საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თავართქილაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
გიორგი თავართქილაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას თა­ვარ­თქი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გან­ცხა­დე­ბა არ და­უ­წე­რია, ასე­ვე, კან­ცე­ლა­რი­ა­ში არ ჩა­უ­ბა­რე­ბია და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ უსა­უბ­რია.

"მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა, არ­სად არ გა­მი­ტა­რე­ბია გან­ცხა­დე­ბა, არც კან­ცე­ლა­რი­ა­ში. ახლა ვარ მივ­ლი­ნე­ბა­ში, თბი­ლის­ში. და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა რომ და­მე­წე­რა, ნე­პო­ტიზ­მზე ხომ სა­უბ­რობ­დნენ, რომ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ჩემი მეჯ­ვა­რეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თავ­მჯდო­მა­რე არ ნახო და კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­ა­ტა­რო გან­ცხა­დე­ბა. არც კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მი­ტა­რე­ბია გან­ცხა­დე­ბა და არც პი­რა­დად მი­ნა­ხავს ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი, რომ მეთ­ქვა ამის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძემ.

ამას­თან, გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის მთავ­რო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­თია სი­რა­ბი­ძემ და­უ­დას­ტუ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თა­ვარ­თქი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე აჭა­რის მთავ­რო­ბამ გუ­შინ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი გახ­და მის მიერ 6 თე­ბერ­ვალს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო აჭა­რა­ში 40-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­მოს­ვლის შე­სა­ხებ. "ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა და 10-15 წლი­ან პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს შო­რის, მი­ღე­ბულ იქ­ნას ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი, რე­გი­ო­ნის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტე­ბი. 40 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი რე­ა­ლუ­რად გეგ­მა­ვენ, თუმ­ცა, კარ­გად უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­თა­გან რო­მე­ლი უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს აჭა­რას", - აცხა­დებ­და თა­ვარ­თქი­ლა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი თავართქილაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გიორგი თავართქილაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, გიორგი თავართქილაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თავართქილაძემ აღნიშნა, განცხადება არ დაუწერია, ასევე, კანცელარიაში არ ჩაუბარებია და მთავრობის თავმჯდომარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

"მსგავსი არაფერი არ ყოფილა, არსად არ გამიტარებია განცხადება, არც კანცელარიაში. ახლა ვარ მივლინებაში, თბილისში. დაგიდასტურებთ, რომ ასეთი განცხადება რომ დამეწერა, ნეპოტიზმზე ხომ საუბრობდნენ, რომ მთავრობის თავმჯდომარე ჩემი მეჯვარეა, როგორ შეიძლება თავმჯდომარე არ ნახო და კანცელარიაში გაატარო განცხადება. არც კანცელარიაში გამიტარებია განცხადება და არც პირადად მინახავს ბატონი არჩილი, რომ მეთქვა ამის შესახებ", - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

ამასთან, გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, თავართქილაძის განცხადება გადადგომის თაობაზე აჭარის მთავრობამ გუშინ დააკმაყოფილა.

ერთ-ერთი ვერსიით, მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა მის მიერ 6 თებერვალს გაკეთებული განცხადება, სადაც საუბარი იყო აჭარაში 40-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლის შესახებ. "ინვესტიციების შემოდინება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და 10-15 წლიან პერიოდს მოიცავს. მნიშვნელოვანია, შემოთავაზებულ წინადადებებს შორის, მიღებულ იქნას ყველაზე ოპტიმალური, რეგიონის სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს-პროექტები. 40 მილიარდ დოლარამდე თანხის ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიები რეალურად გეგმავენ, თუმცა, კარგად უნდა იყოს შესწავლილი ამ შემოთავაზებათაგან რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს აჭარას", - აცხადებდა თავართქილაძე.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა