მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე - "მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!"
გოგა ხაჩიძე - "მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!"

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რა არის ეს?!... რას გვიხ­სნის საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო?!... გა­ე­რო­საც ხომ არ მი­ე­ღო რა­ი­მე რე­ზო­ლუ­ცია?!

მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა, თუ ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის?!

გვაჩ­ვე­ნოს ქ-მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დიპ­ლო­მი და ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, აქვს თუ არა უმაღ­ლე­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი რას ფიქ­რო­ბენ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­რემ, ეგეც გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ და სა­კი­თხი "მო­ყო­მა­რე­ბუ­ლია".

დიპ­ლო­მი წარ­მო­ად­გი­ნეთ ქ-ნო თეა, სა­დაც გა­სა­გე­ბად ეწე­რე­ბა, რომ თქვენ მო­გე­ნი­ჭათ იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

არ სჭირ­დე­ბა ამას ალა­სა­ნი­ას, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და თუნ­დაც სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და პი­რა­დი მო­საზ­რე­ბე­ბით "გაპ­რა­ვე­ბა"!", - წერს ხა­ჩი­ძე.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შემ, ქსა­ვი­ერ რო­უ­არ­დმა დღეს გა­ნა­ცხა­და, საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლის (ENA) დიპ­ლო­მი­რე­ბულ პირს აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ის არის, რომ ENA -ს სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭო­ში, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნოა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­თლე­ბას­თან და­კა­ვავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს არ აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად - უფ­ლე­ბა, იყოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი.

გარ­და ამი­სა, იუ­რი­დი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მაც". სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას თსუ-ს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი დალი კან­დე­ლა­კი უდას­ტუ­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გოგა ხაჩიძე - "მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!"

გოგა ხაჩიძე - "მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!"

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოს განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"რა არის ეს?!... რას გვიხსნის საფრანგეთის საელჩო?!... გაეროსაც ხომ არ მიეღო რაიმე რეზოლუცია?!

მაინტერესებს, ეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური პოზიციაა, თუ ერთ-ერთი თანამშრომლის?!

გვაჩვენოს ქ-მა თეა წულუკიანმა დიპლომი და ნათელი გახდება, აქვს თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება.

კანონიერი ქურდები რას ფიქრობენ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, ბარემ, ეგეც გაგვაგებინეთ და საკითხი "მოყომარებულია".

დიპლომი წარმოადგინეთ ქ-ნო თეა, სადაც გასაგებად ეწერება, რომ თქვენ მოგენიჭათ იურისტის კვალიფიკაცია.

არ სჭირდება ამას ალასანიას, მარგველაშვილის და თუნდაც საელჩოს თანამშრომლის დამატებითი კომენტარები და პირადი მოსაზრებებით "გაპრავება"!", - წერს ხაჩიძე.

როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ, ქსავიერ როუარდმა დღეს განაცხადა, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA -ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

წულუკიანის განთლებასთან დაკავავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც". სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს