სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ემიგრანტი ლუი ვუიტონის კომპანიაში მუშაობს
ქართველი ემიგრანტი ლუი ვუიტონის კომპანიაში მუშაობს

უკვე ორი თვეა, რაც მსოფ­ლიო მო­დის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნია "ლუი ვუ­ი­ტონ­ში" ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი დემ­ნა გვა­სა­ლია მუ­შა­ობს. "ლუი ვუ­ი­ტო­ნი", 2006 წლი­დან დღემ­დე, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ და მდიდ­რულ ბრენ­დად ით­ვლე­ბა და მისი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25,9 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. ეს მა­შინ, როცა უმაღ­ლე­სი კლა­სის ბრენდ "შა­ნე­ლის" სა­ბაზ­რო ფასი 6,68 მი­ლი­არ­დი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია.

დემ­ნა გვა­სა­ლია ამ­ჟა­მად პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ ან­ტვერ­პენ­ში, ბელ­გი­ის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ა­ში მო­დის დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­წავ­ლა. ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­დის ელი­ტურ სკო­ლად ით­ვლე­ბა და ბევრ ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

დემ­ნა მუ­შა­ობ­და მა­მა­კა­ცის ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რად ვოლ­ტერ ვან ბე­ი­რენ­დონკთან. მისი 2008 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, ტო­კი­ოს მო­დის კვი­რე­ულ­ზე შედ­გა.

2009 წელს ქა­ლის ტან­საც­მლის პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­ლექ­ცია გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლი შექ­მნა. შემ­დეგ ზამ­თრის კო­ლექ­ცია გა­ა­კე­თა. 2009-2013 წლებ­ში იყო ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მა­ი­სონ მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლას ქა­ლის ტან­საც­მლის დე­ფი­ლეს მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი. შე­გახ­სე­ნებთ, ამ დი­ზა­ი­ნერ­მა სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია 2009 წელს და­ტო­ვა. 2002 წელს მარ­ჯი­ე­ლას კერ­ძო კომ­პა­ნია სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბად გა­და­კეთ­და და მისი აქ­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი "დი­ზე­ლის" ჯგუ­ფის მფლო­ბელ­მა რენ­ზო რუ­სომ შე­ი­ძი­ნა. ამის შემ­დეგ მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი, რომ მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლამ და­ტო­ვა კომ­პა­ნია. მის კი ნაც­ვლად კო­ლექ­ცი­ებ­ზე ანო­ნიმ დი­ზა­ი­ნერ­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და. ეს ხმე­ბი 2009 წელს და­დას­ტურ­და, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ი­დან მარ­ჯი­ე­ლას წას­ვლის შე­სა­ხებ. "ვინც იცის, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, მარ­ჯი­ე­ლამ ყვე­ლა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა", - ამ­ბობს მარკ ჯე­ი­კობ­სი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მარ­ჯი­ე­ლამ, აზე­დინ ალა­ი­ა­დან და­წყე­ბუ­ლი, ალექ­სან­დრე მაკ­ქვი­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ზე­გავ­ლე­ნა მარ­თლაც ყვე­ლა­ზე მო­ახ­დი­ნა.

ამ კომ­პა­ნი­ა­ში მოხ­ვედ­რამ­დე დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო მი­ი­ღო. 2004 წელს გა­მარ­თუ­ლი შო­უს­თვის, კრის­ტინ მა­ტი­ის ჯილ­დო, რო­გორც იმე­დის მომ­ცემ­მა მო­მა­ვალ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა. პრი­ზი დემ­ნას ცნო­ბილ­მა ბელ­გი­ელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა დრის ვან ნო­ტენ­მა გა­დას­ცა. წლის კო­ლექ­ცი­ის­თვის მი­ღე­ბუ­ლი აქვს გრან-პრი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტა­ლან­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რის­თვის - 2005 წელს იტა­ლი­ა­ში და­ა­ჯილ­დო­ვეს. 2005 წელს ბელ­გი­ა­ში, ან­ტვერ­პენ­ში, ფეხ­საც­მლის სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნის­თვის და­ჯილ­დოვ­და. 2006 წელს გა­ი­მარ­ჯვა ნიუ-იორკში, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში - სუ­ნა­მოს კონ­ცეფ­ცი­ის დი­ზა­ი­ნი და ახა­ლი მე­თო­დე­ბი, სუნი და არო­მა­ტი. 2012 წელს იყო პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი - მარ­ჯი­ე­ლა ეიჩ-ენდ-ემის­თვის.

- დემ­ნა, რო­გორ მოხ­ვდით მე­ი­სონ მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლას­თან სა­მუ­შა­ოდ?

- მარ­ჯი­ე­ლას­თან მუ­შა­ო­ბა­ზე ჯერ კი­დევ მა­შინ ვოც­ნე­ბობ­დი, რო­დე­საც ან­ტვერ­პენ­ში ვსწავ­ლობ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბელ­გი­ა­სა და ჰო­ლან­დი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე. აგ­რეთ­ვე, ჩემი სა­ხე­ლით, ქა­ლის ტან­საც­მლის ორი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა მქონ­და. მე­ო­რე კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მარ­ჯი­ე­ლას წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და შე­მომ­თა­ვა­ზეს, მათ­თვის ქა­ლის ფეხ­საც­მლის კო­ლექ­ცი­ა­ზე მე­მუ­შა­ვა. ორ კვი­რა­ში პა­რიზ­ში გა­და­ვე­დი და ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა.

- რას აკე­თებ­დით, უფრო დე­ტა­ლუ­რად რას მო­ი­ცავ­და თქვე­ნი სა­მუ­შაო მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლას­თან?

- პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვი­ყა­ვი ფეხ­საც­მლის კო­ლექ­ცი­ა­ზე. ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, და­წყე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ის კონ­ცეფ­ცი­ით, მა­სა­ლა, ფე­რე­ბი, სი­ლუ­ე­ტი­სა და ეს­კი­ზის შექ­მნა, კას­ტინ­გი, მუ­სი­კა, მოწ­ვე­ვე­ბი და შოუს იდეა. ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვი­ყა­ვი მარ­ჯი­ე­ლა­სა და ეიჩ-ენდ-ემის ერ­თობ­ლი­ვი კო­ლექ­ცი­ის დი­ზა­ინ­ზე. 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში, 4-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, მარ­ჯი­ე­ლას­გან წა­მო­ვე­დი და იგი­ვე პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვე ლუი ვუ­ი­ტო­ნის ქა­ლის ტან­საც­მლის კომ­პა­ნი­ა­ში.

- მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლასთნ პი­რა­დად თუ გი­წევ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რო­დე­საც მარ­ჯი­ე­ლას­თან მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, ის უკვე წა­სუ­ლი იყო კომ­პა­ნი­ი­დან. მე გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა მის მარ­ჯვე­ნა ხელ­თან, ასის­ტენ­ტთან, რო­მე­ლიც მარ­ტინ­თან ერ­თად 20 წელი მუ­შა­ობ­და და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო შე­მოქ­მე­დე­ბით მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე.

- რა დე­ვი­ზი ჰქონ­და მას კო­ლე­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მისი ხა­სი­ა­თი და მო­დას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გო­რი იყო?

- ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შექ­მნა ისე­თი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც აღაფრ­თო­ვა­ნებს ხალ­ხს, იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი.

- თქვე­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბი რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­საა, ახ­ლოს არის მარ­ჯი­ე­ლას­თან?

- მე ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ტან­საც­მლი­სად­მი მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლას კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბით და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვი, ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი. თუმ­ცა მე თვი­თონ, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი, უფრო მე­ტად ნა­წარმ­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მინ­და, რომ ხალ­ხი ატა­რებ­დეს და სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ­დეს ჩემი ტან­საც­მლის­გან.

- ახლა უფრო პრეს­ტი­ჟულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობთ...

- ლუი ვუ­ი­ტო­ნი ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლი ბრენ­დია მსოფ­ლი­ო­ში. უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად, მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბით. ამი­ტომ ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა მათ­თან მუ­შა­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც მაქვს კონ­ტრას­ტუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მარ­ჯი­ე­ლას­თან, რო­მე­ლიც უფრო შე­მოქ­მე­დე­ბით მხა­რე­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ახლა ჩემი ინ­ტე­რე­სია, მო­დის, რო­გორც მდიდ­რუ­ლი პრო­დუქ­ტის შეს­წავ­ლა.

- მარკ ჯე­ი­კობსს პი­რა­დად ხვდე­ბით და გაქვთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ის არის ლუი ვუ­ი­ტო­ნის კომ­პა­ნი­ის სამ­ხატ­ვრო დი­რექ­ტო­რი. მე ვხვდე­ბი მას და ვმუ­შა­ობთ ერ­თად პრეტ-ა-პორ­ტე­ზე.

- რო­გო­რია მარ­კი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში?

- ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან მუ­შა­ო­ბა და დიდ სტი­მულს მაძ­ლევს.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ მო­მა­ვალ­ში, იმუ­შა­ვებთ რო­მე­ლი­მე დი­ზა­ი­ნერ­თან თუ პერ­სო­ნა­ლურ კო­ლექ­ცი­ებს გა­ა­კე­თებთ და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით გა­მოხ­ვალთ?

- ამ ეტაპ­ზე უფრო მეტ და გან­სხვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ, ფუ­ფუ­ნე­ბაა ისეთ ბრენდთან მუ­შა­ო­ბა, რო­გო­რიც ლუი ვუ­ი­ტო­ნია. დიდი გაკ­ვე­თი­ლია, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნო დღე­ვან­დე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, გლო­ბა­ლუ­რი მო­დის რე­ა­ლო­ბა. მო­მა­ვალ­ში მინ­და შევ­ქმნა ტან­საც­მლის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი მო­დის სტრუქ­ტუ­რის­გან. მინ­და ხალ­ხს შევ­თა­ვა­ზო ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მათ გარ­დე­რობ­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

- რო­დის და სად წახ­ვე­დით პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­დან და რო­გორ და­ი­წყეთ მო­დის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა?

- 2000 წელს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩემს ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი. ჩემი მშობ­ლე­ბი ახ­ლაც იქ ცხოვ­რო­ბენ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ტან­საც­მლის შექ­მნა. ერთხე­ლაც, ბელ­გი­ა­ში, ან­ტვერ­პე­ნის სა­მე­ფო აკა­დე­მია და ბელ­გი­ე­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ­ლებ­თა­ნაც ეს­თე­ტი­კურ კავ­შირს ვგრძნობ­დი. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მო­დის სკო­ლა. ვცა­დე და ჩა­ვა­ბა­რე. იქ ოთხი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წელი ვის­წავ­ლე. ბელ­გი­ა­ში მთლი­ა­ნო­ბა­ში ექ­ვსი წელი დავ­რჩი და ის გახ­და ჩემი მე­ო­რე სახ­ლი. ოთხი წლის წინ, რაც მარ­ჯი­ე­ლას­თან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, გა­და­ვე­დი პა­რიზ­ში, სა­დაც ახ­ლაც ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ.

- თა­ვი­დან ის­წავ­ლეთ, შემ­დეგ მი­ი­ღეთ ჯილ­დო­ე­ბი. ეს ად­ვი­ლია დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში?

- მო­და­ში არა­ფე­რია ად­ვი­ლი. ეს არის მუდ­მი­ვი ბრძო­ლა სრულ­ყო­ფის­თვის და სი­ლა­მა­ზის შექ­მნის­თვის. მჯე­რა, რომ მხო­ლოდ ბევრ მუ­შა­ო­ბას და პრო­ფე­სი­ით გა­ტა­ცე­ბას მო­აქვს წარ­მა­ტე­ბა ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­დის სფე­რო­შია ასე. მი­ვი­ღე ჯილ­დო­ე­ბი და პრი­ზე­ბი, მაგ­რამ ეს არას­დროს ყო­ფი­ლა ჩემი მი­ზა­ნი. უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და და, რა თქმა უნდა, ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რი, როცა იმის­თვის მა­ჯილ­დო­ებ­დნენ, რი­სიც მჯე­რო­და.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ გეგ­მავთ ჩვე­ნე­ბას ან მა­ღა­ზი­ის გახ­სნას? თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან?

- ამ­ჟა­მად არ მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე პრო­ექ­ტი. თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში, იმე­დი მაქვს, შევ­ძლებ და­ვეხ­მა­რო ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტებს მო­დის სფე­რო­ში. მე მქონ­და ოც­ნე­ბა და ვი­ღაც და­მეხ­მა­რა ამ ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამი­ტომ მინ­და, მეც იგი­ვე გა­ვა­კე­თო. დრო გვიჩ­ვე­ნებს, რა გზით მოხ­დე­ბა ეს, მაგ­რამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იდე­ე­ბი მაქვს.

- თქვენ ვინ და­გეხ­მა­რათ ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა­ში?

- 2002 წელს, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე ან­ტვერ­პენ­ში მო­დის შეს­წავ­ლა, ჩემი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა 4-წლი­ა­ნი სწავ­ლი­სა და კო­ლექ­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ში. ამ მე­გო­ბარს სჯე­რო­და ჩემი და ჩემი ოც­ნე­ბის და და­მეხ­მა­რა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

- რა რჩე­ვებს მის­ცემთ დამ­წყებ და უკვე ცნო­ბილ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს?

- ჩემი ერ­თა­დერ­თი რჩე­ვაა, დარ­ჩე მარ­თა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და არ ეცა­დო, იყო სხვე­ბის მსგავ­სი. იმუ­შაო ბევ­რი და არ შე­წყვი­ტო გჯე­რო­დეს იმის, რი­სიც გჯე­რა.

- მოგ­წონთ რო­მე­ლი­მე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თლა არ ვიცი, რა ხდე­ბა ახლა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ­ნე­ბი­ან დიდი ტა­ლან­ტე­ბი. მე ისევ მომ­წონს ნინო ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლის ად­რინ­დე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რად­გან ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ქარ­თუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი?

- მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლა და ფიბი ფა­ი­ლოუ, რო­მე­ლიც 2010 წელს სა­უ­კე­თე­სო ბრი­ტა­ნელ დი­ზა­ი­ნე­რად და­სა­ხელ­და.

- ცნო­ბილ კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ებ­საც აკე­თებთ?

- ახლა, ამ პე­რი­ოდ­ში, ჩემს სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე არ ვმუ­შა­ობ, რად­გან ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ ლუი ვუ­ი­ტონ­თან ქა­ლის ტან­საც­მელ­ზე მუ­შა­ო­ბით. იან­ვრის და­სა­წყის­ში გა­და­ვე­დი ამ კომ­პა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ, შემ­დე­გი მო­დის ჩვე­ნე­ბა უკვე მო­ი­თხოვს ჩემ­გან მას­ში ჩარ­თვას. 6 მარტს შედ­გე­ბა შოუ-ჩვე­ნე­ბა.

ფო­ტო­ებ­ზე: მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლას კო­ლექ­ცი­ე­ბი.

ზაზა გი­გა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ქართველი ემიგრანტი ლუი ვუიტონის კომპანიაში მუშაობს

ქართველი ემიგრანტი ლუი ვუიტონის კომპანიაში მუშაობს

უკვე ორი თვეა, რაც მსოფლიო მოდის სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანია "ლუი ვუიტონში" ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მუშაობს. "ლუი ვუიტონი", 2006 წლიდან დღემდე, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ და მდიდრულ ბრენდად ითვლება და მისი საბაზრო ღირებულება 25,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა უმაღლესი კლასის ბრენდ "შანელის" საბაზრო ფასი 6,68 მილიარდი ამერიკული დოლარია.

დემნა გვასალია ამჟამად პარიზში ცხოვრობს. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისში დაამთავრა. შემდეგ ანტვერპენში, ბელგიის სამეფო აკადემიაში მოდის დიზაინის მიმართულებით ისწავლა. ეს უნივერსიტეტი მოდის ელიტურ სკოლად ითვლება და ბევრ ცნობილ დიზაინერს აქვს დამთავრებული.

დემნა მუშაობდა მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერად ვოლტერ ვან ბეირენდონკთან. მისი 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერსონალური კოლექციის პრეზენტაცია, სახელწოდებით სტერეოტიპები, ტოკიოს მოდის კვირეულზე შედგა.

2009 წელს ქალის ტანსაცმლის პერსონალური კოლექცია გაზაფხული-ზაფხული შექმნა. შემდეგ ზამთრის კოლექცია გააკეთა. 2009-2013 წლებში იყო ცნობილი დიზაინერის მაისონ მარტინ მარჯიელას ქალის ტანსაცმლის დეფილეს მთავარი დიზაინერი. შეგახსენებთ, ამ დიზაინერმა საკუთარი კომპანია 2009 წელს დატოვა. 2002 წელს მარჯიელას კერძო კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მისი აქციების უდიდესი ნაწილი "დიზელის" ჯგუფის მფლობელმა რენზო რუსომ შეიძინა. ამის შემდეგ მუდმივად ვრცელდებოდა ჭორები, რომ მარტინ მარჯიელამ დატოვა კომპანია. მის კი ნაცვლად კოლექციებზე ანონიმ დიზაინერთა ჯგუფი მუშაობდა. ეს ხმები 2009 წელს დადასტურდა, როცა ოფიციალურად გახდა ცნობილი კომპანიიდან მარჯიელას წასვლის შესახებ. "ვინც იცის, როგორია ცხოვრება თანამედროვე მსოფლიოში, მარჯიელამ ყველაზე მოახდინა გავლენა", - ამბობს მარკ ჯეიკობსი. როგორც ამბობენ, მარჯიელამ, აზედინ ალაიადან დაწყებული, ალექსანდრე მაკქვინით დამთავრებული, ზეგავლენა მართლაც ყველაზე მოახდინა.

ამ კომპანიაში მოხვედრამდე დემნა გვასალიამ რამდენიმე ჯილდო მიიღო. 2004 წელს გამართული შოუსთვის, კრისტინ მატიის ჯილდო, როგორც იმედის მომცემმა მომავალმა დიზაინერმა. პრიზი დემნას ცნობილმა ბელგიელმა დიზაინერმა დრის ვან ნოტენმა გადასცა. წლის კოლექციისთვის მიღებული აქვს გრან-პრი, საერთაშორისო ტალანტების მხარდამჭერისთვის - 2005 წელს იტალიაში დააჯილდოვეს. 2005 წელს ბელგიაში, ანტვერპენში, ფეხსაცმლის საუკეთესო დიზაინისთვის დაჯილდოვდა. 2006 წელს გაიმარჯვა ნიუ-იორკში, საერთაშორისო პროექტში - სუნამოს კონცეფციის დიზაინი და ახალი მეთოდები, სუნი და არომატი. 2012 წელს იყო პროექტის ხელმძღვანელი - მარჯიელა ეიჩ-ენდ-ემისთვის.

- დემნა, როგორ მოხვდით მეისონ მარტინ მარჯიელასთან სამუშაოდ?

- მარჯიელასთან მუშაობაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როდესაც ანტვერპენში ვსწავლობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბელგიასა და ჰოლანდიაში ვიმუშავე. აგრეთვე, ჩემი სახელით, ქალის ტანსაცმლის ორი კოლექციის ჩვენება მქონდა. მეორე კოლექციის ჩვენების შემდეგ მარჯიელას წარმომადგენელები მოვიდნენ ჩემთან და შემომთავაზეს, მათთვის ქალის ფეხსაცმლის კოლექციაზე მემუშავა. ორ კვირაში პარიზში გადავედი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

- რას აკეთებდით, უფრო დეტალურად რას მოიცავდა თქვენი სამუშაო მარტინ მარჯიელასთან?

- პასუხისმგებელი ვიყავი ფეხ­საცმლის კოლექციაზე. ვაკეთებდი ყველაფერს, დაწყებული კოლექციის კონცეფციით, მასალა, ფერები, სილუეტისა და ესკიზის შექმნა, კასტინგი, მუსიკა, მოწვევები და შოუს იდეა. ასევე პასუხისმგებელი ვიყავი მარჯიელასა და ეიჩ-ენდ-ემის ერთობლივი კოლექციის დიზაინზე. 2012 წლის ნოემბერში, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, მარჯიელასგან წამოვედი და იგივე პოზიცია დავიკავე ლუი ვუიტონის ქალის ტანსაცმლის კომპანიაში.

- მარტინ მარჯიელასთნ პირადად თუ გიწევდათ ურთიერთობა?

- როდესაც მარჯიელასთან მუშაობა დავიწყე, ის უკვე წასული იყო კომპანიიდან. მე გავაგრძელე მუშაობა მის მარჯვენა ხელთან, ასისტენტთან, რომელიც მარტინთან ერთად 20 წელი მუშაობდა და პასუხისმგებელი იყო შემოქმედებით მიმართულებაზე.

- რა დევიზი ჰქონდა მას კოლეციაზე მუშაობისას, მისი ხასიათი და მოდასთან დამოკიდებულება როგორი იყო?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც აღაფრთოვანებს ხალხს, იქნება გამორჩეული და ინდივიდუალური.

- თქვენი კოლექციები რა მიმართულებისაა, ახლოს არის მარჯიელასთან?

- მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ტანსაცმლისადმი მარტინ მარჯიელას კონცეპტუალური მიდგომებით და რასაკვირველია, მისი გავლენის ქვეშ ვიყავი, ისევე, როგორც ბევრი თანამედროვე მოდის დიზაინერი. თუმცა მე თვითონ, როგორც დიზაინერი, უფრო მეტად ნაწარმზე ვარ ორიენტირებული და მინდა, რომ ხალხი ატარებდეს და სიამოვნებას იღებდეს ჩემი ტანსაცმლისგან.

- ახლა უფრო პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობთ...

- ლუი ვუიტონი ყველაზე მდიდრული ბრენდია მსოფლიოში. უსაზღვრო შესაძლებლობებით, მაგრამ, იმავდროულად, მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოებით. ამიტომ ჩემთვის დიდი გამოწვევაა მათთან მუშაობა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაქვს კონტრასტული გამოცდილება მარჯიელასთან, რომელიც უფრო შემოქმედებით მხარეზე იყო ორიენტირებული. ახლა ჩემი ინტერესია, მოდის, როგორც მდიდრული პროდუქტის შესწავლა.

- მარკ ჯეიკობსს პირადად ხვდებით და გაქვთ მასთან ურთიერთობა?

- ის არის ლუი ვუიტონის კომპანიის სამხატვრო დირექტორი. მე ვხვდები მას და ვმუშაობთ ერთად პრეტ-ა-პორტეზე.

- როგორია მარკი სამუშაო პროცესში?

- ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა და დიდ სტიმულს მაძლევს.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში, იმუშავებთ რომელიმე დიზაინერთან თუ პერსონალურ კოლექციებს გააკეთებთ და საკუთარი სახელით გამოხვალთ?

- ამ ეტაპზე უფრო მეტ და განსხვავებულ გამოცდილებას ვიღებ, ფუფუნებაა ისეთ ბრენდთან მუშაობა, როგორიც ლუი ვუიტონია. დიდი გაკვეთილია, რომ აღმოვაჩინო დღევანდელი, თანამედროვე, გლობალური მოდის რეალობა. მომავალში მინდა შევქმნა ტანსაცმლის ახალი კონცეფცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება არსებული მოდის სტრუქტურისგან. მინდა ხალხს შევთავაზო ტანსაცმელი, რომელიც მათ გარდერობში მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება.

- როდის და სად წახვედით პირველად საქართველოდან და როგორ დაიწყეთ მოდის სფეროში მოღვაწეობა?

- 2000 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩემს ოჯახთან ერთად გერმანიაში ემიგრაციაში გადავედი. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ყოველთვის მინდოდა ტანსაცმლის შექმნა. ერთხელაც, ბელგიაში, ანტვერპენის სამეფო აკადემია და ბელგიელი მოდის დიზაინერები აღმოვაჩინე, რომლებთანაც ესთეტიკურ კავშირს ვგრძნობდი. ეს არის მსოფლიოში ცნობილი მოდის სკოლა. ვცადე და ჩავაბარე. იქ ოთხი არაჩვეულებრივი წელი ვისწავლე. ბელგიაში მთლიანობაში ექვსი წელი დავრჩი და ის გახდა ჩემი მეორე სახლი. ოთხი წლის წინ, რაც მარჯიელასთან დავიწყე მუშაობა, გადავედი პარიზში, სადაც ახლაც ვცხოვრობ და ვმუშაობ.

- თავიდან ისწავლეთ, შემდეგ მიიღეთ ჯილდოები. ეს ადვილია დამწყები დიზაინერებისთვის უცხო ქვეყანაში?

- მოდაში არაფერია ადვილი. ეს არის მუდმივი ბრძოლა სრულყოფისთვის და სილამაზის შექმნისთვის. მჯერა, რომ მხოლოდ ბევრ მუშაობას და პროფესიით გატაცებას მოაქვს წარმატება ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ეს განსაკუთრებით მოდის სფეროშია ასე. მივიღე ჯილდოები და პრიზები, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. უბრალოდ, ასე მოხდა და, რა თქმა უნდა, ვიყავი ბედნიერი, როცა იმისთვის მაჯილდოებდნენ, რისიც მჯეროდა.

- საქართველოში თუ გეგმავთ ჩვენებას ან მაღაზიის გახსნას? თუ გაქვთ ურთიერთობა ქართველ დიზაინერებთან?

- ამჟამად არ მაქვს საქართველოსთან დაკავშირებული რაიმე პროექტი. თუმცა მომავალში, იმედი მაქვს, შევძლებ დავეხმარო ახალგაზრდა ტალანტებს მოდის სფეროში. მე მქონდა ოცნება და ვიღაც დამეხმარა ამ ოცნების განხორციელებაში. ამიტომ მინდა, მეც იგივე გავაკეთო. დრო გვიჩვენებს, რა გზით მოხდება ეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით იდეები მაქვს.

- თქვენ ვინ დაგეხმარათ ოცნების ახდენაში?

- 2002 წელს, როდესაც გადავწყვიტე ანტვერპენში მოდის შესწავლა, ჩემი მეგობარი დამეხმარა 4-წლიანი სწავლისა და კოლექციის დაფინანსებაში. ამ მეგობარს სჯეროდა ჩემი და ჩემი ოცნების და დამეხმარა მის განხორციელებაში.

- რა რჩევებს მისცემთ დამწყებ და უკვე ცნობილ ქართველ დიზაინერებს?

- ჩემი ერთადერთი რჩევაა, დარჩე მართალი საკუთარ თავთან და არ ეცადო, იყო სხვების მსგავსი. იმუშაო ბევრი და არ შეწყვიტო გჯეროდეს იმის, რისიც გჯერა.

- მოგწონთ რომელიმე ქართველი დიზაინერი?

- სამწუხაროდ, მართლა არ ვიცი, რა ხდება ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნებიან დიდი ტალანტები. მე ისევ მომწონს ნინო ჩუბინიშვილის ადრინდელი ნამუშევარი, რადგან ის ინდივიდუალურია, ქართული და თანამედროვე.

- რომელია თქვენი საყვარელი ცნობილი დიზაინერი?

- მარტინ მარჯიელა და ფიბი ფაილოუ, რომელიც 2010 წელს საუკეთესო ბრიტანელ დიზაინერად დასახელდა.

- ცნობილ კომპანიებში მუშაობის პარალელურად, საკუთარ კოლექციებსაც აკეთებთ?

- ახლა, ამ პერიოდში, ჩემს საკუთარ კოლექციაზე არ ვმუშაობ, რადგან ძალიან დაკავებული ვარ ლუი ვუიტონთან ქალის ტანსაცმელზე მუშაობით. იანვრის დასაწყისში გადავედი ამ კომპანიაში სამუშაოდ და მიუხედავად იმისა, რომ ახალი თანამშრომელი ვარ, შემდეგი მოდის ჩვენება უკვე მოითხოვს ჩემგან მასში ჩართვას. 6 მარტს შედგება შოუ-ჩვენება.

ფოტოებზე: მარტინ მარჯიელას კოლექციები.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება