საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ქევხიშვილი გიორგი უშიკიშვილს უპირისპირდება - "უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი”
თემურ ქევხიშვილი გიორგი უშიკიშვილს უპირისპირდება - "უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი”

"ვა­რან­ცოვ­ზე", აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე წა­მო­ჭი­მულ უზარ­მა­ზარ თეთრ შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­შიც თა­ვის დრო­ზე "ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრი" იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 130 პე­და­გო­გი და ცხრა­ა­სი ბავ­შვი გა­მო­ა­ძე­ვეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­რის მუტ­რიბ­მა და "ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­მა - გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­მა კაფე გახ­სნა, სა­დაც, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის გარ­და, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლოს კაც­მა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლოტ­ბა­რი და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის უბად­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი, რომ­ლის "ურ­მუ­ლიც" სულ­ხან ცინ­ცა­ძემ "ჯა­რის­კა­ცის მა­მა­ში" გო­დერ­ძი მა­ხა­რაშ­ვი­ლის პერ­სო­ნაჟს სიკ­ვდი­ლის წინ ამ­ღე­რა, უში­კიშ­ვი­ლის მიერ კა­ფედ, რეს­ტორ­ნად თუ სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის სახ­ლად გა­და­კე­თე­ბულ "ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრს" სი­ნა­ნუ­ლით იხ­სე­ნებს და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნას ურ­ჩევს!..

"ქრო­ნი­კას" თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რა ხდე­ბა ეს­თე­ტი­კის ყო­ფილ ცენ­ტრში, რო­მე­ლიც ახლა უკვე უში­კიშ­ვი­ლის გამ­გებ­ლო­ბა­შია?

- ყო­ველ დარ­გს უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მელ­საც ცოდ­ნაც ექ­ნე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბაც!.. არ შე­იძ­ლე­ბა, დარ­გი ვინ­მეს ჩა­ა­ბა­რო იმ ნიშ­ნით, რომ ის შენი სა­მე­გობ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. როცა ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტე­ბი შე­მო­ი­ღეს, მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე შე­მო­ვიდ­ნენ და მკი­თხეს, - ბა­ტო­ნო თე­მურ, ეროვ­ნულ პას­პორტზე რა აზ­რის ხარ­თო!.. მე ვუ­პა­სუ­ხე, - ქარ­თულ პას­პორ­ტში უნდა იყოს გრა­ფა, - "მღე­რის ამა და ამ ხმას"... თუ სიმ­ღე­რა არ შე­უძ­ლია მა­შინ უნდა ეწე­როს, - "უყ­ვარს მოს­მე­ნა", ხოლო თუ ესეც არ შე­უძ­ლია, მა­შინ ასეთ ადა­მი­ანს ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი რად უნდა-მეთ­ქი?! ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა არის უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა, ჩვე­ნი სა­გან­ძუ­რი, რა­შიც ჩვენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვე­რა­ვინ ვერ შეგ­ვე­ჯიბ­რე­ბა!.. არ შე­იძ­ლე­ბა ამ საქ­მის არმ­ცოდ­ნე პი­როვ­ნე­ბა ამ სფე­როს ჩვე­ნი რეს­პუბ­ლი­კის მას­შტა­ბით გა­ნა­გებ­დეს!..

- უში­კიშ­ვილს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ!.. უში­კიშ­ვილს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა და მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რა გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მას...

- რა ვიცი, ბა­ტო­ნო თე­მურ, ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გად მღე­რი­სო და...

- კარ­გად ეგ ბავ­შვო­ბა­ში მღე­რო­და და იმე­დია, ეჭვი არ გე­პა­რე­ბათ იმა­ში, რომ მე იმის გარ­კვე­ვა მა­ინც შე­მიძ­ლია, ვინ კარ­გად მღე­რის და ვინ - არა!.. (იცი­ნის) მე არაფ­რის პრე­ტენ­ზია არ მაქვს და ამას ბოღ­მა, ან ვინ­მეს დამ­ცი­რე­ბის სურ­ვი­ლი არ მა­ლა­პა­რა­კებს!.. მაგ შე­ნო­ბის ამ­ბა­ვი ასე იყო, - ვახ­ტან ჭა­ბუ­კი­ან­მა შექ­მნა ოპე­რის თე­ატ­რის სცე­ნის ზუს­ტი ასლი, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ოდ­ნენ. შე­ვარ­დნა­ძის დროს გულ­გა­ხეთ­ქი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, - გვიშ­ვე­ლეთ, შე­ნო­ბი­დან გვყრი­ან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩოს­თვის უნ­დათ მისი გა­და­ცე­მა, ბა­ტო­ნი კოტე მა­ხა­რა­ძეც იქ­ნე­ბა თქვენ­თან ერ­თად და იქ­ნებ შე­ვარ­დნა­ძეს სთხო­ვოთ, რომ "ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრი" არ მო­ი­შა­ლო­სო!.. ისე­თი კაცი ვარ, ბა­ტო­ნო დიტო, ვინც მე მიც­ნობს, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ჩემი გუ­ლის­თვის გა­მო­რი­ცხუ­ლია ვინ­მე შე­ვა­წუ­ხო, მაგ­რამ ამ საქ­მის­თვის წა­ვე­დით მე და ბა­ტო­ნი კოტე და შე­ვარ­დნა­ძეს პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, - ამის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ ოპე­რის თე­ატ­რი და სხვა მსგავ­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბიც გა­დავ­ცეთ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს და ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი ქუ­ჩა­ში დავ­ტო­ვოთ-მეთ­ქი!.. ძი­რი­თა­დად სულ მე ვლა­პა­რა­კობ­დი, კოტე ჩუ­მად იყო... შე­ვარ­დნა­ძემ მი­პა­სუ­ხა, - ამ საქ­მეს მივ­ხე­და­ვო!.. მივ­ხვდი, შე­ნო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნეთ!.. სულ ბო­ლოს შე­ვარ­დნა­ძე მე­კი­თხე­ბა, - თე­მურ, სულ ეს არის, მეტი არა­ფე­რი გაქვს სა­თხოვ­ნე­ლიო? - არა, სხვა არა­ფე­რი მინ­და, ეგ არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­კი­თხი, ამის­თვის ვარ მო­სუ­ლი-მეთ­ქი!.. - გა­დამ­რევს ეს კა­ციო! - გა­იკ­ვირ­ვა შე­ვარ­დნა­ძემ და გა­მო­ვემ­შვი­დო­ბეთ!.. ახლა ცოტა უნდა გავ­ბრაზ­დე, - თუ საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გე­ბა, მე დი­ა­ხაც მაქვს პრე­ტენ­ზია იმა­ზე, რომ ამ შე­ნო­ბამ თა­ვი­სი სახე არ და­კარ­გოს და იქ ბავ­შვე­ბი ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და კულ­ტუ­რას და­ე­უფ­ლონ!.. შებ­რძან­დით ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში, ყველ­გან უცხო­უ­რი მუ­სი­კა თუ სა­ში­ნე­ლე­ბა - ჯაგა-ჯუგი ის­მის... ეს არის დი­ვერ­სია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის წი­ნა­აღ­მდეგ და მე "პო­პულ­ში" როცა ვი­კი­თხე, - მოგ­წონთ, ეს სიმ­ღე­რე­ბი, ეს მუ­სი­კა-მეთ­ქი? - იცით, რა მი­პა­სუ­ხეს? - არ მოგ­ვწონს, მაგ­რამ რა ვქნათ, უფ­რო­სო­ბა ასე გვა­ვა­ლებ­სო!.. კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, - ამ საქ­მეს ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მი­ხე­დავს ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ა­მი­სო გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს!.. არ შე­იძ­ლე­ბა ხელ­მძღვა­ნელ­მა და სა­ერ­თოდ კაც­მა ყვე­ლა­ფერ­ზე მო­ა­წე­რო ხელი!.. სა­ერ­თოდ მე უში­კიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი მაქვს სათ­ქმე­ლი, მაგ­რამ ეს არ არის სა­ხალ­ხოდ სა­ლა­პა­რა­კო თემა... მაგ­რამ თუ დას­ჭირ­დე­ბა, მე მა­გას ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და ვე­ტყვი, რომ არ ჰყოფ­ნის არც კულ­ტუ­რა და არც არა­ფე­რი!.. თუ რამ იცის და ვის­გა­ნაც რამე ის­წავ­ლა, იმ ხალ­ხს არის გა­და­კი­დე­ბუ­ლი სწო­რედ, იმა­თი ხსე­ნე­ბა არ უნდა!..

- ბა­ტო­ნო თე­მურ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­ზე, გო­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძე­ზე... ჩემ­გან მა­გას სიმ­ღე­რა არ უს­წავ­ლია, თო­რემ მე მა­გას ცოტა სხვა­ნა­ი­რად და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი!..

- რა­ტომ არის გა­და­კი­დე­ბუ­ლი უში­კიშ­ვი­ლი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­სა და გო­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძე­ზე?

- ეს პი­როვ­ნე­ბა არის სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­რის მომ­ღე­რა­ლი... მე ვიცი, სა­ი­დან და­ი­წყო მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი და რა მოხ­და, მაგ­რამ არ მინ­და ახლა ამა­ზე ლა­პა­რა­კი.

- უში­კიშ­ვილს ხომ არ უნ­დო­და ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის ნაც­ვლად დე­პუ­ტა­ტო­ბა?

- არა­ფერ­ზე ეგ უარს არ იტყვის!.. სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­გას სიმ­ღე­რა და­უ­ფა­სა და თავ­ზე ხელი გა­და­უს­ვა... ახლა, რო­გორ მღე­რის, ეგ სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ამა­თაც მეტი არ უნ­დო­დათ და ერ­თო­ბოდ­ნენ და ესიყ­ვა­რუ­ლე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს!.. და­ღუ­პეს ის დარ­გი, რა­საც ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა ჰქვია... მე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ესე­ნი ამ დარ­გში მზის სათ­ვა­ლე­ე­ბით და­დი­ან და ვე­რა­ვის ვერ ამ­ჩნე­ვენ!.. თუ დღეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­სა და გა­ლო­ბის­კენ გა­მო­ი­ხე­და ხალ­ხმა, ეს არის ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა. ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილს აქვს ეს და­წე­რი­ლი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში, - ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ვა­კის პარკში კონ­ცერ­ტი გვქონ­და, "შავი შაშ­ვი" ვიმ­ღე­რეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს მო­ნა­დი­რის სიმ­ღე­რაა და სიმ­ღე­რა­ში ძაღ­ლე­ბის ყე­ფის იმი­ტა­ცი­აც ის­მის... სიმ­ღე­რა რომ ვიმ­ღე­რეთ, დარ­ბაზ­მა ყეფა დაგ­ვი­წყო და დაგ­ვცი­ნეს... სცე­ნი­დან რომ გა­მო­ვე­დი, და­საბ­მე­ლი ვი­ყა­ვი და ბი­ჭე­ბი მა­კა­ვებ­დნენ, - ვი­ღა­ცას მოვ­კლავ­დი!.. აი, ამ დო­ნე­ზე ვი­ყა­ვით მა­შინ, ასე ხვდე­ბო­და ხალ­ხი ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას. დღეს რომ მსმე­ნე­ლი ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას უს­მენს, ეს არის ან­სამ­ბლ "გორ­დე­ლა­სა" და იმ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც მე შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ვა­წე­რე ხელი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს. ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძე იყო მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა გახ­ლდათ ეს პრო­ექ­ტი. სამი გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ შე­მო­ვი­და ნუგ­ზა­რი და მე­უბ­ნე­ბა, - ძა­ლი­ან ცუ­დად არის საქ­მე, გა­ნუ­წყვეტ­ლივ რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, - ქევ­ხიშ­ვი­ლი ამას და ამას არას­წო­რად გა­დას­ცემს, აქ სწო­რი არ არის, იქ სწო­რი არ არი­სო!.. მე ვუ­პა­სუ­ხე, - რა გა­ნერ­ვი­უ­ლებს, კაცო, გა­მო­ვა­ცხა­დოთ, რომ თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი მზად არის, მრგვალ მა­გი­დას­თან, პირ­და­პირ ეთერ­ში მო­გიწ­ვი­ოთ და ყვე­ლას გაგ­ცეთ პა­სუ­ხი-მეთ­ქი!.. ამის შემ­დეგ ზა­რე­ბი შე­წყდა.. მე არა­ვის არ ვერ­ჩი, მე მა­წუ­ხებს ჩვე­ნი ფოლკ­ლო­რის, ჩვე­ნი სიმ­ღე­რის მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც ვსპობთ!..

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რას აპი­რებთ, რა ეშ­ვე­ლე­ბა ცენ­ტრს, სა­დაც ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რომ უში­კიშ­ვილს სა­ვაჭ­რო დახ­ლი აქვს გაშ­ლი­ლი?

- მე არ ვიქ­ნე­ბი რა­ი­მეს ინი­ცი­ა­ტო­რი, რად­გან ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ჩემი მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად გა­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ ყვე­ლას გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი, ვინც ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­ლებს!..

დიტო ჩუ­ბი­ნი­ძე

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თემურ ქევხიშვილი გიორგი უშიკიშვილს უპირისპირდება - "უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი”

თემურ ქევხიშვილი გიორგი უშიკიშვილს უპირისპირდება - "უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი”

"ვარანცოვზე", აღმაშენებლის გამზირზე წამოჭიმულ უზარმაზარ თეთრ შენობაში, რომელშიც თავის დროზე "ესთეტიკის ცენტრი" იყო განთავსებული და საიდანაც დაახლოებით 130 პედაგოგი და ცხრაასი ბავშვი გამოაძევეს, მიხეილ სააკაშვილის კარის მუტრიბმა და "ფოლკლორის ცენტრის" დირექტორმა - გიორგი უშიკიშვილმა კაფე გახსნა, სადაც, ხალხური სიმღერის გარდა, ყველაფერი შეიძლება ისწავლოს კაცმა. საქართველოს სახალხო არტისტი, შესანიშნავი ლოტბარი და ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი - თემურ ქევხიშვილი, რომლის "ურმულიც" სულხან ცინცაძემ "ჯარისკაცის მამაში" გოდერძი მახარაშვილის პერსონაჟს სიკვდილის წინ ამღერა, უშიკიშვილის მიერ კაფედ, რესტორნად თუ საეჭვო რეპუტაციის სახლად გადაკეთებულ "ესთეტიკის ცენტრს" სინანულით იხსენებს და კულტურის სამინისტროს საგანგებო ყურადღების გამოჩენას ურჩევს!..

"ქრონიკას" თემურ ქევხიშვილი ესაუბრა:

- ბატონო თემურ, რა ხდება ესთეტიკის ყოფილ ცენტრში, რომელიც ახლა უკვე უშიკიშვილის გამგებლობაშია?

- ყოველ დარგს უნდა ხელმძღვანელობდეს თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც ცოდნაც ექნება და გამოცდილებაც!.. არ შეიძლება, დარგი ვინმეს ჩააბარო იმ ნიშნით, რომ ის შენი სამეგობროს წარმომადგენელია. როცა ქართული პასპორტები შემოიღეს, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ჩემთან ინტერვიუზე შემოვიდნენ და მკითხეს, - ბატონო თემურ, ეროვნულ პასპორტზე რა აზრის ხართო!.. მე ვუპასუხე, - ქართულ პასპორტში უნდა იყოს გრაფა, - "მღერის ამა და ამ ხმას"... თუ სიმღერა არ შეუძლია მაშინ უნდა ეწეროს, - "უყვარს მოსმენა", ხოლო თუ ესეც არ შეუძლია, მაშინ ასეთ ადამიანს ქართული პასპორტი რად უნდა-მეთქი?! ქართული სიმღერა და ცეკვა არის უნიკალური მოვლენა, ჩვენი საგანძური, რაშიც ჩვენ მთელ მსოფლიოში ვერავინ ვერ შეგვეჯიბრება!.. არ შეიძლება ამ საქმის არმცოდნე პიროვნება ამ სფეროს ჩვენი რესპუბლიკის მასშტაბით განაგებდეს!..

- უშიკიშვილს გულისხმობთ?

- დიახ!.. უშიკიშვილს არ აქვს შესაბამისი განათლება და მე ძალიან კარგად ვიცი, რა განათლება და გამოცდილება აქვს მას...

- რა ვიცი, ბატონო თემურ, ამბობენ, რომ კარგად მღერისო და...

- კარგად ეგ ბავშვობაში მღეროდა და იმედია, ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ მე იმის გარკვევა მაინც შემიძლია, ვინ კარგად მღერის და ვინ - არა!.. (იცინის) მე არაფრის პრეტენზია არ მაქვს და ამას ბოღმა, ან ვინმეს დამცირების სურვილი არ მალაპარაკებს!.. მაგ შენობის ამბავი ასე იყო, - ვახტან ჭაბუკიანმა შექმნა ოპერის თეატრის სცენის ზუსტი ასლი, სადაც მსახიობები რეპეტიციებს გადიოდნენ. შევარდნაძის დროს გულგახეთქილი მასწავლებლები მოვიდნენ ჩემთან, - გვიშველეთ, შენობიდან გვყრიან, აზერბაიჯანის საელჩოსთვის უნდათ მისი გადაცემა, ბატონი კოტე მახარაძეც იქნება თქვენთან ერთად და იქნებ შევარდნაძეს სთხოვოთ, რომ "ესთეტიკის ცენტრი" არ მოიშალოსო!.. ისეთი კაცი ვარ, ბატონო დიტო, ვინც მე მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ჩემი გულისთვის გამორიცხულია ვინმე შევაწუხო, მაგრამ ამ საქმისთვის წავედით მე და ბატონი კოტე და შევარდნაძეს პირდაპირ ვუთხარი, - ამის გაკეთება არ შეიძლება, მაშინ ოპერის თეატრი და სხვა მსგავსი დანიშნულების შენობებიც გადავცეთ სხვა სახელმწიფოებს და ჩვენი ბავშვები ქუჩაში დავტოვოთ-მეთქი!.. ძირითადად სულ მე ვლაპარაკობდი, კოტე ჩუმად იყო... შევარდნაძემ მიპასუხა, - ამ საქმეს მივხედავო!.. მივხვდი, შენობა გადავარჩინეთ!.. სულ ბოლოს შევარდნაძე მეკითხება, - თემურ, სულ ეს არის, მეტი არაფერი გაქვს სათხოვნელიო? - არა, სხვა არაფერი მინდა, ეგ არის ყველაზე მთავარი საკითხი, ამისთვის ვარ მოსული-მეთქი!.. - გადამრევს ეს კაციო! - გაიკვირვა შევარდნაძემ და გამოვემშვიდობეთ!.. ახლა ცოტა უნდა გავბრაზდე, - თუ საქმე საქმეზე მიდგება, მე დიახაც მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ამ შენობამ თავისი სახე არ დაკარგოს და იქ ბავშვები ქართულ ხელოვნებასა და კულტურას დაეუფლონ!.. შებრძანდით ნებისმიერ მაღაზიაში, ყველგან უცხოური მუსიკა თუ საშინელება - ჯაგა-ჯუგი ისმის... ეს არის დივერსია ქართული სიმღერის წინააღმდეგ და მე "პოპულში" როცა ვიკითხე, - მოგწონთ, ეს სიმღერები, ეს მუსიკა-მეთქი? - იცით, რა მიპასუხეს? - არ მოგვწონს, მაგრამ რა ვქნათ, უფროსობა ასე გვავალებსო!.. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, - ამ საქმეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიხედავს ის ადამიანი, რომელსაც საამისო განათლება და გამოცდილება არ აქვს!.. არ შეიძლება ხელმძღვანელმა და საერთოდ კაცმა ყველაფერზე მოაწერო ხელი!.. საერთოდ მე უშიკიშვილთან დაკავშირებით ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ეს არ არის სახალხოდ სალაპარაკო თემა... მაგრამ თუ დასჭირდება, მე მაგას ავუხსნი ყველაფერს და ვეტყვი, რომ არ ჰყოფნის არც კულტურა და არც არაფერი!.. თუ რამ იცის და ვისგანაც რამე ისწავლა, იმ ხალხს არის გადაკიდებული სწორედ, იმათი ხსენება არ უნდა!..

- ბატონო თემურ, ვისზეა ლაპარაკი?

- ანზორ ერქომაიშვილზე, გომარ სიხარულიძეზე... ჩემგან მაგას სიმღერა არ უსწავლია, თორემ მე მაგას ცოტა სხვანაირად დაველაპარაკებოდი!..

- რატომ არის გადაკიდებული უშიკიშვილი ანზორ ერქომაიშვილსა და გომარ სიხარულიძეზე?

- ეს პიროვნება არის სააკაშვილის კარის მომღერალი... მე ვიცი, საიდან დაიწყო მათ შორის კონფლიქტი და რა მოხდა, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი.

- უშიკიშვილს ხომ არ უნდოდა ერქომაიშვილის ნაცვლად დეპუტატობა?

- არაფერზე ეგ უარს არ იტყვის!.. სააკაშვილმა მაგას სიმღერა დაუფასა და თავზე ხელი გადაუსვა... ახლა, როგორ მღერის, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ამათაც მეტი არ უნდოდათ და ერთობოდნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს!.. დაღუპეს ის დარგი, რასაც ქართული ხალხური სიმღერა და ცეკვა ჰქვია... მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესენი ამ დარგში მზის სათვალეებით დადიან და ვერავის ვერ ამჩნევენ!.. თუ დღეს ქართული სიმღერისა და გალობისკენ გამოიხედა ხალხმა, ეს არის ჩვენი დამსახურება. ანზორ ერქომაიშვილს აქვს ეს დაწერილი თავის მოგონებებში, - ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით, რომ ვაკის პარკში კონცერტი გვქონდა, "შავი შაშვი" ვიმღერეთ. მოგეხსენებათ, ეს მონადირის სიმღერაა და სიმღერაში ძაღლების ყეფის იმიტაციაც ისმის... სიმღერა რომ ვიმღერეთ, დარბაზმა ყეფა დაგვიწყო და დაგვცინეს... სცენიდან რომ გამოვედი, დასაბმელი ვიყავი და ბიჭები მაკავებდნენ, - ვიღაცას მოვკლავდი!.. აი, ამ დონეზე ვიყავით მაშინ, ასე ხვდებოდა ხალხი ქართულ ხალხურ სიმღერას. დღეს რომ მსმენელი ქართულ ხალხურ სიმღერას უსმენს, ეს არის ანსამბლ "გორდელასა" და იმ გაკვეთილების დამსახურება, რომელსაც მე შეგნებულად მოვაწერე ხელი ტელევიზიაში მუშაობის დროს. ნუგზარ ფოფხაძე იყო მაშინ ტელევიზიის ხელმძღვანელი და მისი ინიციატივა გახლდათ ეს პროექტი. სამი გაკვეთილის შემდეგ შემოვიდა ნუგზარი და მეუბნება, - ძალიან ცუდად არის საქმე, განუწყვეტლივ რეკავენ და მეუბნებიან, - ქევხიშვილი ამას და ამას არასწორად გადასცემს, აქ სწორი არ არის, იქ სწორი არ არისო!.. მე ვუპასუხე, - რა განერვიულებს, კაცო, გამოვაცხადოთ, რომ თემურ ქევხიშვილი მზად არის, მრგვალ მაგიდასთან, პირდაპირ ეთერში მოგიწვიოთ და ყველას გაგცეთ პასუხი-მეთქი!.. ამის შემდეგ ზარები შეწყდა.. მე არავის არ ვერჩი, მე მაწუხებს ჩვენი ფოლკლორის, ჩვენი სიმღერის მომავალი, რომელსაც ვსპობთ!..

- ბატონო თემურ, რას აპირებთ, რა ეშველება ცენტრს, სადაც ჩემი თვალით ვნახე, რომ უშიკიშვილს სავაჭრო დახლი აქვს გაშლილი?

- მე არ ვიქნები რაიმეს ინიციატორი, რადგან ეს საზოგადოების თვალში ჩემი მხრიდან შეიძლება ცუდად გამოჩნდეს, მაგრამ ყველას გვერდში დავუდგები, ვინც ჩვენი ბავშვებისა და ხელოვნების გადასარჩენად იბრძოლებს!..

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში

მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილის აქამდე უცნობი ფოტოები - ლეას, რომელიც საქართველოში იზრდება, პოპულარულ ბაბუას ამსგავსებენ

"მუსიკოსებსაც რა ვუთხრა, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ფირფიტებს რომ ყიდიან" - "ბასიანის" თანადამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ემოციური პოსტი