პარტნიორები:

    დათო ტურაშვილის ავტოფილოსოფია

    დათო ტურაშვილის ავტოფილოსოფია

    ნიჭიერი ადამიანები თავისებური ხალხია. დათო ტურაშვილიც არაორდინალური შემოქმედია - მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, რომლის სიტყვასა და ნაწერს განსაკუთრებული ელფერი და ფასი აქვს. ტურაშვილს, როგორც დისიდენტური ბუნების ადამიანს, ყველა იცნობს და ყველა აფასებს. რაც შეეხება მის ავტოფილოსოფიას, ამას აქვე, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეცნობით.

    AUTO BILD: ყველაფერი პირველი განსაკუთრებულია - რომელი იყო თქვენი პირველი ავტომობილი?

    დათო ტურაშვილი: ავტომობილი მაჩუქეს ორჯერ: პირველი იყო "ჟიგული", 05, რომელიც მერე გავყიდეთ, მეორე კი - პატარა "ტოიოტა იარისი", რომელიც მგონი საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან საწვავი ფაქტობრივად არ სჭირდება და თანაც ყველაფერს უძლებს.

    AUTO BILD: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთვის კარგი ავტომობილი?

    დათო ტურაშვილი: ჩემთვის კარგი მანქანა არის პატარა, გამძლე და ნაკლებხარჯიანი.

    AUTO BILD: რამდენად კარგად გესმით ავტომობილი? თვითონ თუ შეგიკეთებიათ?

    დათო ტურაშვილი: ავტომობილებში საერთოდ ვერ ვერკვევი და მართვის გარდა არაფერი ვიცი.

    AUTO BILD: უსაფრთხოების ღვედს როგორ ეგუებით?

    დათო ტურაშვილი: ფაქტია, რომ ყველანი ადვილად მივეჩვიეთ.

    AUTO BILD: რამდენად მოწესრიგებული მძღოლი ხართ?

    დათო ტურაშვილი: მანქანას იშვიათად ვატარებ, ძირითადად ფეხით დავდივარ, მაგრამ თუ მომიწევს საჭესთან ჯდომა, ყოველთვის ვცდილობ,

    იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"