პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის ბავშვთა სახლი იხურება
თელავის ბავშვთა სახლი იხურება

თე­ლა­ვის ბავ­შვთა სახ­ლი მალე და­ი­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თე­ლა­ვის ბავ­შვთა სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ნანა ხე­ცოშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­კეტვის მი­ზე­ზი აღ­საზ­რდე­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა გახ­და. მისი თქმით, ბავ­შვებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ცხოვ­რებ­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ, და­კეტ­ვამ­დე კი ბავ­შვთა სახ­ლი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

"1 წე­ლია, რაც ჩა­რი­ცხვა აიკ­რძა­ლა და ბავ­შვებს აღარ ვი­ღებთ. ამ­ჟა­მად აქ 17 ბავ­შვი და 30 თა­ნამ­შრო­მე­ლია. უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში 90-ზე მეტი ბავ­შვი იყო, მათი რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კამ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვთა სახ­ლე­ბი უნდა და­ი­კე­ტოს და ბავ­შვებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ან­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ. ისი­ნი უნდა დაბ­რუნ­დნენ ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში, თუ იქ უსაფრ­თხო გა­რე­მოა ან ოჯა­ხებ­მა უნდა იშ­ვი­ლონ, ან უნდა გა­და­ვი­დეს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბო­და, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ყო­ფი­ლი­ყო დღის ცენ­ტრი, სა­დაც ბავ­შვე­ბი მი­ი­ღებ­დნენ მომ­სა­ხუ­რე­ბას და სა­ღა­მოს მშობ­ლებ­თან გა­ა­ტა­რებ­დნენ, არ იქ­ნე­ბოდ­ნენ მში­ე­რი და მი­ი­ღებ­დნენ ცოდ­ნას, მაგ­რამ, რად­გან პო­ლი­ტი­კა ასე­თია, ამას ჩვენ აღარ გვე­კი­თხე­ბი­ან. თე­ლა­ვის ბავ­შვთა სახ­ლის და­ხურ­ვის ზუს­ტი თა­რი­ღი დად­გე­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ივ­ნის­ში და­ი­ხუ­რე­ბა", - აცხა­დებს ნანა ხე­ცოშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თელავის ბავშვთა სახლი იხურება

თელავის ბავშვთა სახლი იხურება

თელავის ბავშვთა სახლი მალე დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის ბავშვთა სახლის დირექტორი ნანა ხეცოშვილიც ადასტურებს და აცხადებს, რომ დაწესებულების დაკეტვის მიზეზი აღსაზრდელების მცირე რაოდენობა გახდა. მისი თქმით, ბავშვებს ალტერნატიულ საცხოვრებლებს სთავაზობენ, დაკეტვამდე კი ბავშვთა სახლი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"1 წელია, რაც ჩარიცხვა აიკრძალა და ბავშვებს აღარ ვიღებთ. ამჟამად აქ 17 ბავშვი და 30 თანამშრომელია. უახლოეს წარსულში 90-ზე მეტი ბავშვი იყო, მათი რაოდენობის შემცირება გამოიწვია სახელმწიფო პოლიტიკამ. ისინი ამბობენ, რომ ბავშვთა სახლები უნდა დაიკეტოს და ბავშვებს ალტერნატიულ ვარიანტებს სთავაზობენ. ისინი უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახში, თუ იქ უსაფრთხო გარემოა ან ოჯახებმა უნდა იშვილონ, ან უნდა გადავიდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლში. შეიძლებოდა, პარალელურ რეჟიმში ყოფილიყო დღის ცენტრი, სადაც ბავშვები მიიღებდნენ მომსახურებას და საღამოს მშობლებთან გაატარებდნენ, არ იქნებოდნენ მშიერი და მიიღებდნენ ცოდნას, მაგრამ, რადგან პოლიტიკა ასეთია, ამას ჩვენ აღარ გვეკითხებიან. თელავის ბავშვთა სახლის დახურვის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში დაიხურება", - აცხადებს ნანა ხეცოშვილი.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა