პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალქალაქის გამგებელი "ოცნებაში" გადადის - ახალი ბრალდებები "ნაციონალების" მიმართ
ახალქალაქის გამგებელი "ოცნებაში" გადადის - ახალი ბრალდებები "ნაციონალების" მიმართ

ახალ­ქა­ლა­ქის გამ­გე­ბე­ლი ნა­ი­რი ირი­ცი­ა­ნი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­დას­ვლის სურ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ტო­ვე­ბას გა­ზეთ "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ხსნის.

რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია რეს­პო­დენ­ტი, შე­გიძ­ლი­ათ მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყოთ.

გთა­ვა­ზობთ მოკ­ლე ამო­ნა­რიდს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

- ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში თქვე­ნი შეს­ვლა?

- ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. მინ­და 2014 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო და პარ­ტი­უ­ლო­ბა მქონ­დეს. თუ პარ­ტი­უ­ლო­ბა არ მექ­ნე­ბა, ჩემი აზ­რით, ვერც ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შევ­ძლებ.

- რა­ტომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"?

- რა­ტომ ავირ­ჩიე? რო­გორც ჩანს, ძლი­ე­რი პარ­ტი­აა და ბოლო ნა­ბი­ჯი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა უკა­ნას­კნე­ლი, რაც მათ გა­დად­გეს, როცა ამ­დე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ებ­ში იჯდა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამი­ტო­მაც ჯერ­ჯე­რო­ბით "ოც­ნე­ბის" იდე­ე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- თქვენ აღი­ა­რებთ რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ჩას­ვეს ცი­ხე­ში?

- არ იფიქ­როთ, რომ თუ მე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" წევ­რი ან ლი­დე­რი ვი­ყა­ვი, ჩემ­ზე მათი მხრი­დან ზე­წო­ლა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. თუ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­ზე ზე­წო­ლა 5% იყო, ჩემ­ზე 200% იყო.

- რა სა­ხის ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თქვენ­ზე?

- მო­დით, წარ­სულ­ზე ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, რაც იყო, იყო. მო­ვით­მი­ნე, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ტა­ნე. იყო რეპ­რე­სი­ე­ბი? ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყო. იყო ეს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე თუ ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, თუ სხვა სფე­რო­ში, სხვა­დას­ხვა სა­ხის. ეს უკვე წარ­სუ­ლია.

- თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რო­ბას აპი­რებ­დით, რო­გორ გა­ვი­გოთ 15 თე­ბერ­ვალს, "ოც­ნე­ბის" სა­პა­სუ­ხო მი­ტინ­გში თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მე თავს ვი­ცავ­დი. "ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მოგ­ვცა ვადა, რომ 6 დღე­ში უნდა წა­ვი­დეთ. ასე­თი რამ კა­ნონ­ში არ არის. არ­სე­ბობს კა­ნო­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ, 2014 წელს მო­სახ­ლე­ო­ბა - თქვენ ვი­საც გინ­დათ, აირ­ჩევთ. მე ამირ­ჩევთ, ნო­რიკს თუ თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა გე­ყო­ლე­ბათ. ამის­თვის კა­ნო­ნი არ­სე­ბობს.

ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად იხი­ლეთ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახალქალაქის გამგებელი "ოცნებაში" გადადის - ახალი ბრალდებები "ნაციონალების" მიმართ

ახალქალაქის გამგებელი "ოცნებაში" გადადის - ახალი ბრალდებები "ნაციონალების" მიმართ

ახალქალაქის გამგებელი ნაირი ირიციანი "ქართულ ოცნებაში" გადასვლის სურვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას გაზეთ "სამხრეთის კარიბჭისთვის" მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა მიზეზით ხსნის.

რამდენად გულწრფელია რესპოდენტი, შეგიძლიათ მისი ინტერვიუდან შეიტყოთ.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს პუბლიკაციიდან:

- ვისი ინიციატივაა "ქართული ოცნების" რიგებში თქვენი შესვლა?

- ჩემი ინიციატივაა. მინდა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო და პარტიულობა მქონდეს. თუ პარტიულობა არ მექნება, ჩემი აზრით, ვერც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შევძლებ.

- რატომ "ქართული ოცნება"?

- რატომ ავირჩიე? როგორც ჩანს, ძლიერი პარტიაა და ბოლო ნაბიჯი, რასაკვირველია, არა უკანასკნელი, რაც მათ გადადგეს, როცა ამდენი უდანაშაულო ადამიანი ციხეებში იჯდა და გაათავისუფლეს, ძალიან მომეწონა. ამიტომაც ჯერჯერობით "ოცნების" იდეები ძალიან მომწონს.

- თქვენ აღიარებთ რომ "ნაციონალებმა" ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში?

- არ იფიქროთ, რომ თუ მე "ნაციონალების" წევრი ან ლიდერი ვიყავი, ჩემზე მათი მხრიდან ზეწოლა არ ხორციელდებოდა. თუ ჩვეულებრივ ადამიანზე ზეწოლა 5% იყო, ჩემზე 200% იყო.

- რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა თქვენზე?

- მოდით, წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, რაც იყო, იყო. მოვითმინე, ეს ყველაფერი გადავიტანე. იყო რეპრესიები? ერთმნიშვნელოვნად იყო. იყო ეს სამუშაო ადგილზე თუ ეკლესიების მშენებლობაში, თუ სხვა სფეროში, სხვადასხვა სახის. ეს უკვე წარსულია.

- თუ "ქართული ოცნების" წევრობას აპირებდით, როგორ გავიგოთ 15 თებერვალს, "ოცნების" საპასუხო მიტინგში თქვენი მონაწილეობა?

- მე თავს ვიცავდი. "ოცნების" წინააღმდეგი არ ვარ. "ქართულმა ოცნებამ" მოგვცა ვადა, რომ 6 დღეში უნდა წავიდეთ. ასეთი რამ კანონში არ არის. არსებობს კანონი ადგილობრივი არჩევნების შესახებ, 2014 წელს მოსახლეობა - თქვენ ვისაც გინდათ, აირჩევთ. მე ამირჩევთ, ნორიკს თუ თქვენი კანდიდატურა გეყოლებათ. ამისთვის კანონი არსებობს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა