მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეუთვალა მიშამ ვალერი ხაბურძანიას ოქრუაშვილის პირით
რა შეუთვალა მიშამ ვალერი ხაბურძანიას ოქრუაშვილის პირით

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ პოლ­იტი­კურ პრო­ცე­სებ­სა და პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ აფა­სებთ ამ­ჟა­მინ­დელ ვი­თა­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას?

- დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ის კი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თუ ადრე სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა მო­თხოვ­ნას ნო­ტა­რი­უ­სი­ვით ამ­ტკი­ცებ­და, ახლა სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა.

- ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თქვენ იყა­ვით ის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ოქ­როს შუ­ა­ლე­დი მო­გე­ნა­ხათ რუ­სეთ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ოპო­ნენ­ტე­ბი კი ამ­გვარ პო­ლი­ტი­კას არა­რე­ა­ლის­ტუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ...

- ეს, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია, რე­ა­ლო­ბას არ მოს­წყდე. ზოგს ჰგო­ნია, ამ­ბი­ცი­ე­ბი მა­წუ­ხებს, არა­და, მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო შე­იქ­მნას რო­გორც და­სავ­ლე­თის­თვის, ისე ჩრდი­ლო­ე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლომ ორი­ვე მხა­რი­სა­გან უნდა იხე­ი­როს, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა საღ გათ­ვლებს უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს. ამი­ტო­მაც, ვერ მი­ვი­ღებ "ორ­ჯო­ნი­კი­ძის" ძა­ხილს მათ­გან, ვინც თვი­თონ არი­ან ორ­ჯო­ნი­კი­ძის შთა­მო­მავ­ლე­ბი.

- ბოლო ხანს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გახ­სე­ნათ. თქვა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა მას თქვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ტო­ვე­ბა სთხო­ვა.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ას ცდი­ლობს, არა­და, თვი­თონ არის მარ­გი­ნა­ლი, დგამს მონო-სპექ­ტაკ­ლებს თუნ­დაც ­დაც­ვის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ პუ­ტინ­მა მას ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა სთხო­ვა, სიც­რუ­ეა, პუ­ტინ­მა მას უთხრა: ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია იყო უშიშ­რო­ე­ბის ის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კარ­გად თა­ნამ­შრომ­ლობ­და და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თქვე­ნი მთავ­რო­ბის მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრიც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ამ დო­ნეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­სო; პუ­ტინ­მა ესეც ჩემი თხოვ­ნით უთხრა, რად­გან თვი­თონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­მიგ­ზავ­ნა ხალ­ხი, მათ შო­რის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გან­მი­ცხა­და: მი­შამ შე­მო­გით­ვა­ლა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შენ­ზე მოს­კოვ­ში კარგ სი­ტყვას მე­ტყვი­ა­ნო, - ეს იყო და ეს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ მოს­კოვ­ში გაფ­რე­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრო­ბი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია კრემლშიც ჰქონ­დათ და ცხა­დია, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მი­ნის­ტრზე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს არა­ვინ სთხოვ­და, და­ტო­ვეო, სა­ბავ­შვო ბაღი ხომ არ არის? სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღა­რა­ფერს ახერ­ხებს და ახლა მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბაა. ამ­გვა­რი­ვე ცრუ ინ­ტერპრე­ტა­ცია მის­ცა მან პატ­რი­არ­ქის სა­უ­ბარს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ან სა­ი­დან იცო­და მისი ში­ნა­არ­სი?! ასე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო ხომ არ უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტი, რომ გათ­ქვას წყა­რო, რომ­ლის­გა­ნაც კონ­ფი­დენ­ცი­უ­რი სა­უბ­რის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო?

- პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და: ხა­ბუ­რძა­ნია დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახა­ლი მთავ­რო­ბა უშიშ­რო­ე­ბის სის­ტე­მის კვლავ ცალ­კე გა­მო­ყო­ფას აპი­რებს, პუ­ტინ­საც ანა­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნა აქ­ვსო... ანუ მი­ა­ნიშ­ნა თქვენს შე­საძ­ლო გა­მი­ნის­ტრე­ბა­ზე...

- ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად მა­შინ იც­რუა, როცა თქვა, ხა­ბუ­რძა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დაო, მოს­კო­ვი­დან გე­სა­უბ­რე­ბით! ამას­თა­ნა­ვე, ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ამ­გვარ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ ვა­პი­რებ, ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია გვაქვს. ასე რომ, მათი მხრი­და­ნაც გა­მოვ­რი­ცხავ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. არც უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან გა­მო­ყო­ფას მი­ვე­სალ­მე­ბი.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რო­დის და რა სტა­ტუ­სით აპი­რებთ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას და რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან აპი­რებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას? თქვენს სა­ვა­რა­უ­დო პარტნი­ო­რე­ბად სა­ხელ­დე­ბი­ან კახა კუ­კა­ვა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, მინ­დია გუ­ლუა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა თუ გაქვთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვარ და არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. ვფიქ­რობ, რომ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის მომ­ხრე ძა­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, ჩვე­ნი კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­მაჩ­ნია ამ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც უკვე წა­გე­ბუ­ლია. ეს ძა­ლე­ბი უნდა მო­ვამ­ზა­დოთ 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბით, ჩვენ­თვის კახა კუ­კა­ვას, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის, მინ­დია გუ­ლუ­ას, ნო­ღა­ი­დე­ლის (თუკი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობს) პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პარტნი­ო­რად მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა, ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი ძა­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. ისე ნუ­რა­ვინ გა­ი­გებს, რომ ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვარ, ზეგ პარ­ტი­ას ვქმნი და მა­ზეგ არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას; ყვე­ლა­ფე­რი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მოხ­დე­ბა.

- არ მი­იჩ­ნევთ, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში" საკ­მაო წვლი­ლი მი­გი­ძღვით"? 2003 წლის 22 ნო­ემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტის კარ­თან იდე­ქით და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­გი­წე­ვი­ათ, იმ­ჟა­მინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი ასე­თი პო­ზი­ცია?

- იმ­ხა­ნად აქ­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც არა­ვის გა­უ­წე­ვია პრე­ზი­დენ­ტის აბ­დი­კა­ცი­ის, ანუ იძუ­ლე­ბით გა­და­ყე­ნე­ბის­თვის, ეს აბ­დი­კა­ცია იყო და არა რე­ვო­ლუ­ცია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც დახ­ვდნენ ქუ­ჩა­ში პარ­ლა­მენ­ტში შე­საჭ­რე­ლად გამ­ზა­დე­ბულ ჯგუფს, მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვილს; თუ ვინ­მეს და­კა­ვე­ბა და აქ­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა უნ­დო­დათ, ვინ უშ­ლი­და? საქ­მე ის არის, რომ არც ში­ნა­გან საქ­მე­თა, არც უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს თუ სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას ძალა აღარ ჰქონ­და; ვხვდე­ბო­დი, რომ ამ პრო­ცე­სებს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და, ის გა­კოტ­რე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რად და რაც მთა­ვა­რია, ფი­ნან­სუ­რად. ში­ნა­გა­ნი ჯარი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს იყო შე­მორ­ტყმუ­ლი, მში­ერ-მწყურ­ვა­ლი, სვე­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლან­ძღვის მეტს არა­ფერს აკე­თებ­და; ვამ­ბობ­დი, რომ თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 36 სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი მი­ი­ღო, ამ­დე­ნი­ვე და­ვუ­წე­როთ-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვინ მო­მის­მი­ნა, 1 სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატს გა­და­ა­ყო­ლეს ყვე­ლა­ფე­რი... მე იმ­ხა­ნად პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის კარ­თან ვი­დე­ქი და არა შე­მო­სას­ვლელ კარ­თან. ჩე­მამ­დე ამ ხალ­ხმა ში­ნა­გა­ნი ჯა­რის 3 და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის 2 კორ­დო­ნი გა­მო­ი­ა­რა, რაღა უნდა მექ­ნა? პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზის კარ­თან ვი­დე­ქი, რომ­ლის მტვრე­ვაც და­ი­წყეს და გაქ­ცე­ვი­სა შემ­რცხვა, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

ინ­ტერ­ვიუ: "სა­ა­კაშ­ვილ­მა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პი­რით შე­მო­მით­ვა­ლა: კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შენ­ზე მოს­კოვ­ში კარგ სი­ტყვას მე­ტყვი­ა­ნო"

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა შეუთვალა მიშამ ვალერი ხაბურძანიას ოქრუაშვილის პირით

რა შეუთვალა მიშამ ვალერი ხაბურძანიას ოქრუაშვილის პირით

საქართველოში მიმდინარე რთულ პოლ­იტიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ გეგმებზე უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ ამჟამინდელ ვითარებას, განსაკუთრებით, გახმაურებული სასამართლო პროცესების მიმდინარეობას?

- დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ის კი შემიძლია ვთქვა, რომ თუ ადრე სასამართლო პროკურატურის ყველა მოთხოვნას ნოტარიუსივით ამტკიცებდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვენ იყავით ის მინისტრი, რომელიც ცდილობდა ოქროს შუალედი მოგენახათ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ოპონენტები კი ამგვარ პოლიტიკას არარეალისტურად მიიჩნევენ...

- ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მთავარია, რეალობას არ მოსწყდე. ზოგს ჰგონია, ამბიციები მაწუხებს, არადა, მინდა საქართველოში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო შეიქმნას როგორც დასავლეთისთვის, ისე ჩრდილოეთისთვის, საქართველომ ორივე მხარისაგან უნდა იხეიროს, ჩვენი პოლიტიკა საღ გათვლებს უნდა ეფუძნებოდეს. ამიტომაც, ვერ მივიღებ "ორჯონიკიძის" ძახილს მათგან, ვინც თვითონ არიან ორჯონიკიძის შთამომავლები.

- ბოლო ხანს მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე გახსენათ. თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მას თქვენი თანამდებობაზე დატოვება სთხოვა.

- სააკაშვილი ჩემს დისკრედიტაციას, მარგინალიზაციას ცდილობს, არადა, თვითონ არის მარგინალი, დგამს მონო-სპექტაკლებს თუნდაც ­დაცვის სამსახურთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ პუტინმა მას ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა სთხოვა, სიცრუეა, პუტინმა მას უთხრა: ვალერი ხაბურძანია იყო უშიშროების ის მინისტრი, რომელიც ჩვენთან კარგად თანამშრომლობდა და კარგი იქნება, თუ თქვენი მთავრობის მომავალი მინისტრიც თანამშრომლობის ამ დონეს შეინარჩუნებსო; პუტინმა ესეც ჩემი თხოვნით უთხრა, რადგან თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მომიგზავნა ხალხი, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც განმიცხადა: მიშამ შემოგითვალა, კარგი იქნება, თუ შენზე მოსკოვში კარგ სიტყვას მეტყვიანო, - ეს იყო და ეს. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მოსკოვში გაფრენამდე სააკაშვილმა მინისტრობიდან გამათავისუფლა. ეს ინფორმაცია კრემლშიც ჰქონდათ და ცხადია, გათავისუფლებულ მინისტრზე ქვეყნის პრეზიდენტს არავინ სთხოვდა, დატოვეო, საბავშვო ბაღი ხომ არ არის? სააკაშვილი საქართველოში ვეღარაფერს ახერხებს და ახლა მისი მთავარი ამოცანა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაა. ამგვარივე ცრუ ინტერპრეტაცია მისცა მან პატრიარქის საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან, ან საიდან იცოდა მისი შინაარსი?! ასეთი გულუბრყვილო ხომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი, რომ გათქვას წყარო, რომლისგანაც კონფიდენციური საუბრის შესახებ შეიტყო?

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა: ხაბურძანია დაბრუნდა საქართველოში, ახალი მთავრობა უშიშროების სისტემის კვლავ ცალკე გამოყოფას აპირებს, პუტინსაც ანალოგიური მოთხოვნა აქვსო... ანუ მიანიშნა თქვენს შესაძლო გამინისტრებაზე...

- ამ შემთხვევაში სააკაშვილმა პირველად მაშინ იცრუა, როცა თქვა, ხაბურძანია საქართველოში დაბრუნდაო, მოსკოვიდან გესაუბრებით! ამასთანავე, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ამგვარ თანამშრომლობას არ ვაპირებ, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია გვაქვს. ასე რომ, მათი მხრიდანაც გამოვრიცხავ შემოთავაზებას. არც უშიშროების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას მივესალმები.

- კონკრეტულად, როდის და რა სტატუსით აპირებთ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებთ თანამშრომლობას? თქვენს სავარაუდო პარტნიორებად სახელდებიან კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, მინდია გულუა. საქართველოს მოქალაქეობა თუ გაქვთ?

- საქართველოს მოქალაქე ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ვფიქრობ, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსული ვექტორის მომხრე ძალების კონსოლიდაცია ვერ მოხერხდება, ჩვენი კანდიდატის წარდგენაც არასერიოზულად მიმაჩნია ამ არჩევნებში, რომელიც უკვე წაგებულია. ეს ძალები უნდა მოვამზადოთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ასევე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. პოლიტიკური გემოვნებით, ჩვენთვის კახა კუკავას, ნინო ბურჯანაძის, მინდია გულუას, ნოღაიდელის (თუკი პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს) პოლიტიკური ორგანიზაციები პარტნიორად მისაღებია, თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, ასპარეზზე ახალი ძალებიც გამოჩნდნენ. ისე ნურავინ გაიგებს, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვდივარ, ზეგ პარტიას ვქმნი და მაზეგ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას; ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება.

- არ მიიჩნევთ, რომ "ვარდების რევოლუციაში" საკმაო წვლილი მიგიძღვით"? 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის კართან იდექით და მომიტინგეებისთვის აქტიური წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ, იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილისგან განსხვავებით. რამ განაპირობა თქვენი ასეთი პოზიცია?

- იმხანად აქტიური წინააღმდეგობა არც არავის გაუწევია პრეზიდენტის აბდიკაციის, ანუ იძულებით გადაყენებისთვის, ეს აბდიკაცია იყო და არა რევოლუცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც დახვდნენ ქუჩაში პარლამენტში შესაჭრელად გამზადებულ ჯგუფს, მათ შორის სააკაშვილს; თუ ვინმეს დაკავება და აქტიური წინააღმდეგობის გაწევა უნდოდათ, ვინ უშლიდა? საქმე ის არის, რომ არც შინაგან საქმეთა, არც უშიშროების სამინისტროს თუ სხვა სახელმწიფო უწყებას ძალა აღარ ჰქონდა; ვხვდებოდი, რომ ამ პროცესებს ჩვენი სახელმწიფო ძალისმიერი მეთოდით ვერ გაუმკლავდებოდა, ის გაკოტრებული იყო პოლიტიკურად და რაც მთავარია, ფინანსურად. შინაგანი ჯარი, რომელიც პარლამენტს იყო შემორტყმული, მშიერ-მწყურვალი, სველი, ხელისუფლების ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა; ვამბობდი, რომ თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 საპარლამენტო მანდატი მიიღო, ამდენივე დავუწეროთ-მეთქი, მაგრამ არავინ მომისმინა, 1 საპარლამენტო მანდატს გადააყოლეს ყველაფერი... მე იმხანად პარლამენტის სხდომათა დარბაზის კართან ვიდექი და არა შემოსასვლელ კართან. ჩემამდე ამ ხალხმა შინაგანი ჯარის 3 და სახელმწიფო დაცვის 2 კორდონი გამოიარა, რაღა უნდა მექნა? პარლამენტის დარბაზის კართან ვიდექი, რომლის მტვრევაც დაიწყეს და გაქცევისა შემრცხვა, სხვებისგან განსხვავებით.

ინტერვიუ: "სააკაშვილმა ოქრუაშვილის პირით შემომითვალა: კარგი იქნება, თუ შენზე მოსკოვში კარგ სიტყვას მეტყვიანო"

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა