პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ არის ციხეში კაცი, რომლის წყალობითაც 2008 წელს რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს?"
 "რატომ არის ციხეში კაცი, რომლის წყალობითაც 2008 წელს რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს?"

ახ­ლა­ხან სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, რე­ვაზ სახ­ვა­ძის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი "კვი­რის პა­ლიტ­რას" და­უ­კავ­შირ­და და გა­ნა­ცხა­და, ამ კაც­მა თა­ვი­სი გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით 2008 წლის ომში რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შე­ე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, შემ­დეგ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის პი­რად პა­ტიმ­რად იქცა და ახ­ლაც უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი­აო. ცხა­დია, რე­ვაზ სახ­ვა­ძის პერ­სო­ნით და­ვინ­ტე­რეს­დით და მისი წე­რი­ლიც მი­ვი­ღეთ.

რე­ვაზ სახ­ვა­ძე: "მიკ­ვირს, აქამ­დე რა­ტომ არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და ამ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მით, მე ხომ უკა­ნო­ნოდ ვზი­ვარ მე-5 წე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლი გა­დავ­ფა­რე. დიახ, სწო­რედ ამის გამო მაქ­ცი­ეს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად! უკა­ნო­ნო შეს­ყიდ­ვე­ბი გა­და­ფა­რეს ჩემი საქ­მით, რო­მელ­საც გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" და­ა­დეს. ნუთუ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში? განა შე­იძ­ლე­ბა, იცო­დე, რომ ადა­მი­ან­მა გა­მო­ი­გო­ნა ნო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნი­კა და ის ცი­ხე­ში გყავ­დეს გა­მო­კე­ტი­ლი? მე არა­ფერს ვი­თხოვ ზედ­მეტს, გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ და მომ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, ვემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლოს, ჩემი ნიჭი და გა­მო­გო­ნე­ბე­ბი მის უსაფრ­თხო­ე­ბას მო­ვახ­მა­რო. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ყვე­ლამ კარ­გად იცის, რას წარ­მო­ვად­გენ, რომ გა­მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს. მივ­მარ­თავ პრო­კუ­რა­ტუ­რას და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, მოხ­სნან გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო"" ჩემს საქ­მეს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­არ­კვი­ოს, ვინ რა გა­ა­კე­თა ომის დროს ან მის შემ­დგომ. რა შეს­ყიდ­ვე­ბი გა­კეთ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი-ფო­ჩხუ­ას (ზუ­რაბ ფო­ჩხუა სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი იყო) დროს და რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი და­უ­ზო­გეს ქვე­ყა­ნას სახ­ვა­ძემ და მის­მა გუნ­დმა. იქ­ნებ მომ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო, ვინ ვარ და რა გა­მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს. გთხოვთ, ყუ­რად იღოთ ჩემი სა­თხო­ვა­რი და ყვე­ლა ინ­სტან­ცია და­ინ­ტე­რეს­დეს ჩემი საქ­მით".

უფრო დე­ტა­ლუ­რად რე­ვაზ სახ­ვა­ძის საქ­მე­ზე სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ვა­ჟიშ­ვი­ლი, სულ­ხან სახ­ვა­ძე გვე­სა­უბ­რა:

- რე­ვაზ სახ­ვა­ძე ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გაძ­ლი­ე­რე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დროს. მა­ნამ­დე, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მხო­ლოდ აღუ­რი­ცხა­ვი ძვე­ლი რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი იყო მი­მობ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში. იმ­ხა­ნად ამე­რი­კი­დან მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერტთა ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა ეს რა­კე­ტე­ბი და მი­იჩ­ნი­ეს, რომ მათი გა­ნახ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ამა­ზე მუ­შა­ო­ბა კი ვის და­ე­ვა­ლე­ბო­და, თუ არა მა­მა­ჩემს. მარ­თლაც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა რა­კე­ტე­ბის შე­კე­თე­ბა-გა­ნახ­ლე­ბა­ზე (რო­გორც ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით 150 რა­კე­ტის­გან 80 ახალ რა­კე­ტას აწყობ­და). ამა­სო­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი შე­იც­ვა­ლა და გა­ირ­კვა, რომ რო­მე­ლი­ღაც ჯგუფს ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­რე­მონ­ტო-აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა კი არა, ამ ძვე­ლი რა­კე­ტე­ბის აღ­რი­ცხვაც კი არ აძ­ლევ­და ხელს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძვე­ლი ია­რა­ღის ჩა­მო­წე­რა უფრო სარ­ფი­ან საქ­მედ მი­აჩ­ნდა. თითო რა­კე­ტის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 25-დან 30 ათას ევ­რომ­დე მერ­ყე­ობ­და. ასე­თი რა­კე­ტა მწყობ­რში რომ ჩამ­დგა­რი­ყო, სჭირ­დე­ბო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რი­თაც და­ი­მუხ­ტე­ბო­და. პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­ხა­ნა იყო, სა­დაც ე. წ. კედ­ლის აპა­რა­ტი ჰქონ­დათ. ეს იყო საკ­მა­ოდ დიდი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­შიც რა­კე­ტა იდე­ბო­და და იმუხ­ტე­ბო­და, შემ­დეგ კი ბრძო­ლის ველ­ზე გა­დაჰ­ქონ­დათ. ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 800.000-1.000.000 ევრო ღირ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რო­გორ­ღაც უნდა შე­ე­ძი­ნა ან პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად სხვა გზა მა­ინც გა­მო­ე­ნა­ხა. რე­ვაზ სახ­ვა­ძემ ინ­ჟი­ნერ გივი ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად (რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს) და­აპ­რო­ექ­ტა ხელ­სა­წყო, რო­მე­ლიც სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში და­მუხ­ტავ­და აპა­რატს და თა­ნაც კომ­პაქ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. ეს იყო უნი­კა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბა, რომ­ლის ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობ­და. გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ფი­ზი­კურ პირს, ე.ი. რეზო სახ­ვა­ძეს შო­რის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­კეთ­და მო­წყო­ბი­ლო­ბა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბით.

- ე.ი. მა­მათ­ქვე­ნის მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­ცა­დეს და მო­ი­წო­ნეს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თან­დას­წრე­ბით ორ­ფო­ლოს პო­ლი­გონ­ზე გა­მო­ცა­დეს და ეფექ­ტი­ან და სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბად ჩათ­ვა­ლეს. უფრო მე­ტიც, ვიცი, დღე­საც იყე­ნე­ბენ წვრთნე­ბის დროს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის კუს­ტა­რუ­ლი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით უნი­კა­ლუ­რია.

სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხურ­ში მა­მას ჰყავ­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თა­ვად გაწ­ვრთნა, ასე­ვე, ყო­ველ­თვი­უ­რად მი­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ბა­ტა­ლი­ონ­ში და ამ­ზა­დებ­და ჯა­რის­კა­ცებს, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დალ ზუ­რაბ ფო­ჩხუ­ას თა­ოს­ნო­ბით, "ოსას" ტი­პის რა­კე­ტე­ბი იყი­დეს. თი­თო­ე­უ­ლის ფასი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს აღ­წევ­და. მაგ­რამ 2008 წლის ომში "ოსამ" არ გა­ა­მარ­თლა, მწყობ­რში ვერ ჩა­ა­ყე­ნეს. ზუ­რაბ ფო­ჩხუა მა­შინ­დელ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან იყო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. კუ­ლუ­ა­რებ­ში ყვე­ლამ იცო­და, რომ "ოსას" შეს­ყიდ­ვით სი­ნამ­დვი­ლე­ში ფულს ათეთ­რებ­დნენ. ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემი მო­პო­ვე­ბუ­ლია, რად­გან მამა ასეთ თე­მებ­ზე არას­დროს ლა­პა­რა­კობ­და. ცხა­დია, თუკი ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­ყიდ­ვე­ბით და სახ­ვა­ძის საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" მო­ეხ­სნე­ბა, ბევ­რი რა­მის დად­გე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

მთა­ვა­რი კი ის არის, რომ 2008 წლის ომში, როცა სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვე­ბი და­ი­წყო, რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შე­ე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა მა­მა­ჩე­მის შე­კე­თე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა და იმ მო­წყო­ბი­ლო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც მან გა­მო­ი­გო­ნა. მამა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ტაქ­ტი­კურ სვლებ­საც, კვად­რო­ციკ­ლებ­ზე მე­ზე­ნი­ტე­ე­ბის გან­თავ­სე­ბაც მისი ნოუ-ჰაუ იყო, - კვად­რო­ციკ­ლი ჯა­რის­კაცს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უც­ბად გა­მობ­რუნ­დეს იმ ად­გი­ლი­დან, რო­მელ­საც მტრის მო­ი­ე­რი­შე მი­ზან­ში ამო­ი­ღებს. ასე­თი მა­ნევ­რი­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლია მთი­ან რე­ლი­ეფ­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"რატომ არის ციხეში კაცი, რომლის წყალობითაც 2008 წელს რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს?"

 "რატომ არის ციხეში კაცი, რომლის წყალობითაც 2008 წელს რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს?"

ახლახან სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსის, რევაზ სახვაძის უკანონო პატიმრობაში ყოფნის შესახებ გათავისუფლებულმა პოლიტპატიმრებმა შეგვატყობინეს. რამდენიმე მათგანი "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და განაცხადა, ამ კაცმა თავისი გამოგონების წყალობით 2008 წლის ომში რუსული მოიერიშეები გაანადგურა, შემდეგ დავით კეზერაშვილის პირად პატიმრად იქცა და ახლაც უკანონო პატიმარიაო. ცხადია, რევაზ სახვაძის პერსონით დავინტერესდით და მისი წერილიც მივიღეთ.

რევაზ სახვაძე: "მიკვირს, აქამდე რატომ არავინ დაინტერესდა ამ რეზონანსული საქმით, მე ხომ უკანონოდ ვზივარ მე-5 წელია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სხვისი დანაშაული გადავფარე. დიახ, სწორედ ამის გამო მაქციეს პოლიტპატიმრად! უკანონო შესყიდვები გადაფარეს ჩემი საქმით, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" დაადეს. ნუთუ არავის აინტერესებს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა საქართველოში? განა შეიძლება, იცოდე, რომ ადამიანმა გამოიგონა ნოვაციური ტექნიკა და ის ციხეში გყავდეს გამოკეტილი? მე არაფერს ვითხოვ ზედმეტს, გამათავისუფლონ და მომცენ საშუალება, ვემსახურო სამშობლოს, ჩემი ნიჭი და გამოგონებები მის უსაფრთხოებას მოვახმარო. თავდაცვის სამინისტროში ყველამ კარგად იცის, რას წარმოვადგენ, რომ გამოგონებები მაქვს. მივმართავ პროკურატურას და თავდაცვის სამინისტროს, მოხსნან გრიფი "საიდუმლო"" ჩემს საქმეს და სამოქალაქო საზოგადოებამ გაარკვიოს, ვინ რა გააკეთა ომის დროს ან მის შემდგომ. რა შესყიდვები გაკეთდა კეზერაშვილი-ფოჩხუას (ზურაბ ფოჩხუა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი იყო) დროს და რამდენი მილიონი დაუზოგეს ქვეყანას სახვაძემ და მისმა გუნდმა. იქნებ მომცენ საშუალება, ყველას გავაგებინო, ვინ ვარ და რა გამოგონებები მაქვს. გთხოვთ, ყურად იღოთ ჩემი სათხოვარი და ყველა ინსტანცია დაინტერესდეს ჩემი საქმით".

უფრო დეტალურად რევაზ სახვაძის საქმეზე სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსის ვაჟიშვილი, სულხან სახვაძე გვესაუბრა:

- რევაზ სახვაძე ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარების ერთადერთი გამორჩეული სპეციალისტი იყო საქართველოში. თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გაძლიერება ირაკლი ოქრუაშვილის დროს. მანამდე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ აღურიცხავი ძველი რუსული რაკეტები იყო მიმობნეული საქართველოს რამდენიმე სამხედრო ნაწილში. იმხანად ამერიკიდან მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა ეს რაკეტები და მიიჩნიეს, რომ მათი განახლება შესაძლებელი იყო. ამაზე მუშაობა კი ვის დაევალებოდა, თუ არა მამაჩემს. მართლაც დაიწყო მუშაობა რაკეტების შეკეთება-განახლებაზე (როგორც ვიცი, დაახლოებით 150 რაკეტისგან 80 ახალ რაკეტას აწყობდა). ამასობაში თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და გაირკვა, რომ რომელიღაც ჯგუფს ამ შეიარაღების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება კი არა, ამ ძველი რაკეტების აღრიცხვაც კი არ აძლევდა ხელს, თავდაცვის სამინისტროს ძველი იარაღის ჩამოწერა უფრო სარფიან საქმედ მიაჩნდა. თითო რაკეტის ფასი დაახლოებით 25-დან 30 ათას ევრომდე მერყეობდა. ასეთი რაკეტა მწყობრში რომ ჩამდგარიყო, სჭირდებოდა საშუალება, რითაც დაიმუხტებოდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რამდენიმე ქარხანა იყო, სადაც ე. წ. კედლის აპარატი ჰქონდათ. ეს იყო საკმაოდ დიდი მოწყობილობა, რომელშიც რაკეტა იდებოდა და იმუხტებოდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე გადაჰქონდათ. ეს მოწყობილობა დაახლოებით 800.000-1.000.000 ევრო ღირდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როგორღაც უნდა შეეძინა ან პრობლემის გადასაჭრელად სხვა გზა მაინც გამოენახა. რევაზ სახვაძემ ინჟინერ გივი ზურაბიშვილთან ერთად (რომელიც მასთან ერთად დააპატიმრეს) დააპროექტა ხელსაწყო, რომელიც საველე პირობებში დამუხტავდა აპარატს და თანაც კომპაქტური იქნებოდა. ეს იყო უნიკალური გამოგონება, რომლის ანალოგი არ არსებობდა. გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირს, ე.ი. რეზო სახვაძეს შორის, რომლის მიხედვითაც გაკეთდა მოწყობილობა და თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. ეს ყველაფერი დადასტურებულია მიღება-ჩაბარების აქტებით.

- ე.ი. მამათქვენის მოწყობილობა გამოცადეს და მოიწონეს?

- რასაკვირველია. თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით ორფოლოს პოლიგონზე გამოცადეს და ეფექტიან და საჭირო საშუალებად ჩათვალეს. უფრო მეტიც, ვიცი, დღესაც იყენებენ წვრთნების დროს. ფაქტობრივად, ეს არის კუსტარული აპარატი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია.

სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურში მამას ჰყავდა ჯგუფი, რომელიც თავად გაწვრთნა, ასევე, ყოველთვიურად მიდიოდა სხვადასხვა ბატალიონში და ამზადებდა ჯარისკაცებს, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს მოწყობილობა.

პარალელურად, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალ ზურაბ ფოჩხუას თაოსნობით, "ოსას" ტიპის რაკეტები იყიდეს. თითოეულის ფასი ნახევარ მილიონს აღწევდა. მაგრამ 2008 წლის ომში "ოსამ" არ გაამართლა, მწყობრში ვერ ჩააყენეს. ზურაბ ფოჩხუა მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან იყო დაახლოებული. კულუარებში ყველამ იცოდა, რომ "ოსას" შესყიდვით სინამდვილეში ფულს ათეთრებდნენ. ეს ინფორმაცია ჩემი მოპოვებულია, რადგან მამა ასეთ თემებზე არასდროს ლაპარაკობდა. ცხადია, თუკი ვინმე დაინტერესდება შეიარაღების შესყიდვებით და სახვაძის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება, ბევრი რამის დადგენა შეიძლება.

მთავარი კი ის არის, რომ 2008 წლის ომში, როცა საჰაერო შეტევები დაიწყო, რუსული მოიერიშეების ჩამოგდება მამაჩემის შეკეთებული რაკეტებისა და იმ მოწყობილობის დამსახურებაა, რომელიც მან გამოიგონა. მამა ხელმძღვანელობდა ტაქტიკურ სვლებსაც, კვადროციკლებზე მეზენიტეების განთავსებაც მისი ნოუ-ჰაუ იყო, - კვადროციკლი ჯარისკაცს საშუალებას აძლევს, უცბად გამობრუნდეს იმ ადგილიდან, რომელსაც მტრის მოიერიშე მიზანში ამოიღებს. ასეთი მანევრირება განსაკუთრებით ხელსაყრელია მთიან რელიეფზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე