ცნობილი მსახიობის უილ სმიტის შვილი, ჯეიდენ სმიტი, კარდაშიანების დას, კაილი ჯენერს ხვდება. 14 წლის ჯეიდენი და 15 წლის კაილი პაპარაცებმა ერთად სეირნობისას შენიშნეს.
როგორც გავლენიან გამოცემა US weekly-ს წყარომ აცნობა, მოზარდები შეყვარებულები არიან.
ათასობით ახალგაზრდის თანატოლი კერპები პაპარაცებმა ლონდონში, კაფე Nero-ში სადილობისას გამოიჭირეს.
ჯეიდენი ლონდონს მეგობრის, ჯასტინ ბიბერის დაბადების დღის აღსანიშნავად ეწვია. რა მიზნით იმყოფება ბრიტანეთში კარდაშიანების უმცროსი და, უცნობია.
სმიტამდე კაილი ჯენერი ავსტრალიელ პოპ-ვარსკვლავს, კოდი სიმპსონს ხვდებოდა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.