მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე - საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს
გოგა ხაჩიძე - საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს

იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს არა სა­ელ­ჩო­ე­ბი, არა­მედ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­ნათ­ლე­ბა­ზე საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გოგა ხა­ჩი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ENA თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გან­ხრით და­ამ­თავ­რა და არა - იუ­რი­დი­უ­ლით.

ამავდრო­უ­ლად, გოგა ხა­ჩი­ძე ეჭ­ვობს, რომ პრე­სა­ტა­შე ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დის გან­ცხა­დე­ბა საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია არ არის.

"სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ სა­კი­თხზე არ გა­უვრცე­ლე­ბია და ეჭვი მე­პა­რე­ბა, მსგავს სა­კი­თხებ­ში ერე­ო­დეს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის, მით უმე­ტეს, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო. გარ­და ამი­სა, გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ იუ­რი­დი­ულ დო­კუ­მენ­ტებს გას­ცე­მენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი - უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი თუ სხვა­დას­ხვა ტი­პის კო­ლე­ჯე­ბი და არა - სა­ელ­ჩო­ე­ბი. ასე­ვე, გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ENA-ს სას­წავ­ლე­ბე­ლი თეა წუ­ლუ­კი­ანს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის და არა იუ­რი­დი­უ­ლი გან­ხრით", - გა­ნა­ცხა­და ხა­ჩი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დის გან­ცხა­დე­ბა საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აც რომ იყოს, ამით მა­ინც არა­ფე­რი იც­ვლე­ბა.

"სა­ელ­ჩო­ე­ბი არ გან­სა­ზღვრა­ვენ, ვის რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს. დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი მაქვს იმა­ზე, იცო­და თუ არა ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დმა კა­ნო­ნის ის კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა, რაზე დაყ­რდნო­ბი­თაც ეს კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა. ერ­თია, რას ამ­ბობს საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო და მე­ო­რე - რას ამ­ბობს ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხა­ჩი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შე ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დმა დღეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლის (ENA) დიპ­ლო­მი­რე­ბულ პირს აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ის არის, რომ ENA -ს სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო­ში, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნოა.

"ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო ორ­გა­ნოა, ასე­ვე იმ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, სა­დაც სა­ჭი­როა იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. თეა წუ­ლუ­კი­ან­მა შეძ­ლო მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლო­ში. ამი­ტო­მაც, ვა­დას­ტუ­რებ, რომ, რო­გორც ENA-ს ყვე­ლა კურსდამ­თავ­რე­ბულს, ქალ­ბა­ტონ თეა წუ­ლუ­კი­ანს აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დმა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­ნათ­ლე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი საფ­რან­გე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რენე სა­ლენ­სმაც გა­ა­კე­თა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­თლე­ბას­თან და­კა­ვავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს არ აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად - უფ­ლე­ბა, იყოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი.

გარ­და ამი­სა, იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მაც".

სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას თსუ-ს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი დალი კან­დე­ლა­კი უდას­ტუ­რებს.

კერ­ძოდ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა 1997 წელს წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა თსუ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, თუმ­ცა, რო­გორც დალი კან­დე­ლა­კი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ორი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებს ამ­ზა­დებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დიპ­ლო­მის თა­ნახ­მად, სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ამ თეა წუ­ლუ­კი­ანს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მცოდ­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭა, სპე­ცი­ა­ლო­ბით - სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა 2000 წელს და­ამ­თავ­რა საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლა (ENA) და და­იც­ვა მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოგა ხაჩიძე - საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს

გოგა ხაჩიძე - საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს

იურიდიული განათლების ხარისხს არა საელჩოები, არამედ სასწავლო დაწესებულებები განსაზღვრავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თეა წულუკიანის განათლებაზე საფრანგეთის საელჩოს პრესატაშის განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ENA თეა წულუკიანმა საჯარო ადმინისტრირების განხრით დაამთავრა და არა - იურიდიულით.

ამავდროულად, გოგა ხაჩიძე ეჭვობს, რომ პრესატაშე ქსავიერ როუარდის განცხადება საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიცია არ არის.

"საელჩოს ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ გაუვრცელებია და ეჭვი მეპარება, მსგავს საკითხებში ერეოდეს რომელიმე ქვეყნის, მით უმეტეს, საფრანგეთის საელჩო. გარდა ამისა, განათლებასთან დაკავშირებულ იურიდიულ დოკუმენტებს გასცემენ საგანმანათლებლო დაწესებულებები - უმაღლესი სასწავლებლები თუ სხვადასხვა ტიპის კოლეჯები და არა - საელჩოები. ასევე, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ENA-ს სასწავლებელი თეა წულუკიანს დამთავრებული აქვს საჯარო ადმინისტრირების და არა იურიდიული განხრით", - განაცხადა ხაჩიძემ.

მისივე თქმით, ქსავიერ როუარდის განცხადება საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაც რომ იყოს, ამით მაინც არაფერი იცვლება.

"საელჩოები არ განსაზღვრავენ, ვის რა განათლება აქვს. დიდი კითხვის ნიშანი მაქვს იმაზე, იცოდა თუ არა ქსავიერ როუარდმა კანონის ის კონკრეტული მოთხოვნა, რაზე დაყრდნობითაც ეს კითხვები გაჩნდა. ერთია, რას ამბობს საფრანგეთის საელჩო და მეორე - რას ამბობს ქართული კანონმდებლობა", - აღნიშნა ხაჩიძემ.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე ქსავიერ როუარდმა დღეს "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

"ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა, ასევე იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ, როგორც ENA-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.

არსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის განათლებაზე კომენტარი საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმაც გააკეთა.

წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც".

სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თეა წულუკიანმა 2000 წელს დაამთავრა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA) და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა