სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Economist - "ბიძინა ივანიშვილი - პოპულარული მხოლოდ სამშობლოში"
The Economist - "ბიძინა ივანიშვილი - პოპულარული მხოლოდ სამშობლოში"

ინ­გლი­სუ­რი გა­მო­ცე­მა The Economist-ი აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე სა­თა­უ­რით: "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - პო­პუ­ლა­რუ­ლი მხო­ლოდ სამ­შობ­ლო­ში".

"აქვს თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრობ­ლე­მა?" - სვამს კი­თხვას სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამომ­რჩე­ველ­თა შო­რის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი და პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ყოლა მი­უ­თი­თებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ებს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, რო­გორც წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა ის­წრაფ­ვის - ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რო­გორც მი­ლი­არ­დე­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც არ ეს­მის დე­მოკ­რა­ტია და სა­კუ­თა­რი მტრე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა სურს. The Economist-ი წერს, რომ რამ­დე­ნა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის ვერ მუ­შა­ობს, ქვეყ­ნის იმი­ჯი მის სა­ზღვრებს გა­რეთ ზი­ან­დე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი წევ­რი "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ ისი­ნი ახალ მთავ­რო­ბას უცხო­ე­ლებ­თან აკ­რი­ტი­კე­ბენ. იან­ვარ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა დაგ­მო ახა­ლი მთავ­რო­ბა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზეა. გა­სულ კვი­რას კი, გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი იმა­ვე ტაქ­ტი­კის გა­ტა­რე­ბას აპი­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­ჩევ­ნებ­ში, რო­გო­რიც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა: "ოლი­გარ­ქე­ბი, რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი, შან­ტა­ჟე­ბი და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი". თუმ­ცა, 4 მარტს ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა სა­ჯა­რო მი­მარ­თვა, სა­დაც ბო­დიშს უხ­დის სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ებს პრე­ზი­დენ­ტის საქ­ცი­ე­ლის­თვის", - წერს The Economist-ი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს ივა­ნიშ­ვი­ლი წყო­ბი­დან ვერ გა­მოჰ­ყავს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ რამ­დე­ნი­მე არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ერ­თობ ნაჩ­ქა­რე­ვი იყო პარ­ლა­მენ­ტში "პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის" იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის გა­ტა­რე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი საქ­მის სის­ტე­მუ­რი გან­ხილ­ვის გა­რე­შე. კი­დევ ერთი შავი ლაქა იყო ის, რომ მან ვერ შეძ­ლო "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" ერ­თგუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის და­ში­ნე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა. ეს უმოქ­მე­დო­ბა, თბი­ლის­ში ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას­თან ერ­თად, შეშ­ფო­თე­ბას ზრდის შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც The Economist-ის" სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის ახა­ლი არ არის და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვად იყო ამის მსხვერ­პლი, როცა მისი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თით­ქმის 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და­ჯა­რიმ­და. გა­ზეთს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მა­გა­ლი­თიც მოჰ­ყავს, "რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არ არის ან­გე­ლო­ზი", მან 2006 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ტო­ვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით და მისი გა­დად­გო­მი­დან ერთ კვი­რა­ში მას­ზე გა­მო­ძალ­ვის მუხ­ლით აღ­ძრეს საქ­მე.

ჟურ­ნა­ლის­ტი იმა­საც წერს, რომ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის კო­რუფ­ცი­ა­სა და ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვით წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ სა­კი­თხი­სად­მი მთავ­რო­ბის მიდ­გო­მა უფრო საზ­რი­ა­ნი გახ­და. The Economist-ი წერს, რომ გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აშშ-სა და ნატო-ს შტა­ბ­ბი­ნას ეს­ტუმ­რა სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად, პარ­ლა­მენ­ტი კი გან­ხი­ლავს კა­ნონპ­რო­ექტს ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­ამ­სუ­ბუ­ქებს სას­ჯელს წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ინ­სტან­ცი­ის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის.

"თუმ­ცა, ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბი ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, ხაზს უს­ვამს აზ­რთა უთან­ხმო­ე­ბას "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - წერს გა­ზე­თი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 4 მარტს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და - და­ბა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს თუ მათ "თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო" აა­შე­ნეს?

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ის­წრაფ­ვის, გა­ა­უ­ფა­სუ­როს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიღ­წე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა წინ, კერ­ძოდ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დგომ წლებ­ში. გა­ი­ზარ­და ეკო­ნო­მი­კა, ხდე­ბო­და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და და ამო­ღე­ბა, აღ­დგა ძი­რი­თა­დი სერ­ვი­სე­ბი", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

თუმ­ცა გა­ზე­თი აღ­ნიშ­ნავს, რომ ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას, "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შავი ნა­წი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. თუმ­ცა, ის ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­რე­შე", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­ზი­ტი­ურ მხა­რე­ებ­ზე უა­რის თქმა, მარ­ცხის ტოლ­ფა­სია - ეს ახან­გრძლი­ვებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბულ მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბას, რაც თა­ვის მხრივ, ჩრდი­ლავს ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ და­დე­ბით საქ­მე­ებს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, წარ­სულ­თან შე­და­რე­ბით, სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი უფრო მე­ტად გახ­სნი­ლე­ბი არი­ან. გა­ნი­ხი­ლე­ბა უფრო ძლი­ე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ნო­პო­ლი­ე­ბი­სა და ბა­ზარ­ზე ბა­ტო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­ზე­თი წერს, რომ და­წყე­ბუ­ლია რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გი და საკ­მა­ოდ დი­დია შან­სე­ბი, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი რუ­სულ ბა­ზარ­ზე დაბ­რუნ­დე­ბა. სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი კი, პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მის იმა­ზე დიდ ხა­რისხზე მი­უ­თი­თებს, ვიდ­რე ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბის დროს იყო დაშ­ვე­ბუ­ლი.

"გა­უ­გე­ბა­რია რა არის, თუ სა­ერ­თოდ არის, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ხედ­ვა", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ამას­თან, გა­ზეთს მოჰ­ყავს კარ­ნე­გის მშვი­დო­ბის ცენ­ტრის კვლე­ვის შე­დე­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქარ­თვე­ლე­ბის 45% და­დე­ბი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი სტა­ლი­ნის მი­მართ, მი­უ­ხე­და­ვად მისი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი­სა. თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი კვლე­ვის ავ­ტო­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მხარს უჭე­რენ ავ­ტოკ­რა­ტულ რე­ჟიმს, მაგ­რა ეს ასა­ხავს მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ბუნ­დო­ვან სუ­რათს.

"კო­ა­ლი­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბის მო­უქ­ნე­ლი სტი­ლი, რო­მელ­საც აერ­თი­ა­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა და სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ძულ­ვი­ლი, ზრდის მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­ურ­კვევ­ლო­ბას. ივა­ნიშ­ვი­ლის ხედ­ვა, თუ რო­გორ აპი­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბას და არა მხო­ლოდ მისი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას, ერ­თობ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის გა­რეთ", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Economist-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

The Economist - "ბიძინა ივანიშვილი - პოპულარული მხოლოდ სამშობლოში"

The Economist - "ბიძინა ივანიშვილი - პოპულარული მხოლოდ სამშობლოში"

ინგლისური გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე სათაურით: "ბიძინა ივანიშვილი - პოპულარული მხოლოდ სამშობლოში".

"აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემა?" - სვამს კითხვას სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამომრჩეველთა შორის მაღალი რეიტინგი და პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ყოლა მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოზიციებს არაფერი ემუქრება სამშობლოში, საქართველოში. თუმცა, როგორც წერილშია აღნიშნული, საერთაშორისო პრესა ისწრაფვის - ივანიშვილი წარმოაჩინოს, როგორც მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც არ ესმის დემოკრატია და საკუთარი მტრების განადგურება სურს. The Economist-ი წერს, რომ რამდენადაც პოლიტიკური კოჰაბიტაცია "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის ვერ მუშაობს, ქვეყნის იმიჯი მის საზღვრებს გარეთ ზიანდება.

"ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომ ისინი ახალ მთავრობას უცხოელებთან აკრიტიკებენ. იანვარში სააკაშვილმა დაგმო ახალი მთავრობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეა. გასულ კვირას კი, განაცხადა, რომ რუსეთი იმავე ტაქტიკის გატარებას აპირებს აზერბაიჯანის არჩევნებში, როგორიც მან საქართველოში გაატარა: "ოლიგარქები, რუსული კაპიტალი, შანტაჟები და პროვოკაციები". თუმცა, 4 მარტს ბატონმა ივანიშვილმა გაავრცელა საჯარო მიმართვა, სადაც ბოდიშს უხდის საქართველოს მოკავშირეებს პრეზიდენტის საქციელისთვის", - წერს The Economist-ი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის თეატრალურ წარმოდგენებს ივანიშვილი წყობიდან ვერ გამოჰყავს.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, ივანიშვილის მთავრობამ რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა. ერთობ ნაჩქარევი იყო პარლამენტში "პოლიტპატიმრების" იდენტიფიცირების პროცესის გატარება, თითოეული საქმის სისტემური განხილვის გარეშე. კიდევ ერთი შავი ლაქა იყო ის, რომ მან ვერ შეძლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" ერთგული ადგილობრივი მთავრობის ჩინოვნიკების დაშინებისთვის ხელის შეშლა. ეს უმოქმედობა, თბილისში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან ერთად, შეშფოთებას ზრდის შერჩევით სამართალთან მიმართებაში", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც The Economist-ის" სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში კანონის დარღვევა პოლიტიკური მიზნებისთვის ახალი არ არის და საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილი თავად იყო ამის მსხვერპლი, როცა მისი "ქართული ოცნება" თითქმის 100 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. გაზეთს ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითიც მოჰყავს, "რომელიც ნამდვილად არ არის ანგელოზი", მან 2006 წელს ხელისუფლება დატოვა ოპოზიციური პარტიის ფორმირების მიზნით და მისი გადადგომიდან ერთ კვირაში მასზე გამოძალვის მუხლით აღძრეს საქმე.

ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ გამოსაძიებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ჩინოსნებისთვის კორუფციასა და ადამიანთა უფლებების დარღვევით წაყენებული ბრალდებები.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ საკითხისადმი მთავრობის მიდგომა უფრო საზრიანი გახდა. The Economist-ი წერს, რომ გასულ კვირას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-სა და ნატო-ს შტაბბინას ესტუმრა სასამართლოს რეფორმის განსახილველად, პარლამენტი კი განხილავს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც შეამსუბუქებს სასჯელს წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის შედარებით დაბალი ინსტანციის ჩინოვნიკებისთვის.

"თუმცა, ჯერ კიდევ მიმდინარე დებატები ამნისტიის შესახებ, ხაზს უსვამს აზრთა უთანხმოებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობასთან დაკავშირებით", - წერს გაზეთი, რომელიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 მარტს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - დაბალი რანგის ჩინოვნიკებმა დანაშაული ჩაიდინეს თუ მათ "თანამედროვე ქართული სახელმწიფო" ააშენეს?

"ბიძინა ივანიშვილი ისწრაფვის, გააუფასუროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიღწევები. საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ, კერძოდ "ვარდების რევოლუციის" შემდგომ წლებში. გაიზარდა ეკონომიკა, ხდებოდა გადასახადების გადახდა და ამოღება, აღდგა ძირითადი სერვისები", - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა გაზეთი აღნიშნავს, რომ ძველი პრობლემების გადაჭრისას, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პრობლემები შექმნა.

"საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს "ვარდების რევოლუციის" შავი ნაწილის წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ის ამას ვერ მოახერხებს "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიღებული ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე", - წერს ჟურნალისტი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობის პოზიტიურ მხარეებზე უარის თქმა, მარცხის ტოლფასია - ეს ახანგრძლივებს ქართულ პოლიტიკაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას, რაც თავის მხრივ, ჩრდილავს ახალი მთავრობის მიერ გაკეთებულ დადებით საქმეებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, წარსულთან შედარებით, სამთავრობო ინსტიტუტები უფრო მეტად გახსნილები არიან. განიხილება უფრო ძლიერი კანონმდებლობის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება მონოპოლიებისა და ბაზარზე ბატონობის წინააღმდეგ. გაზეთი წერს, რომ დაწყებულია რუსეთთან დიალოგი და საკმაოდ დიდია შანსები, რომ ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. სამთავრობო კოალიციაში არსებული განსხვავებული მოსაზრებები კი, პოლიტიკური პლურალიზმის იმაზე დიდ ხარისხზე მიუთითებს, ვიდრე ეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროს იყო დაშვებული.

"გაუგებარია რა არის, თუ საერთოდ არის, ამ ცვლილებების ძირითადი ხედვა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ამასთან, გაზეთს მოჰყავს კარნეგის მშვიდობის ცენტრის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, ქართველების 45% დადებითადაა განწყობილი სტალინის მიმართ, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა. თუმცა ჟურნალისტი კვლევის ავტორებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველები მხარს უჭერენ ავტოკრატულ რეჟიმს, მაგრა ეს ასახავს მომავალთან დაკავშირებით შექმნილ ბუნდოვან სურათს.

"კოალიციის მმართველობის მოუქნელი სტილი, რომელსაც აერთიანებს ხელისუფლებაზე, რესურსებზე წვდომა და სააკაშვილის სიძულვილი, ზრდის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას. ივანიშვილის ხედვა, თუ როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობისგან" მემკვიდრეობით მიღებულ წარმატებებზე დაყრდნობას და არა მხოლოდ მისი წარუმატებელი მმართველობის განეიტრალებას, ერთობ მისასალმებელი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ", - ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია The Economist-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა