საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭო გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს გადახედავს
საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭო გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს გადახედავს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს გა­და­ხე­დავს, - ამის შე­სა­ხებ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან გა­ხე­ლა­ძემ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ხე­ლა­ძემ მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვეს, რომ დაბ­რუნ­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი და მოხ­დეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა, რაც სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რე­ბის აზ­რით იყო ნა­ად­რე­ვი.

რო­გორც ლე­ვან გა­ხე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მაქ­სი­მუმ ორ დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სხდო­მა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი გა­და­ი­ხე­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მოხ­სნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ბორ­დის წევ­რე­ბი პა­სუ­ხობ­დნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­კი­თხვებს, თუ რა იყო ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სხდო­მა ამ დრო­ის­თვის უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭო გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს გადახედავს

საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭო გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს გადახედავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გადაყენების საკითხს გადახედავს, - ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ სამეურვეო საბჭოს წევრებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება გახელაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რამდენჯერმე კატეგორიულად მოითხოვეს, რომ დაბრუნდეს თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილი და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა, რაც საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით იყო ნაადრევი.

როგორც ლევან გახელაძემ აღნიშნა, მაქსიმუმ ორ დღეში გაიმართება სამეურვეო საბჭოს სხდომა და აღნიშნული საკითხი გადაიხედება.

საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბორდის წევრები პასუხობდნენ თანამშრომლების შეკითხვებს, თუ რა იყო ის არგუმენტები, რომ მიიღეს გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

სხდომა ამ დროისთვის უკვე დასრულებულა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები