პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩიორა თაქთაქიშვილი - დღეს საქართველოს ჰყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი
ჩიორა თაქთაქიშვილი - დღეს საქართველოს ჰყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გე­თის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"რო­გორც დღეს საფ­რან­გე­თის ელჩმაც და­ა­დას­ტუ­რა, თეა წუ­ლუ­კი­ანს საფ­რან­გეთ­ში არ მი­უ­ღია უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, არა­მედ მი­ღე­ბუ­ლი აქვს მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში. აქ ახა­ლი არა­ფე­რია.

ასე­ვე არა­ფე­რია ახა­ლი იმა­ში, რომ საფ­რან­გეთ­შიც ვერ გახ­დე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე პრო­კუ­რო­რი, მით უმე­ტეს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, რაც ჩვენ­თან იგი­ვეა, რაც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, თუ არ გაქვს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

სა­უ­ბა­რი იმა­ზე, ენა-ს დიპ­ლო­მით რისი გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა აქვს საფ­რან­გეთ­ში, საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს, სხვა დის­კუ­სი­ის სა­გა­ნია. მაგ­რამ კი ბა­ტო­ნო, ამა­ზეც ვი­სა­უბ­როთ და გან­ვი­ხი­ლოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორი მა­გა­ლი­თი, სა­დაც ფრან­გუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არა­ი­უ­რის­ტე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­საქმდნენ და რო­მელ­თაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ერ­ქვათ. ეს არის ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლის სა­სა­მარ­თლო (კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა) და სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო.

ეს ორი­ვე ორ­გა­ნო არის კვა­ზი სა­სა­მარ­თლო ინ­სტი­ტუ­ტი, ანუ, მათი მთა­ვა­რი არსი, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის­გან, ემ­ყა­რე­ბა იმას, რომ მხო­ლოდ იუ­რის­ტე­ბი კი არ უნდა წყვეტ­დნენ და­ვებს ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის (სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო), ან ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს (ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლის სა­სა­მარ­თლო(კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა), არა­მედ, ამა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტე­ბის გარ­და, თა­ვად მა­ღა­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბიც უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ იუ­რის­ტებ­თან ერ­თად. საფ­რან­გეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ით, ორი­ვე კა­ტე­გო­რი­ას, იუ­რის­ტებს და ბი­უ­როკ­რა­ტებს ამ 2 ინ­სტი­ტუ­ტში ჰქვი­ათ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. ამას ხსი­ან იმით, რომ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა არის არა მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ზან­შე­წო­ნი­ლე­ბის სა­კი­თხი. თა­ვის­თა­ვად ამ მიდ­გო­მას ბევ­რი ოპო­ნენ­ტი ჰყავს და ამი­ტო­მაც სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ასე­თი მიდ­გო­მა არ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არც სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო და არც ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლის სა­სა­მარ­თლო (კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა) არ წარ­მო­ად­გენს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მით უმე­ტეს, არ­ცერთ მის არა­ი­უ­რისტ მო­სა­მარ­თლეს არ აქვს უფ­ლე­ბა გან­სა­ზღვროს ქვეყ­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და და­ნიშ­ნოს მთა­ვა­რი და სხვა პრო­კუ­რო­რე­ბი, მით უმე­ტეს, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ ბრალ­მდებ­ლად გა­მო­ვი­დეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის და სხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, რისი უფ­ლე­ბაც ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აქვს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს.

სხვა­თა­შო­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, თუ ამა­საც არ გვი­მა­ლავს, არის სა­ქარ­თვე­ლოს და არა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე, და დიდი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ვერ და­ი­კა­ვებ­და, ვერც საფ­რან­გე­თის ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრო­ლის სა­სა­მარ­თლოს (კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის) და ვერც სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ საფ­რან­გე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ამას მხო­ლოდ იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ თუკი მი­თი­თე­ბა კეთ­დე­ბა იმა­ზე, რისი უფ­ლე­ბა აქვთ საფ­რან­გეთ­ში ენა-ს დიპ­ლო­მით, ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ვრცელ­დე­ბა თვი­თონ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, და ვერ­ცერ­თი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ვერ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, იგი­ვე იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს რა მო­ე­თხო­ვე­ბა და რა არა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი არის პრო­კუ­რო­რი და მას უნდა ქონ­დეს უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კა­ნო­ნის ამ მო­თხოვ­ნას ისევ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

მე­ო­რე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც და­სა­ხელ­და, იყო ის, რომ თეა წუ­ლუ­კი­ანს ენა-ს დიპ­ლო­მით უფ­ლე­ბა მი­ე­ცა მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თო­ში ერთ-ერთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ეს მი­უ­თი­თებს მხო­ლოდ იმას, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი იქნა სა­თა­ნა­დოდ იუ­რის­ტის პოს­ტის და­სა­კა­ვებ­ლად, რაც არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ნის­თვის უნდა არ­სე­ბობ­დეს გა­მო­ნაკ­ლი­სი ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან, რო­მე­ლიც გარ­კვე­ვით ითხოვს, არა იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, არა­მედ უმაღ­ლეს იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოს­ტის და­სა­კა­ვებ­ლად.

ამ­დენ იწი­ლი-ბი­წი­ლოს, ბა­რემ აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა! აღი­ა­რეთ, რომ და­არ­ღვი­ეთ კა­ნო­ნი, გა­ა­უქ­მეთ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის პრო­კუ­რო­რე­ბის უკა­ნო­ნო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა-და­ნიშ­ვნე­ბი, უკა­ნო­ნო პრო­კუ­რო­რე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი და შემ­დგომ ვიმ­სჯე­ლოთ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის­თვის სკა­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე კა­ნო­ნის მო­სარ­გე­ბად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხვო­ნის შეც­ვლა და იმის ჩა­წე­რა, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს აღარ სჭირ­დე­ბა უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. მით უმე­ტეს, რომ ამის გა­კე­თე­ბას ისე­დაც აპი­რებ­დით, ოღონდ იმის აღი­ა­რე­ბის გა­რე­შე, რომ არაფ­რად მი­გაჩ­ნი­ათ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და რომ ერთ ადა­მი­ანს გინ­დათ მო­არ­გოთ ახა­ლი კა­ნო­ნი", - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შემ, ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დმა დღეს გა­ნა­ცხა­და, საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლის (ENA) დიპ­ლო­მი­რე­ბულ პირს აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ის არის, რომ ENA -ს სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო­ში, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნოა.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არხთან" სა­უბ­რი­სას საფ­რან­გე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რენე სა­ლენ­სმა გა­ნა­ცხა­და, "თუ კი­თხვა არის დას­მუ­ლი ასე - იძ­ლე­ვა თუ არა ENA იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას, პა­სუ­ხი არის და­დე­ბი­თი".

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­თლე­ბას­თან და­კა­ვავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს არ აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად - უფ­ლე­ბა, იყოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჩიორა თაქთაქიშვილი - დღეს საქართველოს ჰყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი

ჩიორა თაქთაქიშვილი - დღეს საქართველოს ჰყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი

უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩის განცხადებას ეხმაურება:

"როგორც დღეს საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა, თეა წულუკიანს საფრანგეთში არ მიუღია უმაღლესი იურიდიული განათლება, არამედ მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში. აქ ახალი არაფერია.

ასევე არაფერია ახალი იმაში, რომ საფრანგეთშიც ვერ გახდები სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორი, მით უმეტეს გენერალური პროკურორი, რაც ჩვენთან იგივეა, რაც იუსტიციის მინისტრი, თუ არ გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

შესაბამისად, დღეს საქართველოს ჰყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული იურიდიული განათლება.

საუბარი იმაზე, ენა-ს დიპლომით რისი გაკეთების უფლება აქვს საფრანგეთში, საფრანგეთის კანონმდებლობით, საფრანგეთის მოქალაქეს, სხვა დისკუსიის საგანია. მაგრამ კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ და განვიხილოთ დასახელებული ორი მაგალითი, სადაც ფრანგული კანონმდებლობით არაიურისტებიც შეიძლება დასაქმდნენ და რომელთაც მოსამართლეებიც შეიძლება ერქვათ. ეს არის ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა) და სახელმწიფო საბჭო.

ეს ორივე ორგანო არის კვაზი სასამართლო ინსტიტუტი, ანუ, მათი მთავარი არსი, განსხვავებით სხვა ქვეყნების სასამართლოებისგან, ემყარება იმას, რომ მხოლოდ იურისტები კი არ უნდა წყვეტდნენ დავებს ბიუროკრატიასა და მოქალაქეებს შორის (სახელმწიფო საბჭო), ან ბიუროკრატიის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს (ფინანსური კონტროლის სასამართლო(კონტროლის პალატა), არამედ, ამაში კვალიფიციური იურისტების გარდა, თავად მაღალი ბიუროკრატიული გამოცდილების ადამიანებიც უნდა მონაწილეობდნენ იურისტებთან ერთად. საფრანგეთში დამკვიდრებული ტრადიციით, ორივე კატეგორიას, იურისტებს და ბიუროკრატებს ამ 2 ინსტიტუტში ჰქვიათ მოსამართლეები. ამას ხსიან იმით, რომ ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების შეფასება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მიზანშეწონილების საკითხი. თავისთავად ამ მიდგომას ბევრი ოპონენტი ჰყავს და ამიტომაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი მიდგომა არ არის გავრცელებული.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის კანონმდებლობით, არც სახელმწიფო საბჭო და არც ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა) არ წარმოადგენს პროკურატურას და მით უმეტეს, არცერთ მის არაიურისტ მოსამართლეს არ აქვს უფლება განსაზღვროს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა, გაათავისუფლოს და დანიშნოს მთავარი და სხვა პროკურორები, მით უმეტეს, სისხლისსამართლებრივ ბრალმდებლად გამოვიდეს სასამართლოში გაერთიანებული შტაბის უფროსის და სხვა მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეების დაპატიმრების მოთხოვნით, რისი უფლებაც ქართული კანონმდებლობით აქვს იუსტიციის მინისტრს.

სხვათაშორის, თეა წულუკიანი, თუ ამასაც არ გვიმალავს, არის საქართველოს და არა საფრანგეთის მოქალაქე, და დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ დაიკავებდა, ვერც საფრანგეთის ფინანსური კონტროლის სასამართლოს (კონტროლის პალატის) და ვერც სახელმწიფო საბჭოს მოსამართლის თანამდებობას, რომ აღარაფერი ვთქვათ საფრანგეთის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ამას მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ თუკი მითითება კეთდება იმაზე, რისი უფლება აქვთ საფრანგეთში ენა-ს დიპლომით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვრცელდება თვითონ საფრანგეთის მოქალაქეებზე, და ვერცერთი ქვეყნის კანონმდებლობით ვერ დარეგულირდება ის, საქართველოში, გენერალურ პროკურორს, იგივე იუსტიციის მინისტრს რა მოეთხოვება და რა არა.

საქართველოს კანონმდებლობით კი, იუსტიციის მინისტრი არის პროკურორი და მას უნდა ქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. თეა წულუკიანი კანონის ამ მოთხოვნას ისევ ვერ აკმაყოფილებს.

მეორე საკითხი, რომელიც დასახელდა, იყო ის, რომ თეა წულუკიანს ენა-ს დიპლომით უფლება მიეცა მუშაობა დაეწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართოში ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ეს მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ თეა წულუკიანის პროფესიული გამოცდილება მიჩნეული იქნა სათანადოდ იურისტის პოსტის დასაკავებლად, რაც არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეა წულუკინისთვის უნდა არსებობდეს გამონაკლისი ქართული კანონმდებლობიდან, რომელიც გარკვევით ითხოვს, არა იურისტად მუშაობის გამოცდილებას, არამედ უმაღლეს იურიდიულ განათლებას იუსტიციის მინისტრის პოსტის დასაკავებლად.

ამდენ იწილი-ბიწილოს, ბარემ აიღეთ პასუხისმგებლობა! აღიარეთ, რომ დაარღვიეთ კანონი, გააუქმეთ კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის პროკურორების უკანონო გათავისუფლება-დანიშვნები, უკანონო პროკურორების მიერ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და შემდგომ ვიმსჯელოთ, მიზანშეწონილია თუ არა, თეა წულუკიანისთვის სკამის შესანარჩუნებლად და მის განათლებაზე კანონის მოსარგებად, კანონმდებლობის მოთხვონის შეცვლა და იმის ჩაწერა, რომ იუსტიციის მინისტრს აღარ სჭირდება უმაღლესი იურიდიული განათლება. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთებას ისედაც აპირებდით, ოღონდ იმის  აღიარების გარეშე, რომ არაფრად მიგაჩნიათ კანონის დარღვევა და რომ ერთ ადამიანს გინდათ მოარგოთ ახალი კანონი", - წერს თაქთაქიშვილი.

როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ, ქსავიერ როუარდმა დღეს განაცხადა, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

როგორც მოგვიანებით ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბრისას საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა განაცხადა, "თუ კითხვა არის დასმული ასე - იძლევა თუ არა ENA იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი".

წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს