პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას რატომ არ აყენებს უმრავლესობა?"
"კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას რატომ არ აყენებს უმრავლესობა?"

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ის შე­იძ­ლე­ბა ხე­დავს კი­დეც ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­სა და სი­სუს­ტეს, მაგ­რამ ვერ შეც­ვლის მთავ­რო­ბას, რად­გან ამი­სათ­ვის სა­ა­კაშ­ვილს უნდა მი­მარ­თოს, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი თა­ვით აღარ წა­რუდ­გენს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენტს. კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი, ალ­ბათ, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­საც ხე­დავს, მაგ­რამ მის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ერ­თი­ა­ნი მი­ვი­დეს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მა­ლუ­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბა­საც შეც­ვლის და უმ­რავ­ლე­სო­ბი­სად­მი მიდ­გო­მა­საც", - ასეთ პროგ­ნოზს აკე­თებს არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი:

- ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

იმის გამო, რომ უგუ­ლა­ვამ და­უს­ჯელ­მა და­ტო­ვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აღ­შფოთ­დნენ და თა­ვი­ანთ ლი­დე­რებ­ზე გაბ­რაზ­დნენ.

გაჩ­ნდა სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს ეფიქ­რათ, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უსუ­სუ­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თა­ნო". პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ჭი­რო იყო ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა და ამი­ტო­მაც მის­წე­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვილს, დრო აღარ გავ­წე­ლოთ და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტოთ ყვე­ლა­ფე­რიო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­სუ­ლი 18 ათა­სი გან­ცხა­დე­ბა ნა­თელ­ყოფს, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­დის შს სა­მი­ნის­ტრო­ში. ბევ­რი კი იმი­ტომ არ წერს გან­ცხა­დე­ბას, რომ პრო­ცე­სე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას ელო­დე­ბა. რაც უფრო გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, მით მეტი აგ­რე­სია და­უგ­როვ­დე­ბა ხალ­ხს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი.

- რო­დე­საც გი­რა­ოს უფარ­დე­ბენ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე და­პა­ტიმ­რე­ბულ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რო­მელ­თა საქ­მე­ზეც არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს ბრა­ლია?

- არ ვი­ზი­ა­რებ მო­საზ­რე­ბას, რომ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თან შე­უ­სა­ბა­მო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს ბრა­ლია. აქ პრო­კუ­რა­ტუ­რის პრობ­ლე­მა­საც ვხე­დავ. კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე ადე­იშ­ვილ­მა და­ა­წი­ნა­უ­რა, დღე­ვან­დელ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ისევ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მოგ­ვევ­ლი­ნენ. სა­სა­მარ­თლო უწინ პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თის გამო იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რეს სჭირ­დე­ბო­და, დღეს კი იგი­ვე სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რო­რე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­სა და უსუ­სუ­რო­ბას იმი­სათ­ვის იყე­ნებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სი გა­ა­ტა­როს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა კარ­გად გა­მოჩ­ნდა უგუ­ლა­ვას საქ­მე­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრა­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბით იყო გამ­ყა­რე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ ვერ ნახა ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უგუ­ლა­ვას პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მად. უგუ­ლა­ვას საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია, რად­გან ის "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი და შე­საძ­ლო საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­სა­მარ­თლო ეც­დე­ბო­და, უგუ­ლა­ვას­თვის აე­ცი­ლე­ბი­ნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბე­ბის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს სა­ლო­ნი­კის მერი, ჟაკ ში­რაკს კი 2 წელი პი­რო­ბი­თი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლობს კაცი, რო­მელ­საც ამ სის­ტე­მა­ში არ უმუ­შა­ვია და არ გა­მო­უ­ძი­ე­ბია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, მას უჭირს სიღ­რმი­სე­უ­ლად ჩას­წვდეს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტო­მაც ეყ­რდნო­ბა გა­რე­მოც­ვას, მაგ­რამ რამ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია ეს გა­რე­მოც­ვა და რამ­დე­ნად სწორ რჩე­ვას აძ­ლე­ვენ მთა­ვარ პრო­კუ­რორს?

რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რის ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავ თბი­ლი­სის ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რორს, რომ­ლის ხე­ლი­თაც ნა­ხე­ვა­რი თბი­ლი­სი გა­ა­ფუ­ჭეს, უნდა იცო­დე, რომ პრობ­ლე­მა შე­გექ­მნე­ბა.

უც­ნა­უ­რია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბა, - ვიცი, რომ ამ პრო­კუ­რორ­მა ჩა­ი­დი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ არ ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან ის მხო­ლოდ შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყოო. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და ვინ­მეს და­უს­ჯე­ლო­ბა კად­რე­ბის სიმ­ცი­რის გამო, და­უშ­ვე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას რატომ არ აყენებს უმრავლესობა?"

"კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას რატომ არ აყენებს უმრავლესობა?"

"ბიძინა ივანიშვილი დღეს რთულ მდგომარეობაშია. ის შეიძლება ხედავს კიდეც ზოგიერთი თანამდებობის პირის არაკვალიფიციურობასა და სისუსტეს, მაგრამ ვერ შეცვლის მთავრობას, რადგან ამისათვის სააკაშვილს უნდა მიმართოს, რომელიც ცოცხალი თავით აღარ წარუდგენს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას პარლამენტს. კოალიციის ლიდერი, ალბათ, უმრავლესობაში არსებულ ვითარებასაც ხედავს, მაგრამ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია "ქართული ოცნება" ერთიანი მივიდეს ოქტომბრის არჩევნებამდე და ქვეყანაში ნორმალური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ივანიშვილი მთავრობასაც შეცვლის და უმრავლესობისადმი მიდგომასაც", - ასეთ პროგნოზს აკეთებს არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილისადმი უგულავას სასამართლო პროცესით იყო განპირობებული.

იმის გამო, რომ უგულავამ დაუსჯელმა დატოვა სასამართლო პროცესი, "ოცნების" მხარდამჭერები აღშფოთდნენ და თავიანთ ლიდერებზე გაბრაზდნენ.

გაჩნდა საშიშროება, რომ "ოცნების" მხარდამჭერებს ეფიქრათ, დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია "ნაციონალურ მოძრაობასთანო". პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით საჭირო იყო ძალის დემონსტრირება და ამიტომაც მისწერა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს, დრო აღარ გავწელოთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ ყველაფერიო.

პროკურატურაში შესული 18 ათასი განცხადება ნათელყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სამართლიანობის აღდგენა. პარალელურად განცხადებები შედის შს სამინისტროში. ბევრი კი იმიტომ არ წერს განცხადებას, რომ პროცესების შემდგომ განვითარებას ელოდება. რაც უფრო გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენა, მით მეტი აგრესია დაუგროვდება ხალხს ახალი ხელისუფლებისადმი.

- როდესაც გირაოს უფარდებენ გახმაურებულ საქმეებზე დაპატიმრებულ მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა საქმეზეც არსებობს მტკიცებულებები, ეს მხოლოდ სასამართლოს ბრალია?

- არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჩადენილ დანაშაულთან შეუსაბამო განაჩენების გამოტანა მხოლოდ სასამართლოს ბრალია. აქ პროკურატურის პრობლემასაც ვხედავ. კადრები, რომლებიც თავის დროზე ადეიშვილმა დააწინაურა, დღევანდელ პროკურატურაში ისევ მაღალ თანამდებობებზე მოგვევლინენ. სასამართლო უწინ პოლიტიკური დაკვეთის გამო იმ გადაწყვეტილებას იღებდა, რაც ბრალდების მხარეს სჭირდებოდა, დღეს კი იგივე სასამართლო პროკურორების არაკომპეტენტურობასა და უსუსურობას იმისათვის იყენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი გაატაროს.

პროკურატურის მოუმზადებლობა კარგად გამოჩნდა უგულავას საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი დოკუმენტური მასალებით იყო გამყარებული, სასამართლომ განაცხადა, რომ ვერ ნახა ფაქტობრივი მტკიცებულებები უგულავას პასუხისგებაში მისაცემად. უგულავას საქმე პოლიტიკური პროცესია, რადგან ის "ნაცმოძრაობის" გამოკვეთილი ლიდერი და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატია. ასეთ ვითარებაში სასამართლო ეცდებოდა, უგულავასთვის აეცილებინა პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ბრალდებების გამო პასუხისგებაში მისცეს სალონიკის მერი, ჟაკ შირაკს კი 2 წელი პირობითი ჰქონდა მისჯილი. პროკურატურას ხელმძღვანელობს კაცი, რომელსაც ამ სისტემაში არ უმუშავია და არ გამოუძიებია სისხლის სამართლის საქმეები. ბუნებრივია, მას უჭირს სიღრმისეულად ჩასწვდეს ყველაფერს. ამიტომაც ეყრდნობა გარემოცვას, მაგრამ რამდენად კვალიფიციურია ეს გარემოცვა და რამდენად სწორ რჩევას აძლევენ მთავარ პროკურორს?

როდესაც პროკურატურის ცენტრალურ აპარატში წამყვან თანამდებობაზე ნიშნავ თბილისის ერთ-ერთი რაიონის პროკურორს, რომლის ხელითაც ნახევარი თბილისი გააფუჭეს, უნდა იცოდე, რომ პრობლემა შეგექმნება.

უცნაურია მთავარი პროკურორის განცხადება, - ვიცი, რომ ამ პროკურორმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რადგან ის მხოლოდ შემსრულებელი იყოო. დანაშაულის დაფარვა სისხლის სამართლის დანაშაულია და ვინმეს დაუსჯელობა კადრების სიმცირის გამო, დაუშვებელია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა