პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს
 პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მოკ­ვე­თილ სიგ­ნა­ლებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებს პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა ნინო კა­ლან­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, ად­მი­ნის­ტრა­ცია ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რას და ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

"ჩვენ უაღ­რე­სად და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებთ იმ პო­ზი­ტი­ურ სიგ­ნა­ლებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იკ­ვე­თე­ბა, კერ­ძოდ, ვგუ­ლის­ხმობ მზა­ო­ბას, გა­კეთ­დეს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა სა­გა­რეო კურ­სის უც­ვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ნინო კა­ლან­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმას, რომ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ისე­ვე, რო­გორც მე­დი­ა­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბა, წარ­მო­ად­გენ­და ერთ-ერთ გან­სა­ხილ­ველ სა­კითხს პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რი­სას.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი არ დარ­ჩე­ბა სი­ტყვე­ბად და პრე­მი­ე­რი­სა და მთავ­რო­ბის მხრი­დან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ამ ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხაზს ვუს­ვამთ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის შეხ­ვედ­რე­ბი მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს და მი­ვიჩ­ნევთ, რომ დი­ა­ლოგს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს", - აღ­ნიშ­ნა ნინო კა­ლან­და­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამოკვეთილ სიგნალებსა და ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, ადმინისტრაცია ასევე პოზიტიურად აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას და ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

"ჩვენ უაღრესად დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება, კერძოდ, ვგულისხმობ მზაობას, გაკეთდეს პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის თაობაზე", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისევე, როგორც მედიაში ჩაურევლობა, წარმოადგენდა ერთ-ერთ განსახილველ საკითხს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას.

"მოხარულები ვართ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება სიტყვებად და პრემიერისა და მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა