პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაკ ობამას ძმას ორი ცოლი უჩივის
ბარაკ ობამას ძმას ორი ცოლი უჩივის

ბა­რაკ ობა­მას უფ­როს ძმას, კე­ნი­ა­ში მცხოვ­რებ 55 წლის პო­ლი­ტი­კოს მა­ლიკ ობა­მას ორი ცოლი ძა­ლა­დო­ბა­ში სდებს ბრალს. მა­ლიკს სულ 12 მე­უღ­ლე ჰყავს.

როი მა­ლიკ ობა­მამ უმ­ცროს ძმას მი­ბა­ძა და კე­ნი­ის არ­ჩევ­ნებ­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტზე იყ­რის კენ­ჭს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში უფ­როს­მა ობა­მამ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ავ­რცე­ლა ბუკ­ლე­ტე­ბი, რო­მელ­საც თეთრ სახ­ლში, თა­ვის ძმას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ამ­შვე­ნებ­და.

"მა­ლიკ ობა­მა - ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბით, რომ­ლებ­საც ახა­ლი ქარ­ხნე­ბი­სა და ფაბ­რი­კე­ბის ასა­შე­ნებ­ლად ინ­ვეს­ტორ­თა მო­ზიდ­ვა შე­უძ­ლია. მი­ე­ცით ხმა ობა­მას - მი­ე­ცით ხმა ცვლი­ლე­ბებს!", - ასე­თია მო­მა­ვა­ლი გუ­ბე­ნა­ტო­რის ლო­ზუნ­გი.

თუმ­ცა მა­ლი­კის ოც­ნე­ბე­ბი დიდ პო­ლი­ტი­კა­ზე, შე­საძ­ლოა, მის­მა შე­ლა­ხულ­მა რე­პუ­ტა­ცი­ამ ოც­ნე­ბად­ვე და­ტო­ვოს. უფ­როს ობა­მას კე­ნი­ა­ში ალ­ფონ­სის სა­ხე­ლი აქვს გა­ვარ­დნი­ლი და შინ ნამ­დვი­ლი ჰა­რამ­ხა­ნა აქვს.

პო­ლი­ტი­კო­სის 12 ცოლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იგი ცო­ლებს სცემს. გარ­და ამი­სა, ქა­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ობა­მამ მისი ბოლო ცოლი 17 წლის ასაკ­ში შე­აც­დი­ნა, რაც ქვეყ­ნის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

მა­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა აი­მაღ­ლეს მი­სი­ვე სა­არ­ჩევ­ნო გუნ­დის წევ­რებ­მაც. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ობა­მა მათ კვი­რა­ში მხო­ლოდ 7.5 დო­ლარს უხ­დის და სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში არ უზ­რუნ­ველ­ყოფს სრულ­ფა­სო­ვან კვე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ის პირ­ველ პირს, ის დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს და არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­ნა­თე­სა­ოს შე­სა­ხებ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბარაკ ობამას ძმას ორი ცოლი უჩივის

ბარაკ ობამას ძმას ორი ცოლი უჩივის

ბარაკ ობამას უფროს ძმას, კენიაში მცხოვრებ 55 წლის პოლიტიკოს მალიკ ობამას ორი ცოლი ძალადობაში სდებს ბრალს. მალიკს სულ 12 მეუღლე ჰყავს.

როი მალიკ ობამამ  უმცროს ძმას მიბაძა და კენიის არჩევნებში გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უფროსმა ობამამ კარგად გამოიყენა ოჯახური მდგომარეობა და მოსახლეობაში გაავრცელა ბუკლეტები, რომელსაც თეთრ სახლში, თავის ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო ამშვენებდა.

"მალიკ ობამა - ადამიანი საერთაშორისო კავშირებით, რომლებსაც ახალი ქარხნებისა და ფაბრიკების ასაშენებლად ინვესტორთა მოზიდვა შეუძლია. მიეცით ხმა ობამას - მიეცით ხმა ცვლილებებს!", - ასეთია მომავალი გუბენატორის ლოზუნგი.

თუმცა მალიკის ოცნებები დიდ პოლიტიკაზე, შესაძლოა, მისმა შელახულმა რეპუტაციამ ოცნებადვე დატოვოს. უფროს ობამას  კენიაში ალფონსის სახელი აქვს გავარდნილი და შინ ნამდვილი ჰარამხანა აქვს.

პოლიტიკოსის 12 ცოლი ირწმუნება, რომ იგი ცოლებს სცემს. გარდა ამისა, ქალები აცხადებენ, რომ ობამამ მისი ბოლო ცოლი 17 წლის ასაკში შეაცდინა, რაც ქვეყნის კანონებს ეწინააღმდეგება.

მალიკის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს მისივე საარჩევნო გუნდის წევრებმაც. ისინი აცხადებენ, რომ ობამა მათ კვირაში მხოლოდ 7.5 დოლარს უხდის და სამუშაო საათებში არ უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას.

რაც შეეხება აშშ-ის პირველ პირს, ის დუმილს ამჯობინებს და არანაირ კომენტარს არ აკეთებს მისი მრავალრიცხოვანი სანათესაოს შესახებ. 

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა