ლონდონის მუზეუმს უნიკალური ექსპონატი შეემატა - ბორდელისთვის განკუთვნილი რომაული ბრინჯაოს მონეტა, რომელიც ჩვ.წ. I საუკუნით თარიღდება. ეს არის ე.წ. სპინტრია (spintria) - მონეტისმაგვარი ჟეტონი, რომელსაც უძველეს რომში ლუპანარიებში (საროსკიპო) შიდა ანგარიშსწორებისთვის იყენებდნენ.
ჟეტონი მოყვარულმა არქეოლოგმა, რეგის კურსანმა ტემზის სანაპიროზე, პუტნის ხიდთან აღმოაჩინა. უნიკალური აღმოჩენა მან მუზეუმს გადასცა. ლონდონის მუზეუმის პრესსამსახურმა ამ უჩვეულო აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პრესას მიაწოდა.
სპინტრია სტანდარტული ზომის მონეტაა, რომელზეც მამაკაცი და ქალია გამოსახული. ჟეტონის მეორე მხარეს მითითებულია ნომერი XIIII, რაც შესაძლოა, მე-14 ლეგიონს, ოთახის ნომერს ან თავად მეძავის ნომერს აღნიშნავდეს, თუმცა მუზეუმში განიხილავენ ვერსიას, რომ ეს ციფრი მომსახურების ღირებულებას აღნიშნავდა.
ეს დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი ერთადერთი რომაული სპინტრიაა, რომელიც იესო ქრისტეს ეპოქაში იჭრებოდა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.