სიდნეიში თოჯინების საავადმყოფო სახელწოდებით "სიდნეის პირველადი თოჯინების საავადმყოფო" (Sydney’s Famous Original Doll Hospital) მდებარეობს.
დაწესებულებაში დაზიანებულ სათამაშოებს აღდგენენ და პირველად იერს უბრუნებენ. საავადმყოფოს აქვს სპეციალური საცავი "თოჯინების სასაფლაო", სადაც ისეთ სათამაშოებს ათავსებენ, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.
ყუთები სავსეა თოჯინის გატეხილი ხელებით, ფეხებით და სხვა. "ექიმები" სათამაშოებს დაზიანების მიხედვით ახარისხებენ, კაბებს აცმევენ და პირველად სახეს უბრუნებენ. მოგვიანებით სათამაშოებს ფუთავენ და ყიდიან. მშობლის განაცხადის შემდეგ ადმინისტრაცია ოჯახს აღდგენილ თოჯინას უბრუნებს.
"არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე პატარა გოგონების ღიმილი, როდესაც საყვარელ თოჯინას "გამოჯანმრთელებულს" ხედავენ. ბავშვებს სათამაშოებთან განშორება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით კი გოგონებს, რომლებისთვისაც თოჯინა უახლოესი მეგობარია", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
ეს კომპანია 100 წელია ფუნქციონირებს და მათი ძალისხმევით 2.5 მილიონმა თოჯინამ "ახალი სიცოხლე" შეიძინა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.