადებები, იმის თაობაზე, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ქართულ ჯარში არაფერი გაკეთებულა ჯარის გაძლიერებისა და ჯარისკაცებისათვის პირობების გაუმჯობესების კუთხით.

თავდაცვის სამინისტროში ჩახედული პირების მხრიდან, როგორც მინიმუმ უსინდისობაა ამაზე საუბარი. ვინაიდან მე და ნებისმიერ სამხედრო პირს, კანონი გვიკრძალავს თუნდაც იმ დაცვისა და თავდაცვის ზღუდეებზე საუბარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ქალაქებსა და თითოეულ ჯარისკაცს მატებს უდიდეს ძალას და ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში დღეს საქართველო არის უფრო დაცული, ვიდრე იგი 2008 წლამდე იყო.

სწორედ ამ პერიოდში იყო ყოველდღიური შრომა იმისათვის, რომ როგორც ჯარისკაცებს, ასევე, ოფიცრებს შექმნოდათ უკეთესი პირობები, ვინაიდან ეს ადამიანები სახელმწიფო სადარაჯოზე იდგნენ. მე მუდამ მათთან ვიყავი და არმია იყო ჩემი ოჯახი. სწორედ მათთან ერთად ვიზიარებდი ნებისმიერ სიხარულსა და მწუხარებას. ჩემი სიამაყეა და შვილივით მიყვარს ის სამხედრო აკადემია და კადეტთა სკოლა, რომელიც ჩემი მინისტრობის პერიოდში აშენდა და მას ანალოგი არ მოეპოვება ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ზოგიერთი დღევანდელი მაღალჩინოსანი აკადემიის და კადეტთა სკოლის ხილვის დროს აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ (ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი). ვამაყობ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში გახდა სამხედრო განათლება და სამხედრო სამსახური პრესტიჟული. 2009-2012 წლებს უკავშირდება სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში, რისი შედეგიც გახლავთ თვითმავალი რეაქტიული საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ავტომატური შაშხანა G5, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ნაღმტყორცნები, პირველი ქართული მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, ქვეითი საბრძოლო მანქანა ლაზიკა და სხვა.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაგან განსხვავებით არასოდეს საკუთარი თავისთვის პრემია არ გამომიწერია. რაც შეეხება იმ ავტომობილებს, სამუშაო ოთახს და მათ კეთილმოწყობას, მე მესმის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, რომელიც ვერ იგებს, თუ რატომ იყო აღნიშნული ნივთები ეფექტური მუშაობისათვის საჭირო, რადგან დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი მინისტრი სამუშაო ოთახში ატარებს დღეში მაქსიმუმ 5 საათს და ასევე დანამდვილებით გეტყვით, რომ 6 თვის მუშაობის განმავლობაში ჯერ ნახევარიც კი არ აქვს ნანახი იმ ბრიგადებისა, რომელიც ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს.

მიუხედავად ყოველივე ზემოთაღნიშნულისა, ჩემი გულისტკივილია, რომ თავდაცვის სამინისტროში დარჩა არაერთი პრობლემა, რომელიც მოითხოვდა მოგვარებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება ჯარისკაცის პრობლემებს იყენებს საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ხელისუფლება ჯარისკაცების პრობლემებს იყენებს საკუთარი პიარისთვის - ბაჩო ახალაიას წერილი ციხიდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ