პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წუ­რა­ვამ­დე პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოქ­მე­დებს.

რო­გორც პრე­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა­ში აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და­საჩ­ქა­რებ­ლად ძა­ლის­ხმე­ვას აგ­რძე­ლებს.

"ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აგ­რძე­ლებს ძა­ლის­ხმე­ვას ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და­საჩ­ქა­რებ­ლად. ამ მიზ­ნით, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-სთან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი, კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­გო­ბარ აზერ­ბა­ი­ჯან­თან, სომ­ხეთ­თან, თურ­ქეთ­თან, უკ­რა­ი­ნას­თან და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­კენ", - ნათ­ქვა­მია ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, პრე­მი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებ­საც აფა­სებს და მათ უპა­სი­ხის­მგებ­ლოს უწო­დებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი და მოქ­მე­დე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კურსს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ლა­ხავს ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრტეს­ტიჟს და უქ­მნის პრობ­ლე­მებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ, რომ ამის გამო უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მათ ბო­დიშს ვუხ­დი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, გან­ცხა­დე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოქ­მე­დებს.

"ვი­ნა­ი­დან არც მო­მა­ვალ­ში ვართ და­ზღვე­უ­ლი მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის­გან, მინ­და, გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე, მოქ­მე­დებს პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. მისი ვი­ზი­ტე­ბი არ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­მო­ხა­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ებს, თუ ეს არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ", -აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურავამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს.

როგორც პრემიერი განცხადებაში აცხადებს, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად ძალისხმევას აგრძელებს.

"ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირსა და ნატო-სთან ნაკისრი ვალდებულები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

ამასთან, პრემიერი საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებსაც აფასებს და მათ უპასიხისმგებლოს უწოდებს.

"საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრტესტიჟს და უქმნის პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სააკაშვილი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს.

"ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ", -აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა