სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა
ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ფი­ნა­ნურ-სა­გა­და­სა­ხა­დო და არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ამ­ნის­ტი­რე­ბის, ასე­ვე, ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ გა­ი­ზი­ა­რა.

პრე­ზი­დენ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას პარ­ლა­მენ­ტის არც ერ­თმა შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ წარ­დგე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს არც მთავ­რო­ბა და­ე­თან­ხმა.

სა­კი­თხის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვი­სას ხაზი გა­ეს­ვა, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის მქო­ნე კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა ფი­ნანსთა, ეკო­ნო­მი­კი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან. ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­გა­და­სა­ხა­დო ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სტა­ტის­ტი­კა­ზეც და უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ინ­ტერსდა, რა ოდე­ნო­ბის სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ამ­ნის­ტი­რე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი და კონ­კრე­ტუ­ლად ვის შე­იძ­ლე­ბა შეჰ­ხე­ბო­და ის. მმარ­თვე­ლი გუნ­დი მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო შე­თა­ვა­ზე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

თა­ვის მხრივ, უმ­ცი­რე­სო­ბის სა­ხე­ლით, დე­პუ­ტატ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გან­მარ­ტა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სსკ-ის მუხ­ლე­ბით მსჯავ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი თა­ვად მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ამ­ნის­ტი­ის აქ­ტით არი­ან ამ­ნის­ტი­რე­ბულ­ნი, ხოლო ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ იმა­ზე, რომ ის სა­გა­და­სახ­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­ში აკის­რი­ათ, მო­ეხ­სნათ და ფული ბიზ­ნეს­ში დარ­ჩეს. ჯა­ფა­რი­ძემ დღეს ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო ცი­ხე­ში არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ და ასე­თი ტი­პის გა­დაც­დო­მე­ბი ად­მის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა უნდა გახ­დეს. უმ­ცი­რე­სო­ბა სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას გა­მო­ა­ცო­ცხლებ­და.

"ამ­ნის­ტი­ი­სა და არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და ქო­ნე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ტი­ვით, რომ შე­წყვე­ტი­ლი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი იმ პირ­თა მი­მართ და სას­ჯე­ლის­გან ის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც 2013 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე ჩა­ი­დი­ნეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხ­ლე­ბით, 197-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხ­ლე­ბით, 214-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით და ამ ნა­წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 214-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ამა­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენტს "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი­დან" ეკო­ნო­მი­კურ-სა­მე­წარ­მეო და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რიგი მუხ­ლე­ბის ამო­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ცა­ლე­კულ ეკო­ნო­მი­კურ და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­უქ­მე­ბი­სა და სას­ჯე­ლის სა­ხით მხო­ლოდ ჯა­რი­მის ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვი­და, რიგ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე კი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ფინანურ-საგადასახადო და არადეკლარირებული შემოსავლების ამნისტირების, ასევე, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზების თაობაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა.

პრეზიდენტის შეთავაზებას პარლამენტის არც ერთმა შესაბამისმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტს არც მთავრობა დაეთანხმა.

საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მქონე კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან. ყურადღება გამახვილდა შეთავაზებულ საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზეც და უმრავლესობა დაინტერსდა, რა ოდენობის საგადასახადო ვალდებულებების ამნისტირებაზე იყო საუბარი და კონკრეტულად ვის შეიძლება შეჰხებოდა ის. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს საკანონმდებლო შეთავაზება წინა ხელისუფლებთან დაახლოებულ ბიზნესმენებსა და მათ ინტერესებზე იყო ორიენტირებული.

თავის მხრივ, უმცირესობის სახელით, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტში დაფიქსირებული სსკ-ის მუხლებით მსჯავრებული პირები თავად მმართველი გუნდის მიერ გამოცემული ამნისტიის აქტით არიან ამნისტირებულნი, ხოლო ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ის საგადასახდო ვალდებულებები, რომელიც ამ ადამიანებს სახელმწიფოს წინაში აკისრიათ, მოეხსნათ და ფული ბიზნესში დარჩეს. ჯაფარიძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ბიზნესმენები ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების გამო ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და ასეთი ტიპის გადაცდომები ადმისტრაციული წესით დასჯადი ქმედება უნდა გახდეს. უმცირესობა საკითხის განხილვისას ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების გაზიარება ქართულ ეკონომიკას გამოაცოცხლებდა.

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციტივით, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლებულიყვნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში პრეზიდენტმა პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული რიგი მუხლების ამოღება შესთავაზა. სააკაშვილი ცალეკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოვიდა, რიგ დანაშაულებზე კი, თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქება მოითხოვა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ