პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით ჰადსონი: "მეგობრები მქურდავდნენ"
ქეით ჰადსონი: "მეგობრები მქურდავდნენ"

ქეით ჰადსონს თა­მა­მი ფო­ტო­სე­სი­ე­ბის არ ეში­ნია. ვარ­სკვლავ­მა ჟურ­ნალ Glamour-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და გა­მო­ცე­მის­თვის შიშ­ველ­მაც იპო­ზი­ო­რა. წელსზე­მოთ შიშ­ვე­ლი ქე­ი­თის ფოტო კი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში 33 წლის მსა­ხი­ობ­მა მე­გობ­რო­ბა­ზე, ნდო­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე ისა­უბ­რა.

"ვცდი­ლობ, არ გა­ვუშ­ვა ხე­ლი­დან შან­სი. საკ­მა­ოდ გულ­ღია და მიმ­ნდო­ბი ვარ. გულ­ღია ვარ იმი­ტომ, რომ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს. თუ ვინ­მე ჩემ­ზე ცუდს იტყვის, სკან­და­ლი არ ატყდე­ბა, ვი­ნა­ი­დან სი­მარ­თლე ყვე­ლამ იცის. მყო­ლია გვერ­დით ისე­თი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ტყუ­ებ­დნენ, ჩემს ზურგს უკან მოქ­მე­დებ­დნენ, მქურ­დავ­დნენ - მაგ­რამ ამან ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი ნდო­ბა არ და­მა­კარ­გვი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ქეით ჰადსონ­მა.

ვარ­სკვლა­ვი სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­საც შე­ე­ხო და დე­დის, მსა­ხი­ობ გოლ­დი ჰო­უ­ნის სი­ტყვე­ბი გა­იხ­სე­ნა:

"ყო­ველ­თვის მახ­სოვს დე­და­ჩე­მის სი­ტყვე­ბი, რომ ერ­თა­დერ­თი რისი ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბაც არ სურ­და, შვი­ლე­ბის აღ­ზრდაა. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია იმა­ში, რომ აკე­თო საყ­ვა­რე­ლი საქ­მე და თან ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი გქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Glamour-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ქეით ჰადსონი: "მეგობრები მქურდავდნენ"

ქეით ჰადსონი: "მეგობრები მქურდავდნენ"

ქეით ჰადსონს თამამი ფოტოსესიების არ ეშინია. ვარსკვლავმა ჟურნალ Glamour-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და გამოცემისთვის შიშველმაც იპოზიორა. წელსზემოთ შიშველი ქეითის ფოტო კი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

ინტერვიუში 33 წლის მსახიობმა მეგობრობაზე, ნდობასა და კარიერაზე ისაუბრა.

"ვცდილობ, არ გავუშვა ხელიდან შანსი. საკმაოდ გულღია და მიმნდობი ვარ. გულღია ვარ იმიტომ, რომ დასამალი არაფერი მაქვს. თუ ვინმე ჩემზე ცუდს იტყვის, სკანდალი არ ატყდება, ვინაიდან სიმართლე ყველამ იცის. მყოლია გვერდით ისეთი მეგობრები, რომლებიც მატყუებდნენ, ჩემს ზურგს უკან მოქმედებდნენ, მქურდავდნენ - მაგრამ ამან ადამიანებისადმი ნდობა არ დამაკარგვინა", - განაცხადა ქეით ჰადსონმა.

ვარსკვლავი საკუთარ კარიერასაც შეეხო და დედის, მსახიობ გოლდი ჰოუნის სიტყვები გაიხსენა:

"ყოველთვის მახსოვს დედაჩემის სიტყვები, რომ ერთადერთი რისი ხელიდან გაშვებაც არ სურდა, შვილების აღზრდაა. შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ აკეთო საყვარელი საქმე და თან ბედნიერი ოჯახი გქონდეს", - განაცხადა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Glamour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება