საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არა მხოლოდ 100, არამედ 130 და 140 დეპუტატიც დაუჭერს.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში პრეზიდენტის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნახვა მაყურებელს ტელეკომპანია "იმედზე" "ქრონიკის" მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ შეეძლება.