პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფონ­დის და­არ­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ე­სალ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

პრე­მი­ე­რი ფიქ­რობს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის ტენ­დენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ კუ­თხით. გა­ე­რო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შეა და თუ პრობ­ლე­მას დრო­ზე არ ვუშ­ვე­ლეთ, თუ თან­მი­დევ­რულ და ამა­ვე დროს, სას­წრა­ფო ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ, ეჭვქვეშ დად­გე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნა. ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა მთლი­ა­ნად ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა. შე­ვი­მუ­შა­ვებთ სპე­ცი­ა­ლურ კონ­ცეფ­ცი­ას, რო­მე­ლიც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრავს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებს. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად დი­დია, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღრმად გა­აზ­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, ამ პრობ­ლე­მას ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბით. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას ვუხ­დი ფონ­დის და­არ­სე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რებს და ყვე­ლას, ვინც ამ ფონდში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლით უდი­დეს სამ­სა­ხურს გა­უ­წევს ჩვენს ქვე­ყა­ნას და მო­მა­ვალს",-ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დი დღეს და­ფუძნ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა.

ფონ­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. ფონდში შე­იქ­მნა ასე­ვე ექ­სპერტთა საბ­ჭო, სა­დაც შევ­ლენ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დე­მოგ­რა­ფე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ისი­ნი შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ ერ­თობ­ლივ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ფონდს ღია მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლე­ბი თა­მარ გვერდწი­თე­ლი და ვა­ლე­რი მე­ლა­ძე. თუ ვინ შევა ფონ­დის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო­ში, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ფონ­დის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეა პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე. ფონდს ჰყავს ექ­ვსი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ესე­ნი არი­ან დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძე, ან­ზორ თო­თა­ძე და თაკო ჩხე­ი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ბიძინა ივანიშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დემოგრაფიული ფონდის დაარსების ინიციატივას მიესალმება, - ამის შესახებ ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" გამოუგზავნეს.

პრემიერი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

"შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. გაერო-ს მონაცემებით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და თუ პრობლემას დროზე არ ვუშველეთ, თუ თანმიდევრულ და ამავე დროს, სასწრაფო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეჭვქვეშ დადგება ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მთლიანად ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა. შევიმუშავებთ სპეციალურ კონცეფციას, რომელიც კონცეპტუალურად განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის გზებს. თუმცა, პრობლემა იმდენად დიდია, რომ ჩვენი საზოგადოების ღრმად გააზრებული და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობლივი, დიდი ძალისხმევის გარეშე, ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ფონდის დაარსების ინიციატორებს და ყველას, ვინც ამ ფონდში შეტანილი წვლილით უდიდეს სამსახურს გაუწევს ჩვენს ქვეყანას და მომავალს",-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დღეს დაფუძნდა. აღნიშნული ფონდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეიქმნა.

ფონდის მთავარი მიზანია, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება. ფონდში შეიქმნა ასევე ექსპერტთა საბჭო, სადაც შევლენ როგორც პროფესიონალი დემოგრაფები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ისინი შეიმუშავებენ ერთობლივ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.

ფონდს ღია მხარდაჭერას უცხადებენ უცხოეთში მოღვაწე მომღერლები თამარ გვერდწითელი და ვალერი მელაძე. თუ ვინ შევა ფონდის საკონსულტაციო საბჭოში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ფონდის საპატიო თავმჯდომარეა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. ფონდს ჰყავს ექვსი დამფუძნებელი და ესენი არიან დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ანზორ თოთაძე და თაკო ჩხეიძე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"