პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვენ
სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვენ

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლი რექ­ტო­რის, ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას ითხოვს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დენ­ტთა კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რემ, ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ველ­მა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ლექ­ტო­რებ­თან ერ­თად აქ­ცია-ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა.

მეტ­რე­ვე­ლი აცხა­დებს, რომ რექ­ტო­რი ვერ ახერ­ხებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და სტუ­დენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, თსუ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს ნიშ­ნა­ვენ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­ი­ნიშ­ნა ბექა ახ­ლო­უ­რი, რო­მე­ლიც "ერ­თი­ა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი იყო.

"მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­ვი­და, თსუ პარ­ტი­უ­ლი კად­რე­ბის სამ­ჭედ­ლოდ გა­და­იქ­ცა, ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა ად­ვი­ლად შე­ი­თავ­სეს, ერთი მხრივ, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და მე­ო­რე მხრივ, სტუ­დენ­ტურ­მა თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ. ბოლო წლებ­ში მომ­რავ­ლდა სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბის მიერ სტუ­დენ­ტე­ბის ცე­მის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე შე­ი­ცავ­და პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რექ­ტო­რი არა­ერ­თხელ შეგ­ვპირ­და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის გა­რი­ცხვას, მას ეს არ გა­უ­კე­თე­ბია. პი­რი­ქით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­ძა­ლა­დე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბი დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მო­სავ­ლად ჩვენ რექ­ტო­რის გა­დად­გო­მას ვხე­დავთ", - აცხა­დებს მეტ­რე­ვე­ლი.

ლექ­ტო­რე­ბის თქმით, ისი­ნი თსუ-ში აღარ მუ­შა­ო­ბენ, რად­გან კონ­კურ­სი ვერ გა­ი­ა­რეს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იყო.

ამას­თან, ყო­ფი­ლი ლექ­ტო­რის გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნის თქმით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თან­ხე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო არ არის. მი­სი­ვე თქმით, შე­საც­ვლე­ლია თსუ წეს­დე­ბაც, ხოლო კონ­კურ­სე­ბის შე­დე­გებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ უნდა გა­და­ხე­დოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვენ

სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს უნივერსიტეტში "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მეტრეველმა გათავისუფლებულ ლექტორებთან ერთად აქცია-ბრიფინგი გამართა.

მეტრეველი აცხადებს, რომ რექტორი ვერ ახერხებს უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებების შესრულებას და სტუდენტთა უფლებების დაცვას. მისივე მტკიცებით, თსუ-ს ადმინისტრაციაში თანამდებობებზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ნიშნავენ. ადმინისტრაციაში დაინიშნა ბექა ახლოური, რომელიც "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წევრი და "ნაციონალების" მხარდამჭერი იყო.

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, თსუ პარტიული კადრების სამჭედლოდ გადაიქცა, ამ საქმის ორგანიზება ადვილად შეითავსეს, ერთი მხრივ, სპორტის სამინისტრომ და მეორე მხრივ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ. ბოლო წლებში მომრავლდა სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტების ცემის ფაქტები, რომლებიც ასევე შეიცავდა პოლიტიკურ სარჩულს. მიუხედავად იმისა, რომ რექტორი არაერთხელ შეგვპირდა მოძალადეების გარიცხვას, მას ეს არ გაუკეთებია. პირიქით, ცნობილი გახდა, რომ მოძალადე თვითმმართველობის წევრები დღეს უნივერსიტეტში სპეციალისტის თანამდებობებს იკავებენ. ამ ყველაფრიდან გამოსავლად ჩვენ რექტორის გადადგომას ვხედავთ", - აცხადებს მეტრეველი.

ლექტორების თქმით, ისინი თსუ-ში აღარ მუშაობენ, რადგან კონკურსი ვერ გაიარეს, თუმცა რეალური მიზეზი მათი პოლიტიკური შეხედულებები იყო.

ამასთან, ყოფილი ლექტორის გიორგი ყიფიანის თქმით, უნივერსიტეტში თანხების განაწილების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. მისივე თქმით, შესაცვლელია თსუ წესდებაც, ხოლო კონკურსების შედეგებს განათლების სამინისტრომ უნდა გადახედოს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"