პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს
"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლუბა ელი­აშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლუბა ელი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი არა­ფე­რი სმე­ნია.

"არა­ფე­რი ვიცი. მაგ ამ­ბავს მე არა­ვინ შე­მე­კი­თხე­ბა, ხომ ასეა?", - გა­ნა­ცხა­და ლუბა ელი­აშ­ვილ­მა, თუმ­ცა შემ­დეგ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ "არხი არ გა­ყი­დუ­ლა".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, "მე­ცხრე არ­ხის" ახა­ლი მფლო­ბე­ლია კომ­პა­ნია "გლო­ბალ TV-ის" ამე­რი­კე­ლი თა­ნამ­ფლო­ბე­ლი ალექ­სან­დრე რონ­ჟე­სი.

ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყიდ­ვა ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­საც სურ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ არხი რონ­ჟესს დარ­ჩა.

ალექ­სან­დრე რონ­ჟე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 2012 წლის ზა­ფხულ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც იგი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე ხნით და­ა­კა­ვეს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მას უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის შე­საძ­ლო ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გამო ედა­ვე­ბო­და.

"მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქემ ალექ­სან­დრე რონ­ჟეს­მა 2004 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 180 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2012 წლის 8 ივ­ნისს გა­ას­ხვი­სა შპს "ლი­ზინ­გი 21"-ზე 3 100 000 ლა­რად და მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით გა­ი­ტა­ნა სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით სა­ეჭ­ვო ოპე­რა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. ვი­ნა­ი­დან მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას არ მო­ახ­დი­ნა თან­ხის დეკ­ლა­რი­რე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, ალექ­სან­დრე რონ­ჟე­სი მოწ­მის სა­ხით იქ­ნას და­კი­თხუ­ლი", - ნათ­ქვა­მია იყო სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მა­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლუბა ელიაშვილმა განუცხადა, მსგავსი არაფერი სმენია.

"არაფერი ვიცი. მაგ ამბავს მე არავინ შემეკითხება, ხომ ასეა?", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა, თუმცა შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არხი არ გაყიდულა".

გავრცელებული ინფორმაციით კი, "მეცხრე არხის" ახალი მფლობელია კომპანია "გლობალ TV-ის" ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ყიდვა ქართველ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ არხი რონჟესს დარჩა.

ალექსანდრე რონჟესი საზოგადოებისთვის 2012 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, როდესაც იგი თბილისის აეროპორტში რამდენიმე ხნით დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის გამო ედავებოდა.

"მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს "ლიზინგი 21"-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილია, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნას დაკითხული", - ნათქვამია იყო სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაშინდელ განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები